კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოძინებულები და გადამძღრები

„ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი“

საჯარო მოხელეებს ჯერ ის ვერ მოენელებინათ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებები იგეგმება, რის თანახმადაც, საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესი უნდა დარეგულირდეს (გეყოთ გადაძღომამდე ჭამაო! – ), რომ ქვა აღმართში მეორე მხრიდანაც მიეწიათ. 

კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა გასული კვირის მიწურულს დაიჩივლა, რომ სამუშაო დღის 10 საათზე დაწყება მეტისმეტად გვიანია და ის პირველი სექტემბრიდან საჯარო მოხელისთვის, სულ მცირე, 9 საათზე უნდა დაიწყოსო (ცნობისთვის: სკოლები ისედაც და ყოველთვის 9 საათზე ან უფრო ადრე იწყებენ შრომა-გასწორებას, თანაც, თითქმის უხელფასოდ, ჩინოვნიკთა ხელფასების ფონზე).

მეორე მხრივ, მაგალითად, საქართველოს პარლამენტი კანონშემოქმედებით ღვწას 11 საათზე შეუდგება ხოლმე და, თუმცა ბ-ნ ღარიბაშვილს არაფერი უთქვამს ჩვენებურ ხალხის რჩეულთა სამუშაო განრიგზე, იმედია, ისინიც აუბამენ მხარს აღმასრულებელ შტოს და სისხამ დილით შეუდგებიან კანონების ქმნას.

ჯერჯერობით საპარლამენტო უმცირესობას ამის შესახებ თავისი აზრი არ გამოუთქვამს (ანუ გამოძინება ურჩევნიათ თუ ოფლთა ღვრა), სამაგიეროდ, უმცირესობის წევრმა ბ-ნმა თევდორაძემ უყურადღებოდ არ დატოვა პრემიების გაცემის წესის მოსალოდნელი ცვლილებები და, არც მეტი, არც ნაკლები, ჩინოვნიკთა ჯიბეების შეთხელების ტენდენციას „პოლიტიკური კეკლუცობა” უწოდა, რამეთუ ღრმად სწამს, რომ ამ ჟესტით ხელისუფლებას უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გადაფარვა სურს (არადა, იმაზე აქტუალური რა უნდა იყოს, როდესაც, 2003 წლიდან მოყოლებული, ამ მშიერ ქვეყანაში ჩინოვნიკები ისე ძღებიან საბიუჯეტო ფულით, ლამის სკამზე ვერ დაეტიონ?!).

მეტიც, ხალხის რჩეულს ვერდიქტიც გამოაქვს: „ამით ვერ გადაფარავენ იმ საკითხებს, რომლებიც კრახამდე მიიყვანს ამ ხელისუფლებას.“ თუმცა: თუ გავიხსენებთ, რომ გაქსუებული ჩინოვნიკები ისე მოქმედებს ამომრჩეველზე, როგორც წითელი მატერია – ხარზე, ეჭვი მაქვს, ბ-ნი თევდორაძის ზემოხსენებული ვერდიქტი უფრო სასურველის რეალობად წარმოსახვაა. – 

скачать dle 11.3