კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჰქონდა გიორგი ბახუტაშვილს ხანმოკლე თაფლობის თვე და ვისთან ერთად გეგმავს ის ცხელი ზაფხულის გატარებას

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” უკვე რამდენიმე წელია, მაყურებლის ყურადღებასა და ინტერესს იმსახურებს. სერიალის პერსონაჟები ხალხმა შეიყვარა და ყოველთვის დიდი ინტერესით ელის ახალ-ახალი ისტორიის განვითარებას. ცოტნე ცოტაშვილი სწორედ ის პერსონაჟია, რომელიც გამოჩენისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩვენი რესპონდენტი ცოტნეს როლის შემსრულებელი, გიორგი ბახუტაშვილია, რომელიც რეალურ ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავდება მისი პერსონაჟისგან.  

– მას შემდეგ, რაც სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები” გამოჩნდი, მაყურებლის საერთო აზრია, რომ სერიალი თქვენმა ოჯახმა გამოაცოცხლა. ეს, ალბათ, მსახიობისთვის ძალიან სასიამოვნოა.

– თუ ასეა, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

– მაყურებელმა მიგიღო და შეგიყვარა. როგორი შეგრძნებაა, როცა ამდენ უცნობ ადამიანს უყვარხარ და ქუჩაში სულ გიღიმიან.

– „ჩემი ცოლის დაქალები” ისეთი პოპულარული სერიალია, ალბათ, რომ არა ჩვენი გმირები, მაინც ეყვარებოდა ხალხს და უყურებდა. თუ ჩვენც რაღაც წვლილი შევიტანეთ, ეს უკვე ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, ქუჩაში რომ გცნობენ. მაგრამ, ადრე ყოველთვის მაწუხებდა ქართველების მოწყენილი სახეები ქუჩაში, ახლა კი, რომ დამინახავენ და იღიმიან, ძალიან მიხარია. გაღიმებული სახეების დანაკლისიც შევივსე. 

– დარწმუნებული ვარ, ძალიან ხშირად, ცოტნესაც გეძახიან და შეიძლება, ბევრმა არც კი იცოდეს, რომ მათ საყვარელ პერსონაჟს რეალურ ცხოვრებაში გიორგი ჰქვია.

– კი, ასეთი შემთხვევებიც ყოფილა და არაერთხელ.

– სეზონის ერთ-ერთ ბოლო სერიაში საკმაოდ სახალისო სცენა შესთავაზეთ მაყურებელს. მტკვარში გადახტომას ვგულისხმობ. მართალია, წინა ინტერვიუში მითხარი, რომ ცოტნე ცოტაშვილისნაირი პოლიტიკოსები შენს სიმპათიას რეალურ ცხოვრებაში არ იმსახურებენ, მაგრამ მაინც გკითხავ, პოპულარობის მოსაპოვებლად, მსგავს საქციელს ჩაიდენდი?

– არავითარ შემთხვევაში. ცხოვრებაში ყველაფერი ყალბი, დადგმული და ნათამაშები მაღიზიანებს. ჩემს საქმეში მსგავსი რამ არც არის საჭირო. თუ სწორი მიდგომა გაქვს საქმის მიმართ, ჯობია, წარმატებას ჯანსაღი შრომით მიაღწიო. ხალხის სიყვარულის მოსაპოვებლად და პოპულარობისთვის, გმირობების ჩადენა არ არის საჭირო.

– მაყურებელი თეატრშიც არ გაკლია. სეზონი დაიხურა?

– სეზონი უკვე ყველა თეატრში დახურულია და ალბათ, სექტემბრიდან განახლდება. 

– გასტროლი ხომ არ გაქვთ დაგეგმილი?

– თეატრიდან არაფერი არ არის დაგეგმილი. დატვირთული სამუშაო წლის შემდეგ, უბრალოდ, მეუღლესთან ერთად ვგეგმავ დასასვენებლად წასვლას. 

– დიდი ხანი არ არის, რაც დაოჯახდი. მკითხველისთვის საინტერესო იქნება, თუ მოგვიყვები შენი ოჯახის შესახებ. ვინ არის შენი მეუღლე?

– ჩემი მეუღლეა თაკო შოშიაშვილი, პროფესიით ოპერატორი.

– თაკო, როგორ აფასებს მეუღლის სამსახიობო კარიერას?

– ძალიან კარგად. ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და ძირითადად, შემოქმედებითად უყურებს სერიალს, სპექტაკლებსა თუ ფილმებს. 

– გამომდინარე იქიდან, რომ მართლა ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვს, ალბათ, დღის განმავლობაში ერთად დიდ ხანს ყოფნას ვერ ახერხებთ. ეს დისკომფორტს არ გიქმნით?

– იყო ასეთი პერიოდიც, მაგრამ ამას დიდად არ შეუშლია ხელი. ორივემ ვიცოდით, რომ რაღაც პერიოდი ასე იქნებოდა და მერე გაივლიდა. ჯვარი რომ დავიწერეთ, სწორედ მაშინ მომეყარა ძალიან ბევრი საქმე. თუმცა, ამას არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია ჩვენს ურთიერთობაზე. უბრალოდ, ერთმანეთი მუდმივად გვენატრებოდა. 

– ალბათ, ამასაც აქვს თავისი ხიბლი.

– შეიძლება, რაღაც მხრივ სასიამოვნოც არის, მაგრამ, სიმართლე გითრათ, ჩემ გვერდით რომ უფრო დიდხანს ყოფილიყო, მერჩია, რა თქმა უნდა. 

– ფაქტობრივად, საქმემ არ მოგცათ იმის საშუალება, რომ ახალდაქორწინებულებს თაფლობის თვე სხვაგან გაგეტარებინათ.

– მართალია, ასეთი თაფლობის თვე არ გვქონია. მხოლოდ ორი დღით წავედით ქალაქგარეთ. ჩამოვედით და იმ დღესვე დამეწყო გადაღებები. მას შემდეგაც, ორი დღით თუ მოვახერხებთ სადმე გასვლას, თორემ ხანგრძლივი დასვენება არ გვქონია. თვითონაც სადიპლომოზე მუშაობდა.

– ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი რომ გყავს, ეს ხომ არ მოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე? ანუ, ეჭვიანობის მომენტი ხომ არ ჰქონია. 

– არა, რა თქმა უნდა, რა სისულელეა. საერთოდ, ეჭვიანობის ცნება არ არსებობს ჩვენთვის. მე და თაკოს ძალიან გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, საეჭვიანო ნამდვილად არაფერი აქვს, რადგან პოპულარობა თან სდევს იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ. 

– აპირებთ დასასვენებლად წასვლას?

– კი, აუცილებლად, აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე წავალთ დასასვენებლად. გვინდა ჯერ ზღვაზე, მერე კი მთაში წავიდეთ და მშვიდად დავისვენოთ. 

– ბოლო დროს ახალ პროექტში გამოჩნდი, ძალიან საინტერესო სამედიცინო გადაცემის, „ემერჯენსის” წამყვანი ხარ. სხვადასხვა, ძალიან რთულ ოპერაციას მართლა ესწრები, თუ მხოლოდ წამყვანის ამპლუაში ხარ? 

– ოპერაციებს მართლა ვესწერები. 

– მერე, არ არის ეს მსახიობისთვის რთული?    

– რთული ნამდვილად არის, ძალიან ემოციურია. ძალიან საინტერესო ტიპაჟები არიან – ექიმები, პაციენტები და ასე შემდეგ. ძალიან თანავუგრძნობ მათ და ხანდახან ვერ შევდივარ ოპერაციაზე, გარედან ვადევნებ თვალს. თუ ძალიან მძიმე სიტუაციაა, სტენდაფი ჩამიწერია და ოპერაციაზე არ შევსულვარ. ძალიან მიჭირს, ადვილი ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ძალიან საინტერესო მოვლენაა, როცა ერთი ადამიანის სიცოცხლე, მეორის ხელშია, მესამე კი დგახარ და ამ ყველაფერს უყურებ. 

– რაც შეეხება სერიალს, როდის განახლდება ახალი სეზონი?

– სექტემბრიდან ან ოქტომბრიდან, ჯერჯერობით, არ ვიცით. სეზონი აუცილებლად განახლდება, უბრალოდ, ჩემი თანამშრომლობა როგორ განახლდება სერიალში, ეს არ ვიცი. საერთოდ, არასდროს ვიცით, მომდევნო სერიაში რა მოხდება. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება. 

– ისეთი პოპულარული პერსონაჟია ცოტნე, რომ დარწმუნებული ვარ, სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” მას ვერ დათმობს. თან, ის პლუსიც გაქვს, რომ მამაკაცი ხარ. ამას იმიტომ ვამბობ, რამდენიმე პერსონაჟი მანდილოსანი იმის გამო გამოეთიშა დროებით სერიალს, რომ ორსულად იყო.

– იმედია, არ დავფეხმძიმდები.

скачать dle 11.3