კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის დაინტერესებული რუსეთი აფხაზეთის რკინიგზის გახსნით და როგორ აშანტაჟებენ აფხაზები სომხეთს რკინიგზის თემით

მას შემდეგ, რაც აფხაზეთში ალექსანდრ ანქვაბი ჩამოაგდეს და მორიგი დე-ფაქტო პრეზიდენტის ასარჩევად ემზადებიან, აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხიც გააქტიურდა. ეს თემა ვიცე-სპიკერმა ვაგარშაკ კოსიანმა გაახმაურა, მას მხარი ეროვნებით სომეხმა დეპუტატებმაც დაუჭირეს და აფხაზ საზოგადოებას ამ თემაზე მსჯელობა შესთავაზეს. გაავრცელეს განცხადებაც, რომელშიც ვკითხულობთ: „ეს (იგულისხმება აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთი) არის ყველაზე მოკლე და იაფი გზა, რომელიც რუსეთს სომხეთთან აკავშირებს, ამასთან, რუსეთი მიიღებს მყარ სატრანსპორტო დერეფანს კავკასიისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ. ეკონომიკურად აფხაზეთის ბიუჯეტი კი –  დამატებით შემოსავალს. ჩვენი ქვეყანა, როგორც აღიარებული სახელმწიფო, 10 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, გამოიმუშავებს 6 მილიარდ დოლარს ყოველწლიურად, ხოლო აფხაზეთის ჩართვა ტრანსკავკასიურ სატრანსპორტო დერეფანში ხელს შეუწყობს მის ჩართვას ევრაზიულ სივრცეში.“ 

სომეხი კოლეგების ინიციატივას, სახელდობრ ეთნიკური აფხაზები ფრიად ნეგატიურად გამოეხმაურნენ. მაგალითად, დეპუტატ ბესლან გუბაზის აზრით, უადგილოა იმ რკინიგზის აღდგენაზე საუბარი, რომელმაც სომხეთი და რუსეთი უნდა დააკავშიროს, მანამ, სანამ ოფიციალური ერევანი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მეტიც, მან მოუწოდა თანამემამულე ეთნიკურ სომხებს, რომ, თუ ასე წუხან თავიანთი სამშობლო აფხაზეთის ბედზე, აღიარების თხოვნით მეორე სამშობლოს, სომხეთის ხელისუფლებას მიმართონ. დეპუტატი ასლან კობახია (აფხაზეთის გმირის სტატუსის მქონე) დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციას გამოიწვევს. ზოგადად, აფხაზი პარლამენტარები შიშობენ, რომ ამ საკითხმა შესაძლოა, აფხაზეთის აფხაზებსა და სომხებს შორის განხეთქილების ვაშლის როლი შეასრულოს. რა პერსპექტივა აქვს აფხაზეთის რკინიგზის გახსნას და რას უკავშირდება ამ თემის გააქტიურება, –  თავის მოსაზრებას ნოდარ ნათაძე გაგვიზიარებს.

– როგორ უნდა დაუკავშირდეს აფხაზეთი სომხეთს ჩვენი რკინიგზის გარეშე? და, საერთოდ, რატომ გახდა აქტუალური რკინიგზის თემა და რა ტიპის ვაჭრობაა?

– პირველი და ყველაზე ძლიერი ფაქტორია პუტინის მდგომარეობა: პუტინი ყველგან აგებს მშრალი ანგარიშით, ერთადერთი მოედანი, სადაც მას შეუძლია, მოიგოს, არის საქართველო, იმიტომ რომ, საქართველო დღეს არის ერთადერთი სახელმწიფო, რომლის ხელისუფლება  პუტინის ყურმოჭრილი ყმაა.

– მშრალი ანგარიშით როგორ აგებს –  წაართვა ყირიმი უკრაინას?

– ყველამ იცის, მათ შორის, პუტინმაც, რომ ეს არ შერჩება. უკრაინას აგებს რუსეთი; ამასთან, აგებს თავის პრესტიჟს და ბევრ რამეს. ამიტომ პუტინი მთელ თავის ძალისხმევას მიმართავს საქართველოში რამე მკაფიო მოგებისთვის. კონკრეტულად და ყველაზე სწრაფად, ეს მოგება წარმოუდგენია, როგორც რკინიგზის გახსნა. ვინც ჩახედულია, იცის, რომ აფხაზებს რკინიგზის გახსნა არ უნდათ. ვინც ამბობს, სომხეთი დავაშანტაჟოთ იმით, რომ აფხაზეთი აღიაროსო, ამას ამბობს იმისთვის, რომ აფხაზების თვალში არ გაიფუჭოს სახელი და არა იმისთვის, რომ რამე რეალურ შედეგს მიაღწიოს. საშიშროება კი არის, იმიტომ რომ, საქართველოს ხელისუფლება, ისევე, როგორ სააკაშვილის ხელისუფლება, მუდამ მომზადებულია, რომ გადამწყვეტ მომენტში შეასრულოს რუსეთის ბრძანება.  სომხეთი ამას გააკეთებს თუ არა?! არ ვარ დარწმუნებული, რომ სომხეთი ამას გააკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე საუკუნეში სომხები ცნობილნი არიან თავიანთი პოლიტიკური სიბეცით –  სასურველი მიაჩნიათ რეალობად –  ძალიან საეჭვოა, ამას დასთანხმდნენ, რადგან ეს ნიშნავს ურთიერთობის გაფუჭებას დასავლეთთან.

– სიბეცე რატომ იყო სომხეთის გათვლა? სომხეთმა გათვალა რუსეთზე და შეიძინა ახალი ტერიტორია, ჩვენ გავთვალეთ დასავლეთზე და დავკარგეთ ტერიტორიები.

–  ჩვენი ტერიტორიები დაბრუნდება და ყველა შეგნებულმა ქართველმა იცის, რომ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების გზა გადის რუსეთის დამარცხებაზე. რუსეთი გარდაუვლად დამარცხდება, რაც ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებისთვის აუცილებელი, მაგრამ საკმარისი პირობა არ არის. მგონია, სომხებიც გათვლიან, რომ გადამწყვეტი ნება, რომელიც განსაზღვრავს სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის მიმართულებებსა და შედეგებს, იქნება დასავლეთის და არა თურქეთისა თუ საკუთრივ სომხეთის ნება.

– რუსეთის დამარცხება ნიშნავს, რომ ყარაბაღი უბრუნდება აზერბაიჯანს?

– მექანიკურად ამას არ ნიშნავს, იმიტომ რომ, სომხების მოკავშირეობა რუსეთთან, არის არა ძალიან დიდი პოლიტიკის, არამედ ლოკალური პოლიტიკის ელემენტი. დიდი პოლიტიკის თვალსაზრისით, სომხეთი რუსეთის ბანაკში არ არის და ვერც იქნება, მაგრამ მე და თქვენ არ ვიცით, როდის ესმის ან არ ესმის ეს სომეხს. მაგრამ, ძირითადად, უნდა ესმოდეს, რომ ამიერკავკასიაში დასავლეთისთვის სომეხი უფრო ბუნებრივი მოკავშირეა, ვიდრე აზერბაიჯანი, იმიტომ რომ, თურქულმოლგმური სამყარო დღეს, თურქეთის ჩათვლით, მაინც პოტენციალურად რუსეთის ბანაკშია და არა –  დასავლეთის. ამიტომ მე მაინც იმედი მაქვს, რომ სომხეთი არ წავა აფხაზეთის აღიარებაზე.

– რომ აღიაროს, საქართველო ბლოკადას გამოუცხადებს. ეს არ არის შემაჩერებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი?

– თუ საქართველო იქნება გამართული და ნორმალური ხელისუფლება და შეიარაღებული ძალები ეყოლება, შეუძლია, სომხეთი დისციპლინის ჩარჩოებში იყოლიოს. გადამწყვეტ ნებაზე იქნება დამოკიდებული, იყოს თუ არა სომხეთი ბლოკადაში, როგორც რუსეთის პოლიტიკური ნების გამტარებელი.

– საქართველო, უკრაინა და მოლდოვა აშშ-მ „ნატოს“ წევრობის გარეშე აღიარა თავის მოკავშირეებად. როგორ უთავსდება თქვენ მიერ ნახსენები „ყურმოჭრილი მონობა“ ამ საკითხს?

– რაც თქვენ ახსენეთ, ეს არის ამერიკის ორიენტაციის გამოთქმა. ამერიკის ორიენტაცია, ნებისიმიერ შემთხვევაში, განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების ქცევას, საქართველოს ქცევა კი არ განსაზღვრავს ცალსახად ამერიკის ორიენტაციას. ეს არათანაზომიერი ფაქტორებია, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება, რაც უნდა პრორუსული იყოს გულში, ყოველთვის იძულებულია, დასავლეთის ასეთი მსხვილი ნება შეასრულოს. სააკაშვილი ხომ რუსეთის ყურმოჭრილი ყმა იყო?! ის ასრულებდა დასავლეთის ნებას, მაგრამ მისი აგენტურული მოღვაწეობა იმით გამოიხატებოდა, რომ რაღაცას ტეხავდა რუსეთის სასარგებლოდ. მაგალითს მოგიყვანთ:  დასავლეთის ინტერესი იყო და არის, რომ საქართველოში ტრანსპორტი მუშაობდეს დაუბრკოლებლად. ის, რომ მაგისტრალური რკინიგზა სიგრძეზე კვეთს თბილისს, რომელიც ამიერკავკასიის მაგისტრალური ცენტრია, რა თქმა უნდა, ოპტიმალური არ არის, აქედან შემოვიდა შემოვლითი გზის პროექტი. ეს დასავლური პროექტია, დაიწყო ამის გაკეთება სააკაშვილმა, მაგრამ რა მოტეხა რუსეთის სასარგებლოდ? თბილისის ზღვაზე, სადაც უნდა გაიაროს ამ რკინიგზამ, ჩასვა ჩინური ქალაქი და ჩინელი რასაც დაინახავს, რუსებს ყველაფერს შეატყობინებს, ჩინური მოსახლეობა, 50 000 თუ 100 000, იქნება მუდმივად რუსეთის და არა დასავლეთის დასაყრდენი. ასევე, ეს ხელისუფლებაც, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის აი, ამ დიდ ნებას მიჰყვება, მაინც ყოველთვის მოტეხავს რაღაცას რუსეთის სასარგებლოდ.

– როდესაც პროირანული ორიენტაცია ერეკლემ პრორუსულზე გადაცვალა მეტი დაცულობის მოტივით, მან ერთმნიშვნელოვნად მოიჭრა გზა ყველა დანარჩენი იმპერიისკენ, ერთადერთ ჰეგემონად ოფიციალურად აღიარა რუსეთის იმპერატორი.

– არითმეტიკული გათვლის საგანია, იყო თუ არა სწორი ერეკლეს ნება. ასწრებდა თუ არა თურქეთი და ირანი იმ რამდენიმე ათეულ წელიწადში, რაც დარჩენილი იყო რუსეთის კავკასიაში შემოსვლამდე და გაბატონებამდე საქართველოს მოსპობას? მრავალი მონაცემია, რომ ასწრებდა, ამიტომ ერეკლემ სწორი ნაბიჯი გადადგა და ამ დროში გადარჩა. სხვათა შორის, გიორგი ავალიშვილმა ერთ-ერთ ფაქტორად დაასახელა ის, რომ ერეკლეს ეგონა, ბატონობის ის ფორმები, რომლებიც არსებობდა აღმოსავლეთში, არის ერთადერთი შესაძლებელი: ხარკს იხდიდა და მიჰყვებოდა ომში. რუსეთის ბატონობა კი ნიშნავდა ჩაჯდომას საქართველოს ცხოვრების ყოველ უჯრედში, ანუ თავისი ტოტალობის ხარისხით შეუდარებლად აღემატებოდა აღმოსავლურ იმპერიებს. ერეკლე ვერ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი შემოვიდოდა საქართველოში და მაშინვე აიღებდა ორიენტაციას ქართველი ერის გენოციდზე.

– ეს კითხვა იმიტომ დავსვი, რომ რამდენად ეფექტიანია ცალსახად ერთი იმპერიის მხარეს ყოფნა?

– ახლა შეუდარებლად მეტი შესაძლებლობებია. შესაძლებელია, დასავლეთთან მეგობრული ურთიერთობა და ეს მექანიკურად არ ნიშნავს რუსეთთან ომს. ერთია, რომ რუსეთი დღეს ომის დამწყები აღარ არის და მეორე –   არსებულ ურთიერთობის ფორმებს უფრო ფართო სპექტრი აქვს. არის გაერო, მსოფლიოში სავალდებულო ყალბი იდეოლოგია, თითქოს ყველანი დემოკრატები და ანგელოზები ვართ და ვაპირებთ, კანონიერად ვიცხოვროთ. თითქოს ძალა აღარ არის გადამწყვეტი ფაქტორი. ამ ფონზე ყველა მიმართებას მოენახება თავისი შესაბამისი ფორმა: დიდი გავლენა, მცირე გავლენა, მარიონეტული მართვა, რეალური სუვერენიტეტი და ასე შემდეგ. ამას გარდა, მოთამაშე აღარ არის ორი, მოთამაშე ბევრია და ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი: დასავლეთი, ჩინეთი, ისლამის სამყარო, რუსეთი. იგულისხმება, რომ ჩინეთი, ისლამის სამყარო და რუსეთი არიან პოტენციალური მოკავშირეები. ის არის ერთი ბანაკი, რომლებსაც გარანტირებული აქვთ დამარცხება გლობალური ომის შემთხვევაში. თუმცა შეიძლება, ჩინეთმა იომოს და ისლამურმა სამყარომ არ იომოს, რუსეთმა შეიძლება, იქითაც იომოს და აქეთაც, თუ დასავლეთმა მიიღო მოკავშირედ, ბევრი შესაძლებლობაა.

– ყირიმის შემოერთებით არ აჩვენა პუტინმა გამარჯვება თავის მოსახლეობას?

– აჩვენა კი არა, ტრიუმფით აჩვენა და ამ ვერაგმა დასავლურმა არხებმა აჩვენა ჟივილ-ხივილიც, რომელიც მოჰყვა ყირიმის შეერთებას. აჩვენეს და კომენტარი იყო ასეთი: 25 წელია, რუსი ხალხი ასეთი ბედნიერი არ ყოფილა, რითაც მოახდინეს იმის ლუსტრაცია, რომ მარტო პუტინი კი არ არის მანიაკი-აგრესორი, ასეა განწყობილი რიგითი ვანკაც. პუტინი და რუსული ელიტა ხედავს, რომ რუსეთი დამარცხებულია, მაგრამ ვანკა ვერ ხედავს, ოღონდ გარდაუვალად დაინახავს. ასე რომ, პუტინს, ყველაზე დიდი ალბათობით, მოაცილებენ: შეიძლება, მოკლან; შეიძლება, ფურთხში დაახრჩონ. იმ მიზეზით, რომ მან პოლიტიკა წააგო და შემდეგი ხელისუფლება გააუქმებს ყირიმის მიერთების მცდარ ნაბიჯს.

– სანამ ეს მოხდება, აფხაზეთის რკინიგზის გახსნა გამარჯვება რანაირად იქნება? როგორც ირანთან გასასვლელი?

– არა, ეს არის სომხეთთან სარკინიგზო კავშირი. 

– როგორც თქვენ ამბობთ, ვანკასთვის რა მნიშვნელობა აქვს, ექნება თუ არა სომხეთს პირდაპირი გზა რუსეთთან?

– სანახაობითი. არის რადიკალური ამოცანა –  გავხსნათ რკინიგზა და პუტინი მას გახსნის. ირანთან კავშირი პერსპექტივაში შედის, მაგრამ ეს არ მოხდება.

– აფხაზების ნების მოტეხას შეძლებს?

– აფხაზებს ცალსახად არ უნდათ რკინიგზის გახსნა. საერთოდ, აფხაზები სროლას არ ერიდებიან არც ერთმანეთის და არც რუსების მიმართულებით. ამიტომ შესაძლოა,  ასეთი ეპიზოდები მოხდეს. ძალის თვალსაზრისით, ამას არანაირი წონა არ ექნება, მაგრამ სიმბოლური წონა ექნება. რუსეთს მრავალ სხვადასხვა პოლიტიკასთან ერთად, აქვს დასჯის პოლიტიკაც: ანქვაბი დასაჯეს იმიტომ, რომ არ დაუთმო აფხაზეთის მიწების მიყიდვა რუსებისთვის.

– და საპასუხოდ, აფხაზები ირჩევენ რაულ ხაჯიმბას, რუსეთის უშიშროების ჩინოსანს?

– ჯახიმბა არის რიგითი ჩეკისტი და  რაღაც წლების განმავლობაში, აფხაზეთის სათავეში იქნება ჩეკისტი, რომელიც შეასრულებს რუსეთის ნებას.

– პერსპექტივაში ეს ხომ გულისხმობს დაპირისპირებას აფხაზეთის მოსახლეობასა და აფხაზეთის ხელისუფლებას შორის?

– რა თქმა უნდა, ხაჯიმბა არ არის ისეთი ლიდერი, რომელიც ხალხს უნდა.

– აფხაზი დეპუტატების ნაწილს მიაჩნია, რომ რკინიგზის გახსნის თემის გაცოცხლება ხინჯს შეიტანს აფხაზეთის აფხაზ და სომეხ მოსახლეობაში.

– აფხაზეთის სომხები და აფხაზები მეგობრები არ არიან და არც ოდესმე იქნებიან. ასე რომ, ხინჯი ახალი არ არის, უბრალოდ ეს დამატებითი იქნება. რა თქმა უნდა, სომხები მიისწრაფიან, რომ აფხაზეთში მოიპოვონ გაბატონებული მდგომარეობა. აფხაზებს ეს არ უხარიათ და არ გეგმავენ, რომ ეს დაუშვან, მაგრამ გარე ფაქტორებიც არის: რუსული მოსახლეობა გაჩნდა უკვე აფხაზეთში და მრავლდება.

– რა მიმართულებებით შეუძლია რუსეთს აფხაზეთის სომეხი მოსახლეობის გამოყენება?

– შეუძლია, დარაზმოს, გაწვრთნას,  დააფინანსოს, დააპროპაგანდოს  და შექმნას არა ერთი, არამედ –  30 ბაგრამიანის ბატალიონი. შეიძლება, ომი აფხაზეთში აწარმოოს მხოლოდ სომხების ხელით ნებისმიერის წინააღმდეგ –  აფხაზების ან აფხაზების და ქართველების.

– მე უფრო პოლიტიკური თვალსაზრისით გამოყენება ვიგულისხმე.

– არ არის მაინცდამაინც გამოყენებადი მოსახლეობა. აფხაზეთის სომხები, მაინცდამაინც სახელოვანი მოსახლეობა არ არის და, მაინცდამაინც, არც პრინციპულობით გამოირჩევიან. აფხაზეთის სომხური ეთნოსი პროპაგანდისთვის სათანადო კანდიდატი არ არის.

скачать dle 11.3