კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეგონა დიასპორის ახალ მინისტრს სესილია თაყაიშვილი საკუთარი ბებია და როგორ გახდა ის ომამდე ტანკისტი

ახალ მთავრობაში დიასპორებთან ურთიერთობის სამინისტროს გელა დუმბაძე უხელმძღვანელებს, რომელსაც ამ სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. როგორც თავად ამბობს, ამ სფეროში უცებ, პარაშუტით არ მოხვედრილა – ის იმ კონცეფციის ავტორია, რომლის საფუძველზეც წლების წინ საქართველოში დიასპორებთან ურთიერთობის სამსახური შეიქმნა. როგორც ყველა გურული, ბატონი გელა ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური, არაჩინოვნიკური ადამიანია, ნოდარ დუმბაძის ღვიძლი ბიძაშვილი, რომელსაც ბავშვობის წლები გურიაში აქვს გატარებული. არც იუმორთან არის მწყრალად, თუმცა ამაზე და მისი „უჰალსტუხო” პორტრეტის სხვა ისტორიებზე, თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ. 

გელა დუმბაძე: პირველი პირის რანგში ჩვეულებრივი განცდა მაქვს. იმის გამო, რომ მინისტრი გავხდი, პიროვნული შეგრძნებები არ შემცვლია. ეს ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ უცებ, პარაშუტით არ ჩამოვფრენილვარ აქ. უკვე 17 წელია, რაც სახელმწიფო სამსახურში ვარ, ჩემი ცხოვრებისეული გზა და სტაჟი, როგორც ჩანს, ლოგიკურად მოვიდა აქამდე. მთელი ცხოვრება ვმუშაობ, ჩემი შრომითი ბიოგრაფიის დიდი ნაწილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გავატარე, სადაც დავიწყე მუშაობა სტაჟიორად და გავიარე ყველა ეტაპი. ვიყავი ინფორმაციის დეპარტამენტის მოადგილე, დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ვიმუშავე ოთხ საელჩოში – მრჩევლად აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციაში, უფროს მრჩევლად უკრაიანაში და ასევე, ვიყავი უფროსი მრჩეველი და ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში. ზოგიერთ ახალგაზრდა დიპლომატს ურჩევნია არჩევანი ევროპულ, კომფორტულ ქვეყანაზე გააკეთოს, მე სხვა მიდგომა მქონდა – სულ ვფიქრობ, რომ კარგი დიპლომატი უნდა იყოს თავისი ქვეყნის ჯარისკაცი. ის უნდა წავიდეს იქ, სადაც შესაძლოა ნაკლები კომფორტია, მაგრამ – გადაუდებელი ამოცანები. ამიტომაც, სადაც გამიშვეს, მეც იქ წავედი. 

– პროფესიით ხართ ფილოლოგი და ორი წიგნის ავტორი, როგორ მოხვდით დიპლომატიაში? 

– შვიდი წელი ვსწავლობდი ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დავამთავრე. რა ამბავია შვიდი წელიო, თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ აქედან ორი წელი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გავატარე. ომამდე ტანკის უფროსი ვიყავი, ეს დამტკიცებულია, დამტკიცება აღარ სჭირდება (იცინის). როცა პირველად შევხედე ტანკს, ვიფიქრე, ამაზე ხელს ვინ დამაკარებინებს-მეთქი, მაგრამ ერთ თვეში უკვე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე უდაბნოში ვიყავი სწავლებებზე. უნივერსიტეტში სწავლის დროს, ჩამოვაყალიბე ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია და ვიყავი მისი ხელმძღვანელი, ასევე, ძეგლთა დაცვის ახალგაზრდული გაერთიანების თავმჯდომარე და აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი დავით გარეჯის აქციაში. ინტენსიურად ვიყავი ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, მაგრამ მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ეროვნულ მოძრაობაში მოვიდა სხავადასხვა ტიპის შემთხვევით ძალები, მივხვდი, ჩემი ადგილი იქ აღარ იყო. წავედი და პლეხანოვზე, „პადვალში” გავხსენი საბავშვო ესთეტიკური საგანმანათლებლო სასწავლებელი და ვიყავი სკოლის დირექტორი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. სხვადასხვა სკოლიდან მოსულ ბავშვებში უტარდებოდათ ლექციები იმ დისციპლინებში, რაც მაშინ სასკოლო პროგრამებში არ იყო. ერთი წლის განმავლობაში 16 ექსკურსია გავუკეთე ბავშვებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ეს იყო სახალხო სკოლის ტიპის სასწავლებელი. სამასამდე ბავშვიდან მხოლოდ 65 პროცენტი იხდიდა გადასახადს, ისიც მინიმალურს. ზოგიერთი, გაჭირვებული ოჯახის ბავშვი საერთოდ არაფერს იხდიდა. მერე ამ ქვეყანაში ყველაფერი მოიშალა და იძულებული გავხდი, სკოლა დამეხურა. ფიროსმანის დუქანივით დავხურე სკოლა, ბოლოს უკვე ჩემი ჯიბიდან ვუხდიდი ფულს პედაგოგებს. თუმცა, დღემდე მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან ბედნიერი წლები. 

– როგორ „გიპოვათ” ახალმა ხელისუფლებამ? ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია პრემიერთან ან რა გაკავშირებდათ მასთან?

– ბოლო პერიოდში სულ ვამბობდი, რომ საქართველოში დაბრუნება მინდოდა. ამის შესახებ მივწერე ჩემს მეგობრებს. თბილისში რომ ჩამოვედი, მეორე დღესვე დამიძახეს პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც მინისტრის მოადგილის პოსტი შემომთავაზა. ეს იყო ორი თვის წინ. იქამდე კი ვიცნობდი ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. მე არც მქონია სურვილი ბოლომდე მომეძია „კვალი”, თუ პირადად ვინ მიიტანა ჩემი კანდიდატურა პრემიერამდე. იყო სხვადასხვა შემოთავაზება, მაგრამ, ჩემი აზრით, გადამწყვეტი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ პრემიერმა აქცენტი გააკეთა პროფესიონალიზმზე და არა პარტიულ კუთვნილებაზე, როგორც ეს იყო ადრე. მე შევარდნაძის ხელისუფლების დიპლომატიც ვიყავი, ცხრა მინისტრი მყავს გამოცვლილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ არასდროს, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც ვაპირებ, რომ გავხდე. 

– რა შეიცვლება თქვენი მინისტრობის დროს დიასპორებთან ურთიერთობებში?

– გაძლიერდება დიასპორებთან ყოველდღიური კონტაქტი მათ საჭიროებებსა და სულიერ მდგომარეობებზე. დაგეგმილი გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები, მათ შორის „ონლაინ-სკოლა”. თბილისში იქნება მასწავლებელი, რომელიც ლაივში ჩაუტარებს გაკვეთილებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში ავსტრალიაში, ტაილანდში თუ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებს, მათ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს. ონლაინ-პროგრამებით უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვი საკუთარი თვალით ნახავს, მაგალითად, როგორ მიმდინარეობს ქართული რთველი, ჩურჩხელების ამოვლება. ჩვენ ვიმუშავებთ აქტიურად როგორც ისტორიული დიასპორის, ასევე, თანამედროვე დიასპორის მიმართულებით. როდესაც სხვა ქვეყანაში ხარ ორი-სამი კვირით, სულ სხვაა და როცა იქ ცხოვრობ, სულ სხვა. ეს არის დიდი ცოდნა. მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი დიასპორის წარმომადგენლების ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები, განცდები. ეს საინტერესოა. ადამიანმა აუცილებლად უნდა იგრძნო, რა არის სამშობლოს ნოსტალგია. საქართველოზე უკეთესი ქვეყანა არსად არაა, ეს არაერთხელ მიგრძნია, თუნდაც უკრაინაში, როცა შორს არ ვიყავი საქართველოდან და სადაც ოთხი წელი ვიცხოვრე. 

– დიპლომატიას ჩამოშორდით, თუ როგორც გურული გენეტიკურად ხართ დიპლომატი? 

– ფრაზა, არ არსებობს ყოფილი დიპლომატი მართალია, ცოტა გაცვდა, მაგრამ ეს ასეა. მე ვრჩები დიპლომატიაში და ამ საქმეშიც. გურულებს ძალიან დიდი დიპლომატია ისედაც გვაქვს. ნოდარ დუმბაძეს აქვს ნათქვამი, ყველაზე დიდი ინტელიგენტი იყო ბაბუაჩემი, რომელიც მაშინაც კი დგებოდა ფეხზე, როცა სახლში მეზობლის სამი წლის ბავშვი შემოდიოდაო. გურულებს გენეტიკურად მოგვდევს რამდენიმე დიპლომატიური თვისება. გურულები ძალიან ჩქარები არიან, დიპლომატიის ერთ-ერთი წესია: „იჩქარე ნელა.” მეც ნელა ვჩქარობ, ოღონდ მუდამ ვჩქარობ. ეს დიპლომატიიდანაც მაქვს და გურიიდანაც.

– დიდ ქართველ მწერალთან ნათესაური კავშირი გაქვთ?

– კი, ალალი ბიძაშვილები ვართ. მამაჩემი და ნოდარის მამა იყვნენ ძმები. ცნობილი ოლღა იყო ჩემი ბებია, ოღონდ ის გარდაიცვალა ჩემს დაბადებამდე ხუთი წლით ადრე. საკმაოდ დიდხანს სესილია თაყაიშვილი ბებიაჩემი მეგონა. სოფელ ზემობანში გვაქვს აგარაკი, რომელიც დგას მამიდაშვილის სახლთან ერთად ეზოში, რომელიც ითვლება ნოდარ დუმბაძის სახლად. მე თბილისში ვარ დაბადებული, 55-ე სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ ზაფხულს ყოველთვის ვატარებდი სოფელში, ეს იყო ყველაზე სასიამოვნო საზაფხულო „სასიამოვნო გადასახლებები” (იცინის). 

– იუმორი ცნობილი ბიძაშვილის დარი გაქვთ? 

– მისი მსგავსი იუმორი მე მგონი არავის არ აქვს, თუმცა მეც მიყვარს კარგი იუმორი, რომელსაც კარგადაც ვიყენებ დატვირთული გრაფიკის და რთული მდგომარეობის დროსაც კი. რაღაც პერიოდში გავაცნობიერე, რომ დიპლომატია ძალიან ძაბავს ადამიანს, როელსაც აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ერთი პერიოდი ვიგრძენი, რომ სისხლის გადასხმა იყო საჭირო, ამიტომაც წამოვედი ამ სფეროში. 1998 წელს დავინტერესდი ამ თემატიკით. ირაკლი მენაღარიშვილს, რომელიც იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და დიდ პატივს ვცემ, დავუწერე მოხსენებითი ბარათი დიასპორის სამმართველოს შექმნის შესახებ. იმ პერიოდში სომხებს უკვე დეპარტამენტიც კი ჰქონდათ. მე შევისწავლე ყველა სეგმენტი და დავწერე კონცეფცია, რომელიც მომავალში ერთ-ერთ საფუძვლად დაედო ამ სამინისტროს შექმნას.

– მართლაც ლოგიკურად მოსულხართ აქამდე.

– ბედის ირონია იყო და ისე მოხდა, რომ შვიდი წლის თავზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში გავხდი დიასპორის სამმართველოს უფროსი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ უფროსობას გამოკიდებული კაცი ვარ. ჩემი კერპია ჩერჩილი, რომელიც ომის მოგების შემდეგ გადადგა პოსტიდან. ასეთი რამ ჩემგანაც მოსალოდნელია. თუ ვიფიქრებ, რომ ჩემი ცოდნა არავის სჭირდება, დავიხურავ ქუდს, წავალ ჩოხატაურში და თევზს დავიჭერ გუბაზეულში. ნახატიც მაქვს – ოცნება დიდი თევზის დაჭერის. 

– თქვენი ნანატრი თევზი ოქროსია?

– არა დიდია. მე ჩემი „თევზი” რამდენჯერმე დავიჭირე – მყავს მეუღლე და მასში ძალიან გამიმართლა, მერე ჩემი შვილი, შვილიშვილი. დანარჩენი, რაა მთავარი? კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. მადლობას იმისთვისაც ვეუბნები ღმერთს, რაც მაქვს. 

ახალი პოსტი როგორ შეცვლის თქვენს ცხოვრებას?

– პრინციპები, როგორც ზრდასრული ადამიანისა და მამაკაცისთვის არის უპირველესი მომენტი. ჩემი საყვარელი ფრაზაა ალექსანდრე ჭავჭავაძის „ვაჰ დრონი, დრონი...”, პრინციპები არის ის, რაც ჩემს ცხოვრებაში არ იცვლება, სამაგიეროდ, თავიდან ბოლომდე შეიცვლება ჩემი ცხოვრების წესი. სამსახურიდან გავდივარ ძალიან გვიან, წესიერად ვერ გამოვიძინე, რაღაცას დაგეგმავ და შენგან დამოუკიდებლად იცვლება ყველაფერი. 

– დარჩენილიყავით ბატონო დიპლომატიურ ნირვანაში.

– რა მინდოდა წვენებში? (იცინის) ეს ხუმრობით, ყველა ადამიანს ღვთისგან აქვს მიცემული არჩევნის ნება. ჩემთვის მთავარი იყო სამშობლოში დაბრუნება და ჩემი გამოცდილების გაზიარება, რაც ამ წლებში დამიგროვდა სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ვითარებაში. მათ შორის, ექსტრემალურ სიტუაციებში, რაც დიპლომატიაში იშვიათი არაა.

– ოჯახიც თან დაგყვებოდათ დიპლომატიურ მისიებში?

– ჩემი მეუღლე ყველგან თან დამყვებოდა, სადაც კი საცხოვრებლად მივდიოდი. ირინა ყოველთვის ჩემთან ერთად იყო, რასაც ძალიან ვაფასებდი. ჩემი ქალიშვილი სალომე აზერბაიჯანში ერთი წელი ცხოვრობდა ჩვენთან, მერე ამერიკულ აკადემიაში ჩააბარა, სასწავლებლად წავიდა ბრემენში, სადაც გაიცნო ეროსი ბზეკალავა. არ დაარღვია ტრადიცია. გვყავს პატარა ნიკოლოზი, რომელიც არის ჩემი დიდი მეგობარი და იმის გამო, რომ საკმაოდ კარგი სამსახური მივატოვე, არის ის ხალხი, რომელთა გარეშეც ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. 

– კიდევ რის გარეშე გიჭირთ ცხოვრება?

– ხატვა მიყვარს ძალიან, თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ჩემი ნახატები გამოფენილი იყო როგორც კიევში, ასევე აქ, თბილისში, ბამბის რიგსა და აეროპორტის ვიპდარბაზში. ერთ დღეს ყველა ჩემი ნახატი მომენატრა, ავკრიფე და წამოვიღე სახლში. ხატვა არის ის, რასაც ვერც ველევი და არც ვაპირებ, შეველიო. 

скачать dle 11.3