კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ის აფრენს“

„უდუმოდ“

ისე მოხდა, რომ გასულ კვირას რუსეთის „დუმის“ არც ერთი დეპუტატი „დუმებში“ არ გადავარდნილა, რის გამოც ჩვენთვის გულების გასახალისებლად რამე საბჭოურად კრეატიული იდეა-ინიციატივა არ შემოუთავაზებიათ, თუმცა კვირას მთლად ნაცრისფრადაც არ ჩაუვლია ჩვენს ჩრდილოეთით. ოღონდ თავი ამჯერად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაგვაჩვენეს.

კერძოდ, რფ-ის სპორტის მინისტრი, ვინმე ვიტალი მუტკო დაგვპირდა, ჩვენ რა, რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელს (ფაბიო კაპელოს) დაჰპირდა, რომ თეოდორ დოსტოევსკის გვერდით დამარხავენ! ოღონდ, განა უაპელაციოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იტალიელი მწვრთნელის ძალისხმევით რუსეთის ნაკრები წარმატებით იასპარეზებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე! მომყავს ციტატა: „კაპელო აიღებს საკუთარ თავზე პასუხისგმებლობას შედეგზე და მოგვცემს მას, თუ მას სხვა სტილი აქვს, გადავაჩვევთ, შემდეგ კი დოსტოევსკის გვერდით დავასაფლავებთ.“ – 

 დასამარხადგილშემზადებული რუსეთის ნაკრებთან 2012 წლიდან მუშაობს და კონტრაქტი 2018 წელს უმთავრდება. იმ დროისთვის მწვრთნელი უკვე 72 წლისა მოიყრება. მანამდე კი მისი ხელმძღვანელობით რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა მთლად კრამიტებსაც ვერ აუტეხა რაკირუკი და ჯგუფური შერჩევის შემდეგ დატოვა მუნდიალი.

ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობს იტალიელი მისთვის შერჩეული საუკუნო განსასვენებლის ადგილის შესახებ (ღმერთმა 100 წელიწადს ამყოფოს ჯანზე!), ან, არის თუ არა დოსტოევსკის პროზის მოყვარული, თუმცა აშკარაა, რომ რფ-ის სპორტის მინისტრს არ აწყენდა შესაბამის სპეციალისტთან სეანსი! 

скачать dle 11.3