კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნორმადაუკმაყოფილებლები

არაპარიტეტულობით შეწუხებული

მართალია, წინასწარ ვიყავით ინფორმირებულები, რომ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი 2005 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების მოძრაობას კრძალავდა საკუთარ ტერიტორიაზე (ბუნებრივია, მასაც უნდა ევროპულ მარაქაში გარევა, და მერე რა, რომ ევროკავშირთან ასოცირებას ხელი არ მოაწერა, იმიტომ, რომ ბ-ნ ალიევს სიტყვა „ასოციაცია“ ეტოშა?!), მაგრამ ჩვენმა მშობლიურმა შშს-მ ოფიციალურად მაინც გაგვაფრთხილა, რომ, რაკი მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძალაში შედის ახალი რეგულაციები, გაითვალისწინონ, რომ „ევრო 4“ სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე შეიტანს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30 პროცენტიდან 40-მდე საგარანტიო თანხას, რომელიც ავტომფლობელს მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შემდეგ დაუბრუნდება.

უფრო მეტიც, ნორმადაუკმაყოფილებელი ავტოტრანსპორტით მოძრავ მძღოლს აზერბაიჯანის მოქალაქის წერილობითი თანხმობაც დასჭირდება, რომელიც თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას „ევრო 4-ის“ სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში.

სავსებით ბუნებრივია, აბა, ჩვენ რა უნდა გვქონდეს იმის საწინააღმდეგო, თუკი ჩვენს მეზობლად ახალთახალი ავტოებით ისრიალებენ და, იმის ფუფუნებაც თუ ექნებათ, აკრძალონ „ევრო 4“-ის სტანდარტს ქვემოთ ავტომანქანები, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიას ჩვენს ქვეყანაში „ევრო 2“ სტანდარტის საწვავი შემოაქვს და ფრიად წარმატებითაც ყიდის, ცოტა არ იყოს, არაპარიტეტულობის გრძნობა მეუფლება! – 

скачать dle 11.3