ხაჭოს სუფლე
საჭირო ინგრედიენტები: 250 გრამი ხაჭო, 2 სადილის კოვზი არაჟანი, 2 სადილის კოვზი მანანის ბურღული, 6 სადილის კოვზი შაქარი, 3 ცალი კვერცხი, ნებისმიერი კენკროვანი ხილი.
მომზადების წესი: უპირველესად, კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. შეუერთეთ ერთმანეთს და კარგად ათქვიფეთ ხაჭო, არაჟანი, მანანის ბურღული, შაქარი და კვერცხის გული. ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ძალიან ნელა შეურიეთ ხაჭოიან მასას. გადაიტანეთ ფორმაში, ზემოდან მოაყარეთ ხილი და მოათავსეთ აირღუმელში. ნახევარი საათის შემდეგ თქვენი სუფლე მზად იქნება. მოგეწონებათ.