რათა 200?!
ანუ გაღრმავებულები
თუკი აგვისტო ჩვენთვის მძიმე თვეა, ჩვენებური სეპარატისტებისთვის ის უფრო სიხარულთან ასოცირდება – 2008 წლის 26 აგვისტოს რფ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ერთიცა და მეორეც აღიარა.
თუმცა მას შემდეგ და, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს ისინი რფ-ის კმაყოფაზე არიან და იქნებიან, მაინც ფრიად ამაყობენ „დამოუკიდებლობით“ და, რუსულ ბაზებს ამოფარებულები ფრიად დიდ გულზეც ბრძანდებიან (ან ვითომ რატომაც არა?!).
გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ „იუჟნაია ოსეტიას“ ზახარ ვანეევის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გამოსაცემად ოსურ-აფხაზურ ლექსიკონს ამზადებს. ხსენებული ინსტიტუტის დირექტორი რობერტ გაგლოევი გვამცნობს, რომ იგი 200-ეგზემპლარიანი ტირაჟით წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. კერძოდ, „ეს იქნება ისტორიაში პირველი ოსურ-აფხაზური ლექსიკონი, რომელშიც 4 ათასზე მეტი სიტყვა შევა. მოსამზადებელი სამუშაოები ჩვენს აფხაზ კოლეგასთან, მწერალ ილია გაგლოევთან ერთად განხორციელდა. სიტყვების შეგროვებისა და თარგმნის შრომატევადი პროცესი ორი წელი გაგრძელდა (მეტხანსაც უნდა გაგრძელებულიყო!).” – )”.
როგორც გაირკვა, ლექსიკონებს ძმურად გაიყოფენ: 100-ს თვითონ დაიტოვებენ, 100-ს კი აფხაზ ძმებს გაუგზავნიან. ზედაც, იმედოვნებენ, რომ „ასეთი ლექსიკონის გამოცემა ხელს შეუწყობს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას აფხაზ და ოს ხალხებს შორის“.
ვითომ, რუსულ ტანკებზე მეტად გაუღრმავებთ?!