კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის არ დაზოგავს თავს კახა კუხიანიძე

მომღერალი კახა კუხიანიძე ცხოვრების ჯანსაღ წესს ანიჭებს უპირატესობას და ყოველდღე ვარჯიშობს. გარდა ამისა, მუშაობს ახალ სიმღერებზე და სექტემბრიდან მზად არის, მათ გასაჟღერებლად.

 

– ზაფხული მომღერლებისთვის, წესით, გადატვირთული უნდა იყოს. არის დაგეგმილი კონცერტები?

– ჯერჯერობით არაფერი მსმენია. მიუხედავად იმისა, რომ მომღერლებისთვის ძალიან ცუდია, მაინც გასაგებია ყველაფერი. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და მომღერლებსაც გვექნება ჩვენი სამუშაო. 

– წერ ახალ სიმღერებს?

– ორი ახალი სიმღერა ჩავწერე, ერთი ლაშა აბზიანიძემ დამიწერა, მეორე სიმღერას კი სალომე გოგიაშვილთან ერთად ვმღერი. მაგრამ პრემიერა არსად გამიკეთებია. ალბათ, სექტემბრიდან მივხედავ პრემიერის ამბავს. ხალხიც დასვენებული იქნება და ახალი ენერგიითა და შემართებით დავიწყებ საქმეს. ახლა ყველა გადაღლილია. ისე, ყოველთვის მეზიზღება ზაფხული თბილისში, რადგან სულ მგონია, ყველა გადაღლილი და დანერვოზებულია სიცხის გამო.

– დასასვენებლად არ გეგმავ ქალაქიდან გასვლას?

– მაისიდან დავიწყე დასვენება. როგორც კი ამინდი გამოდის, მაშინვე ვიწყებ დასვენებას. რა თქმა უნდა, აგვისტოში აუცილებლად წავალ სადმე. უკვე სამჯერ ვიყავი ბათუმში, შეიძლება, კიდევ წავიდე, ან თურქეთსა და ეგვიპტეზე გავაკეთო არჩევანი, ზუსტად არ ვიცი. სიმართლე გითხრა, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა საქართველოში დავისვენებ, თუ მის ფარგლებს გარეთ. მთავარია, თავი ვიგრძნო კარგად, იმ ადამიანების გარემოცვაში ვიყო, ვინც კომფორტს შემიქმნის, ისევე როგორც მე მათ. აი ეს არის ჩემთვის დასვენება.  

– სამწუხაროდ, დღეს არ ტარდება კონცერტები, რაც მომღერლისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო უნდა იყოს. ამ ეტაპზე რა შეადგენს შენი შემოსავლის წყაროს? ანუ, რა არის შენი დამატებითი შემოსავალი?

– მომღერლობიდან მე კი არა, სამწუხაროდ, მგონი, საქართველოში არავის აქვს ძირითადი შემოსავალი. რაც შეეხება ჩემი შემოსავლის წყაროს, ყველამ იცის, რომ საბავშვო სტუდიების ქსელი მაქვს, როგორც რუსთავში, ასევე თბილისში. ვგეგმავ კიდევ უფრო გაფართოებას. ძალიან მიყვარს ეს საქმე და ბავშვებთან ურთიერთობაც კარგად გამომდის. თან, სტუდიაში პროფესიონალები მუშაობენ.

– ნინი ბადურაშვილი არის ისევ სტუდიაში?

– კი, ნინი ჩვენთან ერთად არის, რა თქმა უნდა.

– კიდევ ერთი მიზიდულობის ძალაა, ალბათ, ეს მისი სახით.

– კი, ასეა. 

– ერთი თვის წინ, ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავი მოხდა თქვენს ოჯახში, რომელიც ნინო ძოწენიძის (რძალი) წარმატებას უკავშირდება. მან პროექტ „ერთი ერთში,” გაიმარჯვა და ყველასთვის სასურველი ბინის მფლობელი გახდა პრესტიჟულ უბანში.

– ვერც კი გადმოგცემთ, რა დონის ბედნიერება იყო ეს. რა ხდებოდა, გეტყვი. ჯერ ხომ მთელი დღე ნერვიულობისგან განადგურებული ვიყავი. ტელევიზიაში რომ მივედი, მანქანა ავტოსადგომზე გავაჩერე და უცებ ისე გავითიშე,  15 წუთი მეძინა. მელოდებოდნენ, როდის გავიღვიძებდი, რომ ტელევიზიაში შევსულიყავით. მართალია, ნერვული სტრესი მქონდა, მაგრამ ნინომ იმხელა სიხარული მოგვანიჭა თავისი წარმატებით, რომ ეს ამად ღირდა. ნინო გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ნინომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა – ის არის საუკეთესო, კარგი არტისტი და მომღერალი. რაც შეეხება პრიზს, ძალიან კარგია და ესეც ძალიან გვიხარია. დიდი მადლობა პროექტის პროდიუსერებს, რადგან ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული და კარგად შეფუთული იყო. 

– შენც ხომ არ გეგმავ მომდევნო სეზონზე მონაწილეობის მიღებას?

– ვფიქრობ, შეიძლება, მეც მივიღო მონაწილეობა. ეს მართლაც საუკეთესო პროექტია, საკუთარი შესაძლებლობები რომ წარმოაჩინო. ოღონდ, 24 საათის განმავლობაში გიწევს მუშაობა საკუთარ თავზე. პრინციპში, მე მზად ვარ, მთელი ენერგია ბოლომდე დავხარჯო და არ დავზოგო თავი. მთავარია, მათი სურვილიც იყოს და მე მზად ვარ.

скачать dle 11.3