კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაბინძურების რა მაჩვენებელი გვაქვს თბილისში და რა საფრთხე გვემუქრება ჰაერიდან, ამის შესახებ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტს, ია ხომერიკს გავესაუბრეთ.

რა აბინძურებს ყველაზე მეტად გარემოს თბილისში და რომელი უბნები გამოირჩევა სუფთა ჰაერის  ზღვრული მაჩვენებლით

 ია ხომერიკი:  სტატისტიკის ბოლო მონაცემებით, ატმოსფერული  ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშო ნამდვილად არ არის. თბილისში გვაქვს სამი სტაციონალური და ერთი ავტომატიზებული ჰაერის  დაბინძურებაზე დაკვირვების ჯიხური, საიდანაც ვიღებთ დამაბინძურებელი ნივთიერებების სინჯებს. სტაციონალური ჯიხურები განლაგებულია მოსკოვისა და წერეთლის  გამზირებზე, აღმაშენებლის და თამარ მეფის  კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ბოლო წერტილი, ძალიან სტანდარტული შემთხვევაა – ინტენსიური მოძრაობა, შუქნიშნები, ხალხმრავლობა. ავტომატიზებული სადგური გვაქვს ვაშლიჯვარში, სადაც არის ქალაქის ფონური მოცემულობა. აქედან  24-საათიან რეჟიმში, ერთწუთიანი ინტერვალებით ხდება ინფორმაციის მიღება. უახლოეს მომავალში, იაპონიის მთვარობის დახმარებით, იგეგმება თბილისში არსებული ჯიხურების გადაიარაღება. ამჟამად ჰაერზე  დაკვირვების ჯიხურები,  თბილისის გარდა, კიდევ ოთხ ქალაქში გვაქვს: რუსთავში, ბათუმში, ზესტაფონში, ქუთაისში.  სამომავლოდ,  იგეგმება ახალი  დაკვირვების ჯიხურების გახსნა. საერთაშორისო სტანდარტით, ათი ათას ადამიანზე ჰაერის დაბინძურების განმსაზღვრელი ერთი ჯიხური   მოდის. ამ სტანდარტით, თბილისში მინიმუმ  რვა ჯიხური უნდა იყოს. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა ეს საქმიანობა დაიწყო,  საქართველოში  33 ჯიხური არსებობდა. მაგრამ, შემდგომ ამ რაოდენობამ იკლო. 2006 წლიდან კვლავ დაიწყო დაკვირვების ჯიხურების დადგმა.  ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც გვიყენებს სტანდარტებს. ახალი პროექტებით,  გაიზრდება ჯიხურების რაოდენობა, რაც  ცალსახად განსაზღვრავს დაკვირვების ხარისხს.    

დაბინძურების მთავარი წყარო თბილისში არის ავტომაგისტრალები, მშენებლობები, მანქანების გამონაბოლქვი, საწარმოები.  თბილისში ჰაერის დაბინძურების 95 პროცენტი მოდის ავტომაგისტრალზე. 

– როგორია თბილისის ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების მაჩვენებელი? 

– თბილისის ჰაერი  ყველაზე მეტად დაბინძურებულია მტვრით, ნახშირჟანგით, აზოტისა და გოგორდის დიოქსიდებით,  ოზონით, ტყვიით.   ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, ჰაერში მტვრის კონცენტრაცია აღემატება ზღვრულ დასაშვებ მაჩვენებელს ერთნახევარ-ორჯერ. ზღვრულ ნორმაზე მაღალია  ნახშირჟანგის შემცველობა, სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების მაჩვენებელი, ნორმის ფარგლებშია. ამ მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ მხრივ, აღსანიშნავია ზესტაფონი, სადაც ჰაერის მთავარი დამაბინძურებელია მანგანუმის დიოქსიდი. ზესტაფონში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ზღვრულ ნორმას ორნახევარჯერ, ხანდახან კი ხუთჯერ  აჭარბებს.  ჰაერის დაბინძურება დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე: წვიმაზე, ქარზე. ზაფხულში, ტურისტული სეზონის დროს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგრძნობლად იმატებს ბათუმსა და სხვა ზღვისპირა ქალაქებში. ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, გამოირჩევა რუსთავი, სადაც ჰაერის დაბინძურების წყარო არის ცემენტი.  მოგახსენებთ, რომ  ზაფხულში, როცა არ ხდება ჰაერის ცირკულაცია ვერტიკალურად უფრო მეტად ბინძურდება ჰაერი. ყველაზე დიდ საფრთხეს ჰაერს მტვრისგან უქმნის მყარი ნაწილაკები, რომელიც პირდაპირ ილექება ფილტვებში და ფილტვის, სასუნთქი გზების  დაავადებებს იწვევს. ნახშირჟანგი სწრაფად მოძრაობს და შესაბამისად, ხვდება ადამიანის სისხლში, რაც იწვევს სისხლის ფორმულის შეცვლას. ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის  აზოტის დიოქსიდი და ტყვია, რომელიც ჰაერში მავნე დამაბინძურებლების სახით ხვდება.         

– რომელია თბილისში ყველაზე სუფთა  უბნები?

–  შეიძლება ითქვას, რომ  თბილისში, ჰაერის მაჩვენებლით, ყველაზე სუფთა ადგილია ვაშლიჯვარი. ავტომატიზებული სადგურის მონაცემებით, ვაშლიჯვარში ჰაერში არსებული არც ერთი ინგრედიენტის კონცენტრაციები არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას. ეს, რა თქმა უნდა, განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არ გადის ავტომაგისტრალი, არ არის საწარმოები, შესაბამისად, არ არსებობს დაბინძურების წყარო. ჰაერი ასევე შედარებით  სუფთაა თემქის, ზედა ვარკეთილის, გლდანის ბოლო მიკრორაიონებში. იგივეს ვერ ვიტყვით, ამ დასახლებებში მეტროსთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე, სადაც დაბინძურების საკმაოდ ბევრი წყარო არსებობს. სანაპიროებზე კიდევ უფრო მეტია განიავების საშუალება და არ გვაქვს მძიმე მაჩვენებელი.   თბილისში  ცხელი წერტილებია: აღმაშენებელი, რომლის განიავებაც არ ხდება.  ადრე პრობლემები  გვქონდა ვაკეში, ჭავჭავაძის პროსპექტზე, სადაც ჰაერში მტვრის კონცენტრაცია  და  CO აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმას. ჩვენი სადგურის მონაცემებით, არ გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა დიდუბეში, როგორც ეს  შეიძლება იყოს დასაშვები ამ ტერიტორიის დატვირთულობიდან გამომდინარე. ბოლო პერიოდში  დიდმა საწარმოებმა დაიწყეს დამცავი მექანიზმების განხორციელება, რაც აუცილებელია ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. საჭიროა, გატარდეს პრევენციული ზომები – ქალაქში არ უნდა მოძრაობდეს გაუმართავი მანქანები. უცხოეთიდან საქართველოში შემოსულ ავტომობილებს ამოცლილი აქვთ კატალიზატორები, რაც იწვევს გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებას. პროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება, იქნება საუკეთესო გზა  ავტომანქანების გამონაბოლქვისგან ჰაერის დასაცავად. შედეგად, საფრთხეებს, რაც დაბინძურებული  ჰაერიდან მოდის, თავიდან ავიცილებთ. მით უფრო, რომ ცნობილია სტატისტიკა – საქართველოში ჰაერის დაბინძურების დაახლოებით 75 პროცენტი ავტოტრანსპორტზე მოდის.          

 

скачать dle 11.3