ევროპულ ურემზე
ანუ 52 მილიარდი და პოლონური ვაშლები
მას შემდეგ, რაც სანქციებით მუქარიდან დასავლეთი რეალურ სანქციებზე გადავიდა, რეაქცია არც რფ-მ დააყოვნა, თუმცა, როგორც წესი, პატარებსა და სუსტებს მიეძალა.
აქეთ – მოლდოვასა და უკრაინას დაუწუნა პროდუქცია, იქით – პოლონეთს ვაშლები, სადღაც შუაში ჩვენც მოგვაყოლა და პირველი სექტემბრიდან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გაგვიუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუს მომხმარებელს ქართული პროდუქცია გაუძვირა (იმედია, ჩვენი მშობლიური ხელისუფლება ისევე ცალმხრივად იმოქმედებს, როგორც სავიზო რეჟიმის შემთხვევაში, რაც ქართველ მომხმარებელს რუსული წარმოების პროდუქციას იმავე ფასებში დაუტოვებს).
ამასობაში კი, „იუკოსის“ საქმეზე, ერთი მხრივ, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, მეორე მხრივ – სტრასბურგის ადამიანის უფლებათასი. კერძოდ, რფ-ს სტრასბურგმა ექსაქციონერებისათვის 2 მილიარდი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. იმას გარდა, რომ ამ უკანასკნელებს დამატებით 300 000 ევროც უნდა გადაუხადონ სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად. რუსული რომანსის თანახმად, რაკი ბåჰჭ ïðèõîჰèò íå îჰíჭ, ჰააგის სასამართლომაც დააკმაყოფილა „იუკოსის“ ექსაქციონერთა სარჩელი და რფ-ს, თავის მხრივ, 50 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, დაეხმარება თუ არა რფ-ს დაკისრებული თანხის შეგროვებაში, მაგალითად, პოლონური ვაშლების აკრძალვით დაზოგილი ფული, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ „იუკოსის“ იურისტებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2004 წელს მიმართეს, როგორც ჩანს, ევროპული სამართალიც ურმით გადაადგილდება (ანუ, ვითომ ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული?!)! –