როგორი თვისებებით არიან დაჯილდოებული კონკრეტული სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები ასტროლოგიური კუთხით
ასტროლოგიური თვალსაზრისით, სისხლის ჯგუფსა და ადამიანის მიდრეკილებებს შორის, პირდაპირი კავშირია. როგორც ცნობილია, ადამიანებში ოთხი ჯგუფის სისხლი არსებობს და ეს არც ადამიანის კანის ფერზე, არც სქესზე, ასაკზე ან ეთნიკურ წარმომავლობაზე არ არის დამოკიდებული. მისი გადაცემა გენეტიკურად ხდება და სიცოცხლის ბოლომდე უცვლელი რჩება.
სისხლის ჯგუფი გარკვეულწილად დამოკიდებულია ჩვენს კოსმიურ მიდრეკილებებზე, ხასიათსა და ჩვევების განსაზღვრაზე.
პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ენერგიულები, გულღიები და კომუნიკაბელურები არიან; გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობით; სტრესულ სიტუაციებში არ იბნევიან და წარმატებებს ძნელად, თუმცა, მაინც აღწევენ; უყვართ ლიდერობა და დასახული მიზნისთვის ყოველთვის იბრძვიან, თუმცა, ამავე დროს, არიან ეჭვიანები, ამბიციურები და ადვილად ფეთქებადები.
მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ჰარმონიულები, შრომისმოყვარეები და მშვიდები არიან. გამოირჩევიან ერთგულებით და არასდროს გიღალატებენ. არიან ნიჭიერები და ბევრს შრომობენ. ასევე, არიან მეტად მგრძნობიარეები და ემოციურები, თუმცა, ხშირად ჯიუტდებიან კიდეც და მათი დამშვიდება რთულია. უყვართ ყველაფერში მაქსიმალიზმი.
მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები დელიკატურები და თავშეკავებულები არიან, უყვართ დისციპლინა და სხვებისგანაც ამას მოითხოვენ. არიან ინდივიდუალურები. ხშირად არ უსმენენ სხვების რჩევებს და საკუთარი ჭკუითა და შეხედულებით მოქმედებენ. ასევე, ახასიათებთ მოქნილობა, სისხარტე და სისწრაფე. ადვილად ეგუებიან გარემოს, სადაც ისინი ხვდებიან. თან კარგად აქვთ განვითარებული წარმოსახვის უნარი. უყვართ დამოუკიდებლობა, რის გამოც გარშემო მყოფებთან უსიამოვნებებში ეხვევიან.
მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები გრძნობებს ადვილად ჰყვებიან. ისინი უყვართ და აფასებენ. მათ გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ. ასევე, მათთან არ მოიწყენთ, რადგან მუდმივად ზრუნავენ გარშემო მყოფთა გუნება-განწყობის ამაღლებაზე. არიან ტაქტიანები, სამართლიანები, ობიექტურები, თუმცა, ადვილად ბრაზდებიან, გამოდიან წყობიდან და ძნელად იღებენ გადაწყვეტილებებს ცხოვრებაში და, არ არის გამორიცხული, ასეთ სიტუაციაში უხეშობაც გამოიჩინონ. უყვართ საკუთარ თავში ჩაკეტვა და ფიქრი წარსულსა და მომავალზე.