ანეკდოტები
რჩევების მიუხედავად, ატომური აფეთქების დროს არაფრით არ დაწვეთ მიწაზე სახით ქვემოთ. ასეთ სანახაობას თქვენ პირველად და უკანასკნელად უყურებთ...
***
გოგოებო, ისწავლეთ საჭმლის მომზადება. არ აქვს მნიშვნელობა, ვის გაჰყვებით ცოლად... ჭამა ყველას უნდა...
***
– რატომ არის, რომ ნასვამ მამაკაცს ყველა ქალი ლამაზი ეჩვენება?
– ორგანიზმს ჰგონია, რომ მოიწამლა და ცდილობს, სწრაფად გაამრავლოს თავისი ჯიში...
***
ფული – ბოროტებაა, ხელის ჭუჭყი. ფულში არაა ბედნიერება. ვინც სულით ძლიერია, სწორედ ისაა მდიდარი... კიდევ რით გავიმხნეო თავი, სანამ ხელფასს მომცემენ?
***
ქალს სიცოცხლეში სამი ასაკი აქვს.
ანერვიულებს მამას.
აღიზიანებს ქმარს.
აცოფებს სიძეს.
***
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები.
აღმოჩნდა, რომ არაყი ყინულით ღვიძლს აზიანებს, კონიაკი ყინულით გულს ვნებს, ვისკი ყინულით – ტვინს...
და დაასკვნეს მეცნიერებმა – საშინელი რამე ყოფილა ეს ყინული.
***
ხმაურიანი ქორწილის შემდეგ ახალდაქორწინებულები სასტუმროს შეკვეთილ ნომერში ავიდნენ. აღელვებული ახლადგამომცხვარი სიძე ვერაფრით უყრის გასაღებს კარის ღრიჭოში.
– ო... ვერაფერს იტყვი, გადასარევი დასაწყისია...
***
ხდება ხოლმე, ხმას არ იღებ და... უკვე არასწორად გაგიგეს...
***
ბაბუასთან მივიდნენ შვილიშვილები... და როგორც ხდება... სახლი გადმოგვიფორმეო...
– შვილებო, ჩაი დავლიოთ, ნამცხვრით და მერე...
– ბებერო, რა დროს ჩაია? წავიდეთ, საბუთები გავაფორმოთ! – თავს ადგას მოხუცს ორი „ვერზილა“.
– პატივს სულ არ მცემთ, დავლევ ჩაის და მერე წავიდეთ...
– კარგი, ჯანდაბას, – დათანხმდნენ.
ბაბუამ გამოიღო სერვანდიდან ძველი ლამპა, ტილოს უსვამს, აპრიალებს. ამოვიდა ლამპიდან ჯინი, ეუბნება ბაბუა:
– მომეცი, ძვირფასო, ჩაი, ნამცხვარი, ლიმონი...
და სუფრაზე უცბად დალაგდა სამ კაცზე ჩაი და ნამცხვარი...
– ბაბუა, ეგ ლამპა მოგვეცი...
– არა, ყველაფერს თქვენ გადმოგიფორმებთ, ლამპას კი ვერ მოგცემთ.
– მოგვყიდე...
ივაჭრეს და ლამპა 5 ათასად წაიღეს. მიიტანეს სახლში, გაწმინდეს.. ამოვიდა ჯინი და ეუბნებიან:
– აბა, მოგვეცი მილიონმილიონი...
– ახალო პატრონებო, მე მხოლოდ ჩაიზე და ნამცხვრებზე ვარ სპეციალიზებული...
***
ყურადღება! შეკითხვა:
– თქვენ წევხართ თქვენი ოცნების ქალსა და გეის შორის. ვის შეაქცევთ ზურგს?
***
– ჯუჯის კოსტიუმი მინდა: 54 ზომა, 178 სიმაღლე...
– აუ, ფიფქია წარმომიდგენია!
***
სანდროს მშობელი დაიბარეს. მამა მივიდა.
– იცით, თქვენმა შვილმა ბოზი მიწოდა...
– არ გრცხვენია, – აღშფოთდა მამა, – მასწავლებელი გასწავლის, შენთვის წვალობს, რომ კაცი გამოხვიდე, ზრუნავს... რა შენი საქმეა, სამსახურის მერე რას აკეთებს?