კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ჩამოიტანა „ახალ ტალღაზე” მოგებული 50 ათასი ევრო საქართველოში ნუცა ბუზალაძემ და რატომ მოუხდა მას ბეწვის ხიდზე გავლა იურმალაში

იურმალაში ჩატარებული კონკურსის, „ახალი ტალღა 2014” გამარჯვებული, 17 წლის ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, 30 ივლისს, დილის ოთხის ნახევარზე ჩამოფრინდა გრანპრით ხელში, მის პროდიუსერებთან – ლელა წურწუმიასთან, მამულიჩასთან, დედასთან და სოფო ხალვაშთან ერთად სამშობლოში. მას აეროპორტში, ნათესავები, მეგობრები, ნაცნობ-უცნობები, ოვაციებით და ყვავილებით დახვდნენ. მახსოვს, მისი პროდიუსერი, მამულიჩა გვპირდებოდა, აუცილებლად გამარჯვებულები დავბრუნდებითო და საქართველოში ჩამოფრენილმა, პირველივე სიტყვები თქვა: „აი, რაც შეგპირდით, ხომ აგისრულეთ!“. ნუცას ჟურნალი „თბილისელები” ულოცავს გამარჯვებას და უდიდეს წარმატებებს უსურვებს მომავალ შემოქმედებით გზაზე!

ნუცა ბუზალაძე: იმ სიხარულს, რასაც განვიცდი, საუბრით და ემოციით, ვერ გამოვხატავ. ჯერ 17 წლის ვარ და ვფიქრობ, საკმაოდ დიდი წარმატებაა „ახალი ტალღის” გამარჯვებულის ტიტულის ჩამოტანა ჩემს ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს არა მარტო ჩემი,  არამედ, მთელი საქართველოს გამარჯვება და აღიარებაა. სხვათა შორის, სანამ გავფრინდებოდი, უწმინდესმა და უნეტარესმა, ჩვენმა საყვარელმა პატრიარქმა დამლოცა. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მისი დალოცვა, სცენაზე გამოსვლის წინ, სულ მახსენდებოდა და ვიცოდი, რომ ის დამეხმარებოდა. ყველა კონკურსანტი ძალიან შემიყვარდა, რადგან მათ გარემოცვაში ძალიან კარგი დრო გავატარე. ერთმანეთს რომ ვემშვიდობებოდით, კონკურსის მერე, სასტუმროს ფოიეში დამიჯერეთ, ვიტირე. ვხუმრობ ხოლმე, აწი, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდე, ყველგან მეგობარი დამხვდება-მეთქი (იცინის). ყველა ქვეყანაში დაპატიჟებული ვარ. 

– თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ასეთ კონკურსებზე, კონკურსანტებს შორის კონკურენცია საკმაოდ გამძაფრებული და შესამჩნევია. ხომ მეთანხმები?

– იცით რა, თავიდან, მართალაც არ იყო კონკურენცია შესამჩნევი, მაგრამ მეორე ტურში რომ გამოიკვეთა სავარაუდო ლიდერები, აი, მაშინ ცოტა კონკურენციაც კი იგრძნობოდა კონკურსანტებს შორის. 

– როდესაც გამარჯვებულად დაგასახელეს და პრიზი გადმოგცა ჟიურის თავმჯდომარე იგორ კრუტოიმ, მიკროფონთან მისულმა ინგლისურად თქვი სამადლობელი სიტყვა. ამბობენ, რუსი ჟიურის წევრები ამ გამოსვლამ კულტურულ შოკში ჩააგდოო. ეს შენც შენიშნე?

– ჩემს რუსულზე, ძალიან ხალისობდნენ და იცინოდნენ, კონკურსანტები (იცინის). რუსული ცუდად ვიცი და ამიტომ, მერჩივნა, ინგლისურ ენაზე მეთქვა მადლობა. ისეთი გახარებული ვიყავი გრანპრით ხელში, რომ ჟიურის წევრების რეაქციას საერთოდ ვერ ვამჩნევდი. იქაური ჟურნალისტები რომ იღებდნენ ჩემგან ინტერვიუს, მამულიჩას იმედი მქონდა (იცინის). მესამე ტური რომ ჩატარდა და დაჯამდა ქულები, ვიცოდი, რომ პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებული ვიყავი. ისიც ვიცოდი, სცენაზე სიტყვით მომიწევდა გამოსვლა და შემეძლო, რუსულად დამეზეპირებინა ტექსტი, მაგრამ ბუნებრიობა ვარჩიე და, რაც უცბად მომაფიქრდა იმ მომენტში, ის ვთქვი ინგლისურად. დამიჯერეთ, წინასწარ არ გამითვლია, რას ვიტყოდი, გრძნობებს მივყევი და ისე ვისაუბრე. ალექსანდრ რევზინი ძალიან მიყვარს და მას კი გადავუხადე მადლობა რუსულ ენაზე – „სპასიბო”-მეთქი (იცინის). მახსოვს, ჩემს უკან რუსი კონკურსანტი გოგონა იდგა და მეუბნებოდა: პო რუსსკი, ნუცა, პო რუსსკი სკაჟიო (იცინის). ნიკოლაი ბასკოვისაც დიდი მადლობელი ვარ. სწორედ მან ამოიღო, კონკურსის გახსნის დღეს, 15 ნომერი, რომლითაც გამოვიდოდი და თქვა: მეც თხუთმეტ რიცხვში ვარ დაბადებული, ბედნიერი რიცხვია და წარმატებას მოგიტანსო. ისე აგიხდეთ ყველაფერი,  მართალი აღმოჩნდა (იცინის). 

– ამბობენ, რომ რევზინი საკმაოდ მკაცრი ადამიანია.

– მკაცრი არის, მაგრამ ყველას უყვარს. უმაღლესი დონის პროფესიონალია და იცის, რასაც აკეთებს. ამიტომაც, ტარდება „ახალი ტალღის” კონკურსი ასეთ მაღალ დონეზე. ათი დღის განმავლობაში, ყოველდღე რეპეტიციას გავდიოდით და რევზინი სულ გვარიგებდა, გვისწორებდა, გვეხმარებოდა. ჩვეულებრივი ფსიქოლოგია, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, როგორ უნდა გასცე და მიიღო ენერგია მაყურებლისგან, როცა სცენაზე დგახარ, როგორ უნდა იმოძრაო და ასე შემდეგ. 

– მერე, იქ მასტერკლასები რუსულ ენაზე რომ ტარდებოდა?

– რუსულად ყველაფერი მესმის, უბრალოდ, საუბარი მიჭირს. არ დამავიწყდება, ძალიან ვნერვიულობდი, მინდოდა, კარგად გამოვსულიყავი კონკურსზე და სარეპეტიციო დარბაზში ვიტირე. ოღონდ მარტო ვიყავი, არავის დავუნახივარ (იცინის). ვფიქრობ, სწორედ რევზინის მასტერკლასების დამსახურებაა, სცენაზე რომ ასე თავდაჯერებულად გამოვედი და მოვიხსენი სტრესი. 

– პირველივე საკონკურსო დღეს, საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა შენმა ნამღერმა. თუმცა, ჟიურის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ფილიპ კირკოროვმა ათი ქულა დაგიწერა.  ამის გამო საქართველოდან ბევრმა მოიკითხა მისი დედა სოციალური ქსელით. ამაზე რას იტყვი?

– (იცინის). დედის მოკითხვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ არ მწყენია, რადგან შეეძლო, უფრო დაბალი ქულაც დაეწერა. კირკოროვი უკრაინელი პეტრიკის პროდიუსერი იყო და ალბათ, უნდოდა, ჩემი ქულის დაკლებით, მას მიხმარებოდა. როგორც მამულიჩამ მერე მითხრა, სიმღერა რომ დავასრულე, კირკოროვს თერთმეტი ქულის აწევა უნდოდა, ხელში ეჭირა, მაგრამ გადახედა სხვებს და ყველამ რომ უმაღლესი ქულა დააფიქსირა, გადაიფიქრა და „ათიანი” აწია. ვიცოდი, რომ ჩემი პირველი სიმღერით, მაღალ ქულებს ავიღებდი და ამ პირველმა დღემ გადაწყვიტა ჩემი გამარჯვება. უფრო სწორად, პირველი ტური იყო ბეწვის ხიდი, რომელზეც თამამად გავიარე და მეორე ტურმა გამომკვეთა ლიდერად. 

– რაც შეეხება ჩაცმულობას? როგორც ვიცი, კონკურსანტებს შავი ფერის სამოსის ჩაცმა აკრძალული გქონდათ. არადა შავ, გრძელ კაბაში ულამაზესი იყავი. შენთვის გამონაკლისი რატომ დაუშვეს?

– „ახალი ტალღა” საერთაშორისო კონკურსია, ტარდება ზაფხულში, იურმალაში და მას ესწრება უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი – რუსი და, არა მარტო. იქ თავისი წესებია და ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კონკურსანტს ეკრძალებოდა შავი ფერის კაბით გამოსვლა. კაბები, რომლებიც მეცვა, იქაური დიზაინერის შეკერილი იყო. უბრალოდ, მესამე ტურის კაბა მქონდა იგივე ფორმის, რომელიც მესამე ტურში მეცვა, ოღონდ, ღია ცისფერი. ლელა რომ ჩამოვიდა, ზუსტად იგივე ფორმის, მაგრამ შავი ფერის კაბა ჩამომიტანა და უფრო მომიხდა. ალექსანდრ რევზინმა რომ მნახა იმ კაბაში, ისე მოეწონა, გამონაკლისი დაუშვა და ლელას თხოვნა გაითვალისწინა.  თქვენი ჟურნალის საშუალებით, დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა და ვაღიარო, რომ უდიდესი წვლილი ჩემს გამარჯვებაში ლელას და მამულიჩას გარდა, მიუძღვის რუსა მორჩილაძეს, ნუცა ჯანელიძეს, ნინო ქათამაძეს, მაია კაჭკაჭიშვილს, ბიბი კვაჭაძეს, ზაზა ხუბუკელაშვილს, მაია ყიფიანს, ნინო ბაშარულს, სოფო ხალვაშს, გია მაჭარაშვილს, გია მაზანაშვილს, გიორგი ბახტაძეს, და, კიდევ ბევრს და ბევრს. მიხარია რომ მათი იმედები გავამართლე. 

– სოლიდური, მოგებული პრიზის, 50 ათასი ევროს დახარჯვას როგორ გეგმავ, თუ საიდუმლო არ არის?

– მართალია, 50 ათასი ევრო მოვიგე, მაგრამ ლატვიის სახელმწიფომ დამიბეგრა 22 პროცენტით და საქართველოში 38 ათასი ევრო ჩამოვიტანე. ამ თანხით სახლი მინდა ვიყიდო, რადგან არ მაქვს და ნაქირავებში ვცხოვრობ. აქ რომ ჩამოვედი, ნამდვილად სასიხარულო სიურპრიზი გამიკეთა „გალფის” კომპანიამ და ათი ათასი დოლარი მაჩუქა. ასევე, როგორც გამარჯვებულს, ერთ-ერთმა გერმანულმა კომპანიამ, იურმალაში, მაჩუქა ოქროს სამაჯური, 18-კარატიანი ბრილიანტის თვლით, რომელიც ექსკლუზიურად დამზადდა გამარჯვებულისთვის, ის მსოფლიოში ერთადერთია და ინგლისურად აწერია „ახალი ტალღა”. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ასაკში, ასეთი ძვირფასი საჩუქრის, დაფასების და გრანპრის მფლობელი გავხდი. ჯერ კიდევ ემოციებში ვარ და ალბათ, დიდხანს გასტანს ეს ეიფორია (იცინის).

скачать dle 11.3