კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

კახეთში, როცა შიშიანობა იყო, ერთი ჯარისკაცი უქებდა ლეკებში მოსიარულე მზვერავს თავის ჯარის უფროსის სიბრძნეს.
– ასე გასინჯეო, ოცი თუ ოცდაათის წლის შემდეგ მზე რა დღეს დაბნელდება, ისიც კი იცისო.
– ეს კარგი, მაგრამ თუ ესეთი გულთმისანი არის ის შენი უფროსი, მე რაღას მეხვეწება: – აბა, ერთი შეგვიტყვე, შამილი სად არისო, – უპასუხა მზვერავმა.
***
ლევან დადიანი ერთხელ ოტია ჩიქოვანს გაუჯავრდა, გამოჩენილი ბერის, გელოვანის დისწულს. ჯერ კარგად შერისხა და შემდეგ მიუბრუნდა გელოვანს:
– ბერო, ამ შენს დისწულს, ცოტა არ იყოს, ჭკუა აკლიაო.
– არა, ბატონო, აკლია კი არა, სულაც არა აქვსო, – მოახსენა მთავარს გელოვანმა.
***
მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში ქართველ მწერალ-მოღვაწეთა კომისია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენაზე მუშაობდა.
ერთხელ აკაკი იმ დროს მივიდა კომისიის სხდომაზე, როდესაც არჩევდნენ რუსთაველის ფრაზას „ცათა ღმერთი შეარისხეს“.
კომისიის წევრთა შორის კამათი იყო. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, სიტყვა „ცათა“ გადამწერის დამახინჯებას წარმოადგენს. ცა ერთია და რუსთაველსაც, ალბათ, „ცასა“ ექნებოდაო. ასეც აპირებდნენ ტექსტის გასწორებას, მაგრამ ამ დროს აკაკი წამოდგა, სიტყვა ითხოვა და წამოიწყო ლოცვა: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“...
საბუთი უკეთესი აღარ შეიძლებოდა, რუსთაველის ტექსტში დარჩა „ცათა ღმერთი შეარისხეს“.
***
საბჭოთა ეპოქაში რადიორეპორტაჟის გაძღოლა მოსკოვში დადგენილი ინსტრუქციით ხორციელდებოდა. ამის გამო, კომენტატორს გარკვეულ ჩარჩოში მუშაობა უწევდა. მაგრამ ეროსი მანჯგალაძე ასეთი შეზღუდვის პირობებშიც ახერხებდა იმპროვიზაციას. ერთ-ერთი მატჩისას მსახიობმა „დინამოს“ მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი როგორღაც „დამალა“. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გამოაცხადა, როდესაც რადიომსმენელებს ეგონათ, რომ თამაში ფრედ დასრულდა.

скачать dle 11.3