ბრიუსელის კომბოსტო ბეკონით ზალიკო ბერგერისგან
მე დიდი კულინარი არ ვარ, მაგრამ, გემრიელი საჭმლის დიდი დამფასებელი გახლავართ. მიყვარს უცხო და მრავალფეროვანი კერძები. თუ რამე იშვიათ რეცეპტს გავიგებ, მაშინვე სახლში მივარბენინებ და, დედაჩემი, ბელა მიმზადებს. ეს კერძი ბრიუსელიდანაა. ვფიქრობ, მოგეწონებათ.
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი ბრიუსელის კომბოსტო (პატარა, მუქი მწვანე ბურთულები), 150 გრამი შებოლილი ბეკონი, 1 კბილი ნიორი, 50 გრამი ყველი, ნახევარი ლიმონის წვენი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: კომბოსტოს მოაშორეთგარე ფურცლები და თავებიც მოაჭერით, ცოტა თუ მოზრდილებია, შუა-შუა გაჭერით, პატარები მთლიანი დატოვეთ. ქვაბში აადუღეთ წყალი, უყავით მარილი, ჩაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი (იქვე ჩააწურეთ). ჩააწყვეთ მასში კომბოსტო და ხარშეთ ზუსტად 10 წუთი, შემდეგ კი კარგად დაწურეთ. ბეკონი დაჭერით კუბიკებად. ნიორი დანაყეთ ან ძალიან წვრილად დააქუცმაცეთ. ყველი გახეხეთ. მშრალ, გაცხელებულ ტაფაზე ბეკონი შეწვით საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ ნიორი, ამოურიეთ და კიდევ 1-2 წუთი შუშეთ. ჩაუმატეთ კომბოსტო და 2-3 წუთის განმავლობაში კიდევ შუშეთ. უყავით პილპილი (ან წიწაკა). მზა კერძი ამოიღეთ დიდ, ფართოპირიან ლანგარზე და მოაყარეთ გახეხილი ყველი. გარნირი თვითონ მოიფიქრეთ. მოდური და გემრიელია, რომ იტყვიან – „ფეშენ“ კერძია.