კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

ნეიმარმა სასამართლო მოიგო
ფეხბურთის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, სასამართლოში უჩივლა და საქმე მოუგო „ფლეიბოის” ბრაზილიურ გამოცემას. ივლისის ნომრის ყდაზე „ფლეიბოიმ” სექსუალური მოდელის, პატრისია ჟორდანის ფოტოსურათი განათავსა, რომელზეც ეწერა: „ლამაზმანი, რომელმაც ნეიმარი მოხიბლა”. ჟურნალის გამოსვლამდე ბრაზილიური მედია იუწყებოდა, რომ ნეიმარს რომანი ჰქონდა პატრისიასთან. ნეიმარის მტკიცებით, ის არ იცნობს პატრისიას და ამჟამად მოდელ გაბრიელა ლენზის ხვდება, რომელთანაც რომანი აქვს. 22 წლის ვარსკვლავმა უჩივლა გამოცემას და „ფლეიბოის” ეს ნომერი მთლიანად ამოიღეს გაყიდვის ქსელიდან.

„რეალ მადრიდი” – ყველაზე ძვირად ღირებული კლუბი მსოფლიოში
ჟურნალმა „ფორბსმა” მსოფლიოს უმდიდრესი საფეხბურთო კლუბების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის პირველ ადგილზე ესპანური გრანდი, სამეფო კლუბი „რეალ მადრიდი” მოხვდა. მადრიდელების ფასი 3,44 მილიარდი დოლარია; მეორე ადგილზე „ბარსელონაა” 3,2 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე – წინა წლების ლიდერი „მანჩესტერ იუნაიტედი” 2,8 მილიარდი დოლარით. მსოფლიოს უმდიდრეს კლუბებს შორის ფიგურირებენ: „არსენალი” – 1,33 მილიარდი დოლარი; „ბაიერნი” – 1,85 მილიარდი დოლარი; „ჩელსი” – 0,87 მილიარდი დოლარი; „მილანი” – 0,85 მილიარდი დოლარი.

ირინა შეიკის პიკანტური ფოტოები იტალიური ბრენდისთვის
რუსმა სუპერმოდელმა ირინა შეიკმა მორიგ პიკანტურ ფოტოსესიაში გაიელვა თავისი უმშვენიერესი სხეულით. იტალიურმა ბრენდმა „ტვინ სეტმა” სწორედ კრიშტიანუ რონალდუს საცოლე შეარჩია თავისი ახალი, 2014-2015 წლების სეზონის კოლექციის სახედ და, ფოტოებიდან გამომდინარე ნათელია, რომ კომპანიამ იდეალური არჩევანი გააკეთა.

ხავიერ ძანეტი ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდა
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, მილანის „ინტერის” კაპიტანი ხავიერ ძანეტი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ უბანში მძარცველების მსხვერპლი გახდა. შეიარაღებულმა პირებმა ხავიერი და მამამისი ავტომობილიდან გადმოსვეს, იარაღის მუქარით ჩამოართვეს ძვირად ღირებული ნივთები და გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ. ბუენოს-აირესის ჟანდარმერიის თქმით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა დამნაშავეების დაკავება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ცნობისთვის, ძანეტიმ სპორტული კარიერა 41 წლის ასაკში, გასული სეზონის ბოლოს დაასრულა და ამჟამად მილანური კლუბის დირექტორად მუშაობს.

скачать dle 11.3