საქონლის ენის სალათა
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი მოხარშული საქონლის ენა, 150 გრამი ლორი (ან შებოლილი ძეხვი), 200 გრამი დაკონსერვებული სოკო, 1 ცალი კიტრი, 1 ცალი ვაშლი, მაიონეზი.
მომზადების წესი: კარგად გარეცხილი ენა უნდა მოხარშოთ მარილიან წყალში, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, გადააცალეთ ქერქი და დაჭერით წვრილ ჩხირებად. ჩხირებად დაჭერით ლორიც. სოკო გადაწურეთ და დაჭერით ძალიან წვრილად. ვაშლი უნდა დაჭრათ ძალიან წვრილ ჩხირებად ან გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე. წვრილ ჩხირებად დაჭერით კიტრიც. დაუმატეთ ინგრედიენტებს მაიონეზი და აურიეთ. სალათა მზად არის. გემრიელია და სასარგებლო.