ბილ გეითსი – მსოფლიოს ნომერ პირველი მილიარდერი
ბილ გეითსმა 2014 წელს „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა. მისი კაპიტალი 80 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და ის ისევ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.
* ბილ გეითსი ოფიციალურად არის დასახელებული ყველაზე წარმატებულ ადამიანად მათ შორის, ვინც მიატოვა სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში. სხვათა შორის, წლების შემდეგ, გეითსმა მაინც დაასრულა სწავლა ჰარვარდში და საპატიო დიპლომი მიიღო.
* თავდაპირველად გეითსის მიერ დაარსებული კომპანიის სახელწოდება ცალ-ცალკე იწერებოდა „Micro Soft”.
* 17 წლის ასაკში ბილ გეითსმა თავისი პირველი კომპიუტერული პროგრამა სკოლის ადმინისტრაციას 4 200 დოლარად მიჰყიდა.
* ბილ გეითსის დიდი ბაბუა მოსამართლე და მერი იყო; ბაბუა – შტატის სახელმწიფო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მამა – წარმატებული ადვოკატი.
* ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებს ბილ გეითსმა განუცხადა, რომ 30 წლის ასაკში მილიონერი გახდებოდა.
* 31 წლის ასაკში ბილ გეითსი მილიარდერი გახდა.
* თავისი პირველი პროგრამა გეითსმა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს დაწერა და ის ეხებოდა სასწავლო საათების დაგეგმარებას. ამ პროგრამის საშუალებით, გეითსი საკუთარ თავს იმ კლასებში ახვედრებდა, რომლებშიც საუკეთესო გოგონები სწავლობდნენ.
* ბილ გეითსი და მელინდა ფრენჩი 1994 წელს ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე დაქორწინდნენ. ეს კუნძული გეითსმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის იქირავა.
* ბილ გეითსი ყოველწლიურად ერთ მილიონამდე დოლარს იხდის კომუნალურ გადასახადებში.
* ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და საშინაო ვალი 5,62 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. თუკი ბილ გეითსი ამ ვალის გასტუმრებას დააპირებს, მას ამაზე ათ წელზე ნაკლები დასჭირდება.
* ბილ გეითსს უყვარს ჩოგბურთის, გოლფისა და ბრიჯის თამაში.
* 1977 წელს ბილ გეითსი ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეს პოლიციამ დააპატიმრა ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე ტარებისა და წითელ შუქზე შუქნიშნის დაუმორჩილებლობის გამო.
* საერთო ჯამში, ქველმოქმედებაზე ბილ გეითსს თავისი სახსრებიდან 30 მილიარდამდე დოლარი აქვს დახარჯული.
* ბილ გეითსი ცნობილი აგნოსტიკოსია. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, სწამს თუ არა მას ღმერთის, გეითსმა უპასუხა: მე არ გამაჩნია მისი არსებობის არანაირი ფაქტები.
* სიკვდილის წინ სტივ ჯობსი ბილ გეითსის მიერ გამოგზავნილ გამოსამშვიდობებელ წერილს კითხულობდა.
* 1994 წელს ბილ გეითსმა 30 მილიონ დოლარად ლეონარდო და ვინჩის ნამუშევართა კრებული – „ლესტერის კოდექსი” შეიძინა. 2003 წლიდან ექსპონატი სიეტლის მუზეუმშია გამოფენილი.
მხოლოდ ფაქტები
* დიზაინერმა მელანი ჩერნოკიმ გამოუშვა თითქოს უჩვეულო საგანთა ნაკრები – სასმელი, შოკოლადი, ცხვირსახოცები, დისკი მუსიკალური ჩანაწერებით; ჩათვალა, რომ ყველაფერი ეს ძალიან ეხმარება ადამიანებს საყვარელ ადამიანთან განშორების გადატანაში და „გატეხილი გული“ უწოდა.
* ო ჰენრიმ ლიტერატურული მოღვაწეობა ციხეში დაიწყო.
* ქვიშის საათით სიცხეში დრო ნელა გადის, სიცივეში – უფრო სწრაფად, რადგან სიცხეში მარცვლების შეჭიდულობა წნევის გამო იზრდება და ქვიშის ცვენის სიჩქარე მცირდება.
* მეჩვიდმეტე საუკუნეში, ავსტრია-უნგრეთის ომის შემდეგ, ვინმე კოლშიცკი, რამდენიმე ტომარა ყავის მარცვლით თურქეთიდან მშობლიურ ვენაში დაბრუნდა და ყავას მთელ ევროპაში გაუთქვა სახელი.
* ინდონეზიის არქიპელაგი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია: ერთი კუნძული იძირება, მეორე – წარმოიქმნება.
* კოპერნიკმა წინასიტყვაობაში დაწერა, რომ წიგნი სემპრიონიის ეპისკოპოსის თხოვნით შეიქმნა. სწორედ მისი თხოვნით, საეკლესიო კალენდრის დასაზუსტებლად, კოპერნიკი შეუდგა მზისა და დედამიწის მოძრაობებზე დაკვირვებას.
* სანკტ-პეტერბურში მდებარე, ეგრეთ წოდებული მიხაილოვის სასახლე, დღესაც პავლე პირველის ფავორიტის – ანა გაგარინას ხელთათმანის ფერადაა შეღებილი.
* სიერა-ლეონეში აღმოაჩინეს ალმასის საბადოები. ამ ქვეყნის მცხოვრებლებმა მიწის თხრა საკუთარი სახლების ქვეშაც დაიწყეს, რამაც ნაგებობათა მასობრივი ნგრევა გამოიწვია.
* „ნასა“ გეგმავს, მთვარის ორბიტაში ეგრეთ წოდებული ასტრონომიული ლასოთი მიიტანონ ასტეროიდი, რომლის შესწავლასაც შეუდგებიან მეცნიერები. შერჩეული ასტეროიდების რაოდენობა ორამდე შემცირდა.
* ავსტრია-უნგრეთში დაბადებული მილუტინ მილანკოვიჩი დააპატიმრეს და სამხედრო ტყვის სტატუსით ჩასვეს ციხეში, რათა გამოთვლებით დაემტკიცებინა თავისი თეორია გამყინვარების შესახებ.
* ფრენკ სინატრას ცნობილი სიმღერა „ჩემი ხმა“ ისე მოეწონათ მომღერლის თაყვანისმცემელ ფილიპინელებს, რომ რამდენიმე ადამიანიც კი მოკლეს – ისინი, ვინც კარგად ვერ მღეროდნენ. ამიტომ 1970-იან წლებში ეს სიმღერა კარაოკეებიდან ამოიღეს.
* ასტრონომიაში ობიექტებს, რომლებიც გრავიტაციით არ არიან მიჯაჭვულნი დიდ პლანეტებზე ან ვარსკვლავებზე, „პლანეტა-ობლებს” ეძახიან.
ჯონი დეპი – ჰოლივუდის უკანასკნელი „მეკობრე“
ჯონი დეპი ყველაზე ცნობილი „მეკობრეა” თანამედროვე ჰოლივუდელ მსახიობებს შორის. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი და მილიონობით ქალის გულთამპყრობელია.
* დეპის საყვარელი სასმელია შოტლანდიური ვისკი – Lagavulin.
* ფილმ „კარიბის ზღვის მეკობრეებში” ჯონის ხელზე სპეციალურად დაუხატეს ტატუები. ფილმის გამოსვლის შემდეგ ჯონიმ ზუსტად იმავე ნახატის მიხედვით ნამდვილი ტატუირება გაიკეთა, იმ განსხვავებით, რომ ბეღურა სხვა მიმართულებით მიფრინავდა; ხოლო, სახელი „ჯეკი” მისი შვილის პატივსაცემად ეწერა და არა თავისი გმირის, მეკობრე ჯეკ ბეღურას.
* მისი სრული სახელი და გვარია: ჯონ კრისტოფერ დეპ მეორე.
* ჯონი დეპის წინაპრები იყვნენ ჩეროკის ტომის ინდიელები, ირლანდიელები და გერმანელები.
* ჯონი დეპი ფლობს სერიული მკვლელის, ჯონ უეინ გეისის ფერწერული ტილოების კოლექციას.
* ჯონი დეპი მარლონ ბრანდოს შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია.
* ჯონი დეპის სხეულზე 13 სხვადასხვა სვირინგია.
* ჯონის მშობლები მაშინ განქორწიდნდნენ, როდესაც ის 16 წლის იყო.
* ბავშვობაში ჯონი ხშირად იყო დაცინვის ობიექტი თანატოლებს შორის, ისინი მას „ჯონი დიპის” – „ჯონი შეშლილს” ეძახდნენ (dippy – შეშლილი).
* ჯონი დეპი აბსენტის დიდი მოყვარულია, ასევე მისი ჰობია იარაღის და მწერების კოლექციონირება.
* ჯონი დეპის კინოდებიუტი შედგა 1984 წელს, საკულტო საშინელებათა ფილმში – „კოშმარი თელას ქუჩაზე,” სადაც მან ლეგენდარული ფრედ კრიუგერის მსხვერპლის როლი განასახიერა.
* 2004 წელს ჯონი დეპმა ატლანტიკის ოკეანეში, ბაჰამის კუნძულებიდან ერთ-ერთი შეიძინა. კუნძულის ოფიციალური სახელწოდებაა Little Hall’s Pond Cay, თუმცა ჯონი მას „შორეულ კუნძულს” უწოდებს.
* „კარიბის ზღვის მეკობრეებში” თავისი გმირის, კაპიტან ჯეკ ბეღურას როლზე მუშაობის დროს, ჯონი „როლინგ სთოუნზის” გიტარისტის, კიტ რიჩარდსის ქცევებისა და მიმიკის კოპირებას ახდენდა. მოგვიანებით კიტ რიჩარდსმა მამამისის როლი ითამაშა გახმაურებულ ბლოკბასტერში.