კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გახდება თუ არა „ემის“ მფლობელი ხელოვანის, ჯეიმს ჰიგინსონის სავიზიტო ბარათი ქართველ ბერებზე გადაღებული ფილმი „უანგარო მსახურება“

ცოტა ხნის წინ საქართველოს უკვე მეხუთედ ესტუმრა ჰოლივუდელი ფოტოგრაფი და კინოდოკუმენტალისტი, რომელმაც თითქმის დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე – „უანგარო მსახურება“, რომელშიც ნაჩვენებია საქართველოს 12 მონასტრის ბერების ყოფა-ცხოვრება. რეჟისორი ამბობს, რომ სჯერა ბედისწერის და სწორედ ბედისწერას მიაწერს თავის პირველ ვიზიტს საქართველოში.

– მე ვარ ჯეიმს ჰიგინსონი, ფოტოგრაფი და კინორეჟისორი. ვასწავლი ფოტოგრაფიას ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში. საქართველოში უკვე მეხუთედ შედგა ჩემი ვიზიტი. ამჟამად ვიღებ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს ბერების ცხოვრებისა და მონასტრების შესახებ, რომლის სახელწოდებაა „უანგარო მსახურება“, სადაც ძამის ხეობის ათზე მეტი მონასტერი ერთიანდება. ფილმს აქვს მეუფე იობისა და მისი უწმიდესობის კურთხევა.

– როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება საქართველოსთან?

– მე მყავდა ქართველი სტუდენტები და, სწორედ მათი დაჟინებული თხოვნით, პირველად სამი  წლის წინ ჩამოვედი აქ. ისინი საკმაოდ ხშირად მეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა ვსტუმრებოდი საქართველოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრს დავკარგავდი. ისე დამაინტრიგებლად მიყვებოდნენ თავიანთი ქვეყნის შესახებ, რომ, არ შემეძლო, ერთხელ მაინც არ ჩამოვსულიყავი. მათ ძალიან უნდოდათ, ჰოლივუდური სტილი და ამერიკული ოპტიმიზმი ჩამომეტანა საქართველოში.

– რამ მოგხიბლათ პირველ ვიზიტზე ისე, რომ მეორედაც დაბრუნდით საქართველოში და, თანაც, კონკრეტული გეგმით?

– როდესაც ჩამოვედი, მივხვდი, მართლაც ბევრს დავკარგავდი, რომ არ მენახა თქვენი ქვეყნის ის სილამაზე, რაც ღმერთმა გარგუნათ. მოვიხიბლე ნატურალური ბუნების სიმდიდრით, რომელსაც პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული და რომელიც გულგრილს არ ტოვებს ადამიანს. თუკი ცოცხალი ხარ და თვალდახუჭული არ დადიხარ, აუცილებლად გაგიჩნდება შემოქმედებითი სურვილი, დაწერო ლექსი, დახატო ტილოზე, გადაიღო ფოტო ან ვიდეოკადრებად ასახო შენი თვალით დანახული რეალობა.

– რატომ მოგინდათ, მაინცდამაინც მონასტრის ბერებზე გადაგეღოთ ფილმი?

– მე მსურს, მსოფლიოს ვაჩვენო ქართველი ბერების თავდადება და ძამის ხეობის საოცარი სილამაზე. ეს არის რაღაც მისტიკური სამყარო, საოცრად მომნუსხველი, რომელიც გაჯადოებს და ამოუხსნელ გრძნობებს აგღიძრავს; გარდა ამისა, ჩემს თავში მოსულ იდეას, რომლის განხორციელებასაც ვიწყებ, ინტუიციურად, ყოველთვის ღმერთისგან გზავნილად აღვიქვამ და ეს ფილმიც სწორედ ამის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე ვარ, ჩემთვის მთავარი მაინც ღვთის რწმენა და მისი ზოგადი მოწოდებებით ცხოვრებაა და, შემდეგ – დანარჩენი ყველაფერი.

– როგორც ვიცი, ამ ყველაფერს საკუთარი ფინანსებით აკეთებთ. არ გიჭირთ?

– პირველ ყოვლისა, ჩემი საქმე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მე არ ვიღებ კომერციულ ფილმს, რომელიც ფინანსურ მოგებაზეა ორიენტირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ფინანსების უქონლობის გამო, გადაღების პროცესი დროში იწელება. ჩემი გუნდი მულტინაციონალურია და, შესაბამისად, მათ მიერ გაწეული სამსახური ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ცოტა ხნის წინ ჩავერთეთ https://www.indiegogo.com/ არის საიტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ფინანსების აკუმულირება, ანუ, შესაწირის სახით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ერთჯერადად, 10 დოლარიდან 10 000 დოლარამდე თანხა გადარიცხოს და შემომწირავთა სახელზე აღევლინება სამადლობელი ლოცვები, მათი სახელ-გვარები კი ტიტრებშიც მოხვდება; გარკვეული თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში კი პრემიერის ბილეთებს, „დივიდი” დისკს და კიდევ უფრო დიდ საჩუქრებს იღებენ. 

– გამოდის, რომ ფილმის სახელწოდება – „უანგარო მსახურება“ – სცენარსა და  თქვენს ქმედებას აერთიანებს.

– პრინციპში, ასეც შეიძლება ითქვას. 

– ეს თქვენი პირველი ფილმია ამ ჟანრში?

– დიახ, ეს პირველი დოკუმენტური ფილმია ჩემს შემოქმედებაში და განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდები, ვინაიდან, მინდა, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე შესრულდეს.

– სად და როდის ვიხილავთ ფილმის პრემიერას?

– პრემიერამდე დიდი დროა, ისევ და ისევ არასაკმარისი ფინანსების გამო, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, მინდა, ყველაფერი პროფესიონალურად, მაღალ დონეზე გაკეთდეს. გადაღებები პრაქტიკულად დასრულებულია, მაგრამ ახლა იწყება ყველაზე რთული შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ითვალისწინებს მუსიკალურ გახმოვანებას, მონტაჟს, კორექციას, რედაქტირებას და ასე შემდეგ...

– ფესტივალებზე თუ აპირებთ ფილმის გატანას?   

– რა თქმა უნდა. ჩემი სურვილია, ფილმის პირველი ჩვენება საქართველოში შედგეს და ამის შემდეგ გავიტანოთ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე, რაზეც ჩემი პროდიუსერი უკვე ზრუნავს.

– თქვენ მიღებული გაქვთ „ემის“ ჯილდო, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულია. იქნებ, ამის შესახებაც გვითხრათ?

– დიახ, „ემი” ისევე პრესტიჟულია ტელევიზიის დარგში, როგორც „ოსკარი” – კინემატოგრაფიაში. პრინციპში, ამ ჯილდომ ჩემს შემდგომ კარიერაში დიდი როლი ითამაშა და ძალიან დამეხმარა, ასე ვთქვათ, გზა გამიხსნა და დიდი შესაძლებლობები მომცა. მაშინ 29-30 წლის ახალგაზრდა ვიყავი, ვმუშაობდი NBC-ის საბავშვო გადაცემებში, სადაც მყავდა პროფესიონალ შემოქმედთა ძლიერი გუნდი. 

– სხვათა შორის, მე ვნახე თქვენი თანამშრომლობის ნაყოფი ანსამბლ „შავფაროსნებთან“, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია. როგორ მოხდა თქვენი მათთან დაკავშირება?

– მე აღტაცებული დავრჩი მათი საბრძოლო ხელოვნებით, ქართული სამოსითა და ტრადიციებით და, გადავწყვიტე, ჩემს ერთ-ერთ ფილმში გადამეღო, რომელზეც „უანგარო მსახურების“ პარალელურად ვმუშაობ. საბრძოლო ხელოვნების სცენების გარდა, გადაღებული მაქვს მათი პორტრეტები – როგორც ინდივიდუალური, აგრეთვე, ჯგუფური.

– როგორია ჰოლივუდელი ფოტოგრაფის თვალით კადრებად დანახული საქართველო?

 – გულისხმობთ მსგავსებას ამერიკასა და საქართველოს შორის თუ პანორამას?

– მაგალითად, მე თუ იმავეს მკითხავთ ამერიკაზე, მე ავაწყობ მუქ ტონებში, მაგრამ, მკაფიო ფერებში აჭრელებულ ქაოტურ სურათს.

– ასეთ შემთხვევაში, ჩემი სურათი იქნებოდა ფერადოვანი და მშვიდი, რომელსაც, რომ შეხედავ, გეგონება, დროა გაჩერებული, არაფერი ხდება და არც გახუნება ემუქრება ამ ფერებს.

скачать dle 11.3