კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცივილიზებული სიურპრიზი მოუწყო ამერიკელმა მილიარდერმა ნუცა შანშიაშვილს და როგორ ცხოვრობდა ის ერთი თვე დათვების გარემოცვაში

ზაფხული, საქმიანი ადამიანებისთვის, დასვენებასთან და დროის მშვიდად გატარებასთან ასოცირდება და რა გასაკვირია, რომ მომღერალი ნუცა შანშიაშვილისთვისაც, ზაფხული წელიწადის ყველა დროსთან შედარებით, ყველაზე საყვარელი პერიოდია. როგორც თავად ამბობს, მას ამერიკაში, ოკეანის სანაპიროზე დასვენება დადებითი ენერგეტიკით ავსებს და ცდილობს, მზიანი დღეები იქ გაატაროს, თუმცა, წელს შვილის გამო, მთაში სუფთა ჰაერზე დასვენება მოუწია და არც მეტი, არც ნაკლები, დათვების, ფარშევანგების, შვლის ნუკრებისა და ციყვების გარემოცვაში, ნამდვილ სამოთხეში, ერთი თვე დაჰყო. თუ რა სიურპრიზი მოუწყო მას თაყვანისმცემელმა და ვისთან ერთად ისვენებდა მაიამის კუნძულზე ნამდვილი დედოფალივით, ამაზე თავად გიამბობთ.

ნუცა შანშიაშვილი: ზაფხული, ჩემთვის ყველაზე საყვარელი პერიოდია და ასოცირდება ოკეანესთან, სანაპიროსთან, მზესთან, კოქტეილებთან, „ლამბორჯინებთან”, „პორშეებთან”, არაჩვეულებრივ დასვენებასთან და ყველაფერ მშვენიერთან. ზაფხულში სულ ვცდილობ, ნიუ-იორკში ვიყო, ოკეანის გვერდით, მაგრამ ჩემი შვილის, ნიკალას დაბადების მერე, აღმოჩნდა, რომ მისთვის ოკეანეზე მეტად, მთის სუფთა ჰაერია სასარგებლო და საჭირო. ამერიკა, ძველი ინდიელების მიწაა, ველური და ულამაზესი ბუნება აქვს და როცა, გადავწყვიტეთ, მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვის ქალაქიდან გაყვანა, ავარჩიეთ ყველაზე ძვირადღირებული კურორტი ამერიკაში – ლეიქ ჰარმონი, რომელიც მდებარეობს პენსილვანიაში, კოკონოს მთებში. ძვირფასი ვილები დგას ტყეში და იქ საკმაოდ ცნობილი მსახიობები და მომღერლები ისვენებენ – ზოგს ნაყიდიც აქვს და ზაფხულობით სულ იქ არიან. დამიჯერეთ, იქ ჩასული, ნამდვილ სამოთხეში მოვხვდი. თავი პრინცესა კი არა დედოფალი მეგონა (იცინის). ორსართულინი ვილა ვიქირავეთ, თავისი ბილიარდის, ბავშვის სათამაშო ოთახითა და „ბასეინით.” მოკლედ, ყველანაირი კომფორტით უღრან ტყეში. სასწაული კი ის არის, როგორ მოახერხეს ამერიკელებმა ასეთ უღრან ტყესა და მთებში, ასეთი გზების დაგება და ხის სასახლეების აშენება. მართლა ენით აუწერელი სილამაზე დამხვდა და მთელი ერთი თვე, ამ სამოთხეში დავისვენე. თუმცა, მე მაინც ქართველი ვარ და რაჭის, გუდაურისა და ბორჯომის ხეობის სილამაზე მირჩევნია და რა ვქნა? (იცინის). 

– ამბობ, ნამდვილ სამოთხეში ვიყავი, პენსილვანიის მთებშიო და მაინც საქართველოს ბუნება გახსენდებოდა?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი ჰაერი და ბუნება, როგორც საქართველოშია, არც ერთ ქვეყანაში არ არის. უბრალოდ, სხვაგან ბუნება მეტად მოვლილია და კომფორტია შექმნილი, თორემ სხვა მხრივ, ნამდვილად ჩვენი მხარე ჯობია, ჰაერი უკეთესია. სადაც ჩვენ ვიყავით, ხომ გეუბნებით, საოცარი სილამაზეა, მაგრამ სხვანაირი ტენიანი და უხეში ჰავაა. 

– თავად თქვი, ამერიკის ყველზე ძვირად ღირებულ კურორტზე ვისვენებდიო. თუ საიდუმლო არ არის, რა დაჯდა ეს ყველაფერი?

– მე, დედა, თემური და ბავშვი ვიყავით და თუ არ ვცდები, ერთი კაცი სამი ათას ხუთასი დოლარი ჯდებოდა. მაგრამ ჩემი ქმარი იხდიდა და ამიტომ, ზუსტად არ ვიცი, რამდენი გადაიხადა. 

– ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრული სილამაზეა პენსილვანიაში, ის ასევე საშიშია, რადგან ველური ცხოველები დადიან და ადამიანებს ესხმიან თავსო. მართლაც ასეა?

– მართალია, ღამით დათვები ჩამოდიოდნენ და გარეთ ვერ გამოვდიოდით. დადიოდნენ, დასეირნობდნენ თავისთვის (იცინის). დღისით კი, ირმები, შვლები, ნუკრები, ციყვები და ათასნაირი საყვარელი ცხოველი დადიოდა ჩვენს ირგვლივ. თქვენ წამროიდგინეთ, არც ეშინოდათ ადამიანების. პირველ დღეს, გამოვდივარ ვილიდან, ბავშვი უნდა გავასეირნო და ჩემს წინ ჩაიარა რვა, კუდგაშლილმა ულამაზესმა ფარშევანგმა. კინაღამ ენა გადავყლაპე და ჭკუიდან გადავედი, ისეთი სიმალაზე იყო. დედა-შვილი ირმები გვყავდა შემოჩვეული და სულ ჩვენ წინ დარბოდნენ. არ დამავიწყდება, მე, თემური და ბავშვი ვსეირნობთ და უცებ, თემური მშვიდად ამბობს, ფრთხილად გადააბიჯეთ, გველია! კი გადავაბიჯე, მაგრამ რომ მოვიხედე და უზარმაზარი, რუხი, დაკლაკნილი არსება დავინახე, კინაღამ გონება დავკარგე. კიდევ კარგი დავინახეთ, ფეხი არ დავაბიჯეთ და არ დაგვეტაკა და დაგვგესლა. მართლა, სასწაულ ადგილას ვიყავი. თვალს რომ ახელ დილით და მარტო მწვანე ხეებს ხედავ იმპრესიონისტების ნახატივით, სულიერად ისვენებ და ივსები ბუნების სუფთა ენერგეტიკით. საღამოს ლეიქ ჰარმონის ტბაზე ჩავდიოდით და წყლის ენერგეტიკას იქ ვიღებდით. იცით, როგორი ტბაა? საღამო კი „ბეილისივით” გემრიელი და რბილი იყო, მაგრამ დაღამდებოდა თუ არა, სახლში გავრბოდით, რომ დათვებს არ გადავყროდით. უამრავი მილიარდერი ისვენებს იქ. 

– ვიცი, რომ ზაფხულის პერიოდში, უამრავი პროექტი იგეგმება ამერიკაში, სადაც ხშირად შენც ხარ მიწვეული. როგორ უთავსებ დასვენებას და საქმეს ერთმანეთს?

– ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ზაფხულში დასვენება და ყოველთვის უარს ვამბობ, ზაფხულის პროექტებზე. მუშაობის პროცესს კი სექტემბრიდან, აღდგენილი ძალებით ვიწყებ. ზაფხული ჩემთვის ენერგიის მომმარაგებელი, დასვენების პიკის პერიოდია. ამიტომ, ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ (იცინის). ერთი ისეთი დაუვიწყარი ზაფხული მომიწყო თაყვანისმცემელმა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მოკლედ, მაიამიში არის კუნძულები, სადაც მილიარდერები ისვენებენ და სწორედ, იქ, ერთ-ერთ კუნძულზე, მაჩუქა დასვენება ამერიკელმა მილიარდერმა ქალბატონმა. ეს იყო ერთი თვის განმავლობაში, ცივილიზებული დასვენება ოკეანეზე, თავისი „პორშეებით”, ბრილიანტებით, ექვსი მოსამსახურით, პირადი პოვრით, აუზებით, ჯაკუზებითა და ფრანგული შამპანურით. მართლა, კლეოპატრასავით ვცხოვრობდი. სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ისე მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარი. ვიფიქრე, გამოყრუებული დასვენება არ მიყვარს, ცოტა ხანი ვიქნები და მერე წამოვალ-მეთქი. მაგრამ ისე გამიტკბა პრინცესობა, ერთი თვე დავრჩი და ვისიამოვნე.

– ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ, დამეთანხმე, ამ ყველაფერს საყვარელი მამაკაციც ხომ უნდა გვერდით?

– რასაკვირველია! საყვარელი მამაკაცის გარეშე, რად მინდა ბრილიანტები, ფრანგულ შამპანურებსა და ჯაკუზებში დასვენება?! თემურიც ჩემს გვერდით იყო. საყვარელი მამაკაცის გვერდით, დანჯღრეულ ნავში რომ იჯდე და ჭაობიან ტბაში მიცურავდე, ესეც საკმარისია, თავი ბედნიერად იგრძნო (იცინის). დამიჯერეთ, მაიამის კუნძულზე, ისეთი იყო მზის ჩასვლა, შეიძლება, ჭკუიდან გადასულიყავი. ამ დროს, მე ვიწექი აუზში, რომელიც ვილის სახურავზე იყო, ოკეანეს გავყურებდი, ვწრუპავდი ყინულიან „დონ პერენიონს” მოოქრული ბოკალიდან და ვუსმენდი საოცარ მუსიკას. აი, ეს ზაფხული, ნამდვილად არასდროს დამავიწყდება, როგორც წლევანდელი პენსილვანიის დილა-საღამოები. ძალიან მინდოდა, ამ ზაფხულს საქართვლოშიც დამესვენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ. ზოგადად, ყოველი ზაფხული ისე უნდა გაატარო მთელი წლის მუშაობის შემდეგ, რომ დაუვიწყარი მოგონებები დაგიტოვოს. არ არის ამისთვის აუცილებელი, ძვირად ღირებული ვილები და კუნძულები. უბრალოდ, საჭიროა, ისეთ ადგილას წასვლა, სადაც დადებითი ენერგეტიკით დაიმუხტები, გვერდით საყვარელი ადამიანები გეყოლება და იფიქრებ, მხოლოდ კარგზე.

скачать dle 11.3