კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავისუფლება – ჩანგალს

ანუ მადლიერება წინაპრებისადმი

საუდის არაბეთის სამეფომ დანარჩენ მსოფლიოს საზეიმოდ აუწყა, რომ ამიერიდან და, სავარაუდოდ, სამარადჟამოდ, ბოლოს და ბოლოს, თავისი ქვეყნის მდედრობითი სქესის მოსახლეობას საჭმლის მირთმევისას ჩანგლის გამოყენების ნება დართო!!! –  

ოღონდ ისაა, რომ მთლად თავიანთი კეთილი ნებითაც არ მისულან ამგვარ გადაწყვეტილებამდე, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიც კარგა ხანია, უკიჟინებდნენ, ნუ არღვევთ ქალთა უფლებებს და აღჭურვეთ ჩანგლებითო!

სხვათა შორის, საუდის არაბეთმა ქალებს ჩანგლის გამოყენება ჩანგლის შექმნის დღიდან, აუკრძალა, იმ მოტივით, რომ ის საფრთხეს შეუქმნიდა, არც მეტი, არც ნაკლები, სამეფოს კონსერვატიულ ღირებულებებს.

სახელდობრ: რაღაც უწმინდურია, როდესაც ქალი საჯაროდ პირში იდებს გრძელ, ლითონის საგანს ოთხი დაბოლოებითო. საშიში კი იმიტომ ყოფილა, რომ, როდესაც, თურმე, ადამიანი ხედავს, ქალს, რომელიც ასეთი ფორმის საგანს ისეთი წმიდა ადგილისკენ მიაქანებს, როგორიც პირია, მას არც მისი დახმარება შეუძლია და არც თავის დაცვა უწმინდური აზრებისგან (ამ ლოგიკით, კოვზმა რატომ არ უნდა აღძრას იგივე აზრები?!)! ერთი სიტყვით, ამ ღონისიძებას ქალებსა და მამკაცებს შორის სექსუალური ქაოსის დამყარების პრევენციის ფუნქცია ჰქონია. ჰქონია, მაგრამ აღარ აქვს.

ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, საუდის არაბეთს ამ სექსუალური ქაოსის აღარ ეშინია ან სამეფოს მამრობითი სქესი, უბრალოდ, თვალებს მოხუჭავს, თუკი თანამემამულე ქალებს ჩანგალთან წაასწრებს.

ბუნებრივია, მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან ან რა დატვირთვას მიანიჭებენ სავსებით სადაგ ნივთებს, თუმცა ეს კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია, მადლიერებით მოვიხსენიოთ ჩვენი წინაპრები, რომ ჩვენც ჩანგლით ჭამა არ გვაქვს სანატრელი?! – 

скачать dle 11.3