კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიფილტრა ზუზუ ბეჟაშვილის მეგობართა რაოდენობა და ჰქონია თუ არა მას რომანი ქმრიან ქალთან

ჩვენს წინა შეხვედრაზე, რამდენიმე თვის წინ, მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი ამბობდა, რომ საკმაოდ წარუმატებელი შემოქმედებითი პერიოდი ჰქონდა. თავს ვერ დავდებ, მაგრამ მომეჩვენა, რომ, ეს მისი განწყობის შედეგი უფრო იყო, ვიდრე რეალობა. ჩვენს დღევანდელ ინტერვიუში დავინტერესდი, თუ რა სიახლეებია ამჟამად მის კარიერაში, ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, შეიცვალა თუ არა მდგომარეობა.

ზუზუ ბეჟაშვილი: იცი რა, ცოტა გაზვიადება ვიცი, გრძნობებში. პატარა რაღაცამ შეიძლება მაფიქრებინოს, რომ ყველაფერი დამთავრდა და ასევე, პატარა რაღაცას შეუძლია, მაფიქრებინოს: სულელი ხომ არ ვარ-მეთქი. მილიონი სამუშაოა, ხელი მაქვს, ფეხი მაქვს და მეგობრები მყავს....
დღეს ყველაფერი კარგადაა, მოუგვარებელი არაფერია. მართლა არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, მე ვამბობდი, რომ ვიყავი ცუდ „პალასაზე”, პროფესიაში არ მიმართლებდა... მთლად ასეც არ იყო,  შეიძლება, ცოტა გავაზვიადე, რადგან ისეც არ ხდება, რომ ვთქვა, არსად მეძახიან-მეთქი. ღმერთმა დამიფაროს! (იცინის) მეძახიან, მაგრამ ყველაფერზე უკვე აღარც მე ვთანხმდები. იმიტომ რომ, საკუთარ შეცდომებზე ვისაწვლე, რომელ პროექტში წავიდე და რომელში – არა. პრინციპში, რომ გადავხედე, აღარც არაფერი  ხდება ისეთი, რომ გული დამწყდეს, არ ხორციელდება ისეთი საინტერესო პროექტები, რომელშიც მე მომინდება მონაწილეობის მიღება, შემოქმედებითად ვგულისხმობ. იმ პროექტებში კი, რომლებიც არც შემოქმედებითია, და ფულის ხამი არ ვარ, მაგრამ არც ანაზღაურებაა შესაბამისი, ჩემი ადგილი უკვე ნაღდად არ არის. ეს არ არის ხმამაღალი ნათქვემი, არც ამბიციური. მე ყველაფერი გავიარე, ვარ 38 წლის და ნეგატიურად მოვდივარ ისეთი გადაღებიდან, სადაც არ ვიხარჯები შემოქმედებითად და ვერც ანაზღაურებას ვიღებ. ალბათ, მთელმა თბილისმა იცის, რომ მე მხოლოდ მსახიობის საქმით მაქვს შემოსავალი. მყავს დედა, ძმა, არ მაქვს სახლი და ჩემი პროფესიიდან ველოდები შემოქმედებით, ან ფულად ანაზღაურებას. მართლა გულდასაწყვეტია, რომ ვერც ერთ მთავრობაში ვერ ეშველა მსახიობს. ყველაფერი გაძვირდა – სტომატოლოგის ვიზიტი, სახლის აშენების საფასური, მარტო მსახიობის ანაზღაურება რატომ დარჩა დაბალი, ვერაფრით ვხვდები (იცინის). თან, ის მომენტიცაა, როცა რომელიმე პროექტზე მიდიხარ მოსალაპარაკებლად, საუბარს იწყებენ იქიდან, რომ არ აქვთ ბიუჯეტი. იცი რა, თუ არ გაქვს ბიუჯეტი, ან საერთოდ არ მოკიდო ამ საქმეს ხელი, ან ისეთი მაგარი პროექტი მოიფიქრე, რომ სულ არ მაინტერესებდეს ანაზღაურება და ერთი სული მქონდეს, როდის დავიწყებ მუშაობას. საბედნიეროდ, ასეთი პროექტებიც ყოფილა ჩემს კარიერაში.
საერთოდ, დამოკიდებულებას აქვს დიდი მნიშვნელობა. პირველი ზარიდან ვხვდები, ღირს კონკრეტულ პროექტზე მისვლა, თუ – არა. აქ მარტო ფული არ არის. ჩემი პროფესია მე იმდენად მიყვარს, რომ კარგ ადამიანთან ფულზე ნამდვილად არ ვილაპარაკებ. ახლახან პერფომანსი გადაიღო ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, ძალიან საინტერესო. მე და მაკა შალიკაშვილმა უნდა გავახმოვანოთ და თურმე, იმიტომ ვერ ახმოვანებს, რომ ფული არ აქვს, რომელსაც ჩვენ გადაგვიხდის ამ სამუშაოში. რომ გავიგე, ვკითხე, – ხომ არ აფრენ-მეთქი (იცინის).
– კიდევ რა შემოქმედებითი სიახლეები გაქვს?
– სიახლეა, ის რომ მე დავიჩხვლიტე უკვე ქასთინგებით. იმიტომ, რომ მივდივარ ქასთინგზე, უარს არ მეუბნებიან, უნდათ ჩემთან თანამშრომლობა, მაგრამ თვითონ პროექტების დაწყებას არ დაადგა საშველი. რეჟისორს ლოს-ანჟელესის კინოსკოლა ჰქონდა გავლილი და ისეთი საინტერესო ქათინგები ჩაატარა, წამოსვლა არ მინდოდა – ჩართე და რაც გინდა, იმას გავაკეთებ-მეთქი. ასეთი ქასთინგები მიყვარს. აბა, მარტო პროფილში და ანფასში გადაღებული სურათებით რომ შემოიფარგლებიან, იმ ქასთინგის ორგანიზატორების არ მესმის.  ასევე, იტალიურ-ქართული პროექტია, რომლის ქათინგშიც მივიღე მონაწილეობა. არის კიდევ პროექტი მოსკოვიდან. მე ერთ რამეს მივხვდი, რომ ძალიან ბევრ დროს ვკარგავ ჩვენს ქალაქში. იმასაც მივხვდი, რომ მაკლია დიპლომატია. უფრო სწორად მე არ მაკლია დიპლომატია, მაკლია დიპლომატიას რასაც ეძახიან, ის. მაგრამ, ვიცი, რომ დილპომატია, რომელიც მლიქვნელობაში გადადის, ის უკვე დიპლომატია აღარაა. მე ასეთი დიპლომატიის ნაკლებობა მაქვს, რაც არ მწყინს. ბედს მე ვერავინ გადამიწყვიტს, რადგან ჩემი პროდიუსერი ღმერთია.
– ქასთინგებს გულისხმობთ?
– ქასთინგებს კი არა, პროექტებში რა ხდება, არ იცი. თუნდაც ახლა მაკლია დიპლომატია, ამას რომ გეუბნები. ის არავინ თქვას, რომ მე არ მომწონს ჩემი ნათამაშები და სულ უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავისო. თუ უკმაყოფილო ხარ, მაშინ შენი პროფესიით ვერ იკაიფებ.
შემოქმედებითი სიახლე მაქვს კიდევ ის, რომ გაგა გოშაძემ შემაწუხა, უნდა ვიყო თეატრში.  იმდენად მოვინდომე  და ისე მომანდომა, რომ ახლა მე ვაწუხებ იქით, მინდა, მოვსინჯო. ამ კატეგორიის რეჟისორთან სიამოვნებით ვიმუშავებ. ზუსტად ვიცი, რომ კარგ პიესას შეარჩევს და მალეც გააკეთებს.
– და ძალიან მაგარიც იქნება.
– ეს ვნახოთ... (იცინის).
– მიუხედავად იმისა, რომ ზუზუ მარტო არ არის, მის გვერდით ცხოვრების თანამგზავრი დღემდე ვერ ვიხილეთ.
– არასდროს მიყვარს ამ თემაზე საუბარი, რადგან ჩემი პირადი ცხოვრება ხანდახან დასამალია, ქალბატონებისთვის, თორემ მე რა...  (იცინის). არასდროს ვარ მარტო, მაგრამ არ შემიძლია, სტაბილურობა და ვალდებულების აღება. არ გავზრდილვარ (იცინის). დიდი ბიჭი რომ გავიზრდები, აუცილებლად ჩამოვყალიბდები. არ შემიძლია ყოველდღე ერთად... მიყვარს როგორ არა, ამწუთას არ მიყვარს ოღონდ. მქონია რამდენიმეწლიანი ურთიერთობაც, მყოლია ისეთი ადამიანიც, რომელსაც ჩემთვის გაუგია და ასეთი მივუღივარ. ისეთი ადამიანის მოძებნა ადვილი არაა ზუზუსთვის, რომელთანაც გადახლართული გავიღვიძებ, ცხვირმიდებული... ასევე, არ შემიძლია, ყოველდღე რეკვები, ვალდებულებები... იცი, რა, ხალხს ჰგონია, რომ მიცნობს, არადა, მე თვითონ არ ვიცნობ საკუთარ თავს (იცინის).
– არც რომანტიული ხარ, არც ყვავილების მირთმევა, არც საყვარელოს დაძახება...
– არანაირი ფისო და საყვარელო, მაგრამ ძალიან ბევრი რამე მიყვარს და ბევრი რამ შემიძლია. თქვენ, ჟურნალისტებს, გავიწყდებათ, რომ ინტერვიუ აღსარება არაა, რაღაცას ჩემთვისაც დავიტოვებ... (იცინის).
– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს თვითონ გოგოები არიან ზუზუს გულის მოგებით დაინტერესებული და არა – პირიქით...
– ეს საერთოდ, ასე ხდება. იცი, რა, დამაინტერესებენ, მომივლიან და ბოლოს, როცა გაბრაზდებიან, მამადლიან (იცინის). საერთოდ, როცა მართალი ხარ, მაგაზე მაგარი არაფერია.
– მართალი როგორ ხარ, ქალი რომ ლამის თვითონ გიმღერის სერენადას და შენ?..
–  მე ხომ ეს არ მითხოვია? მე რა დონემდეც მივიღე – მივიღე. თუ ვთხოვ და შევპირდები რამეს, პრეტენზიაც მერე უნდა გაუჩნდეს.
– ვინაიდან ჩვენ, ვიღაცეები არ დავასახელეთ, ვფიქრობ, რომ ისინი არ დაოჯახებული, ან ცნობილები არიან...
– ასეთებიც ყოფილან ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არასდროს დაოჯახებულ, ქმრიან ქალთან მე არ გადამიდგამს პირველი ნაბიჯი.
მყვარებია კიდეც, როგორ არა, მაგრამ... რომ ამბობენ, ყოველი დღე უნდა გქონდეს ისეთი როგორც პირველიო, ეს არ შემიძლია.
– ასე მგონია, გაცილებით მარტივია შენთან მეგობრობა.
– საქმეშიც, მეგობრობაშიც, პირადშიც, ადამიანზე მანერებით არ უნდა გამოიტანო დასკვნა. აუცილებლად „გალსტუკი” უნდა გეკეთოს და დებილი პიჯაკი გეცვას საქმეზე მისულს, იმის საჩვენებლად, რომ პასუხიმგებლობა მაღალი გაქვს, დინჯი და პუნქტუალური ხარ?! 
ჩემი მეგობართა რაოდენობა ძალიან გაიფილტრა. არ ვიბუტები, მონტაჟს ვაკეთებ ტვინში – აღარ არის ის ადამიანი და მორჩა. იცი, რა?! მართალია, პოზიტივის მომტანი უნდა იყო მეგობრისთვის, მაგრამ, როცა შენ რამე გიჭირს და ამ დროს ის მეგობარი სირაქლემის პოზაში ყოფნას და სადღაც „ჩივასის” დალევას ამჯობინებს, ასეთ ადამიანთან მე აღარ შემიძლია ურთიერთობა. საბედნიეროდ, 2-3-4 მეგობარი მყავს... მეოთხე, მგონი, მოვიგონე (იცინის).
– ქალის და კაცის მეგობრობის გჯერა?
– რა თქმა უნდა! იცი რა, ჩემი ბავშვობის მეგობარი გათხოვდა ახლახან, 42 წლის ასაკში და გაჰყვა მასზე უფროსს. ქმარმა აუკრძალა ჩემთან მეგობრობა, იმიტომ რომ, არ სჯერა ქალისა და კაცის მეგობრობის. მე ამ კატეგორიის მამაკაცებს არ ვეკუთვნი, ღმერთმა დამიფაროს!

скачать dle 11.3