კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

საქუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი საქუა.
1721 წლის ყმების ნასყიდობის წიგნში, რომელიც გიორგი სოლოღაშვილს ოგანეზა ვარდიგულაშვილისთვის მიუცია, მოიხსენიება საქუაშვილი.
ტაბახმელელი ბაღდასარა საქუაშვილი მოიხსენიება 1736 წელს თავდახსნილობის წიგნში, რომელსაც ელიზბარ და სხვა სოლოღაშვილები აძლევენ მელიქო საქუაშვილს.
ხაბაზი დათუა საქუაშვილი მოიხსენიება 1782 წელს, ზაალ გურამიშვილის ყმების ნუსხაში.
საქართველოში 208 საქუაშვილი ცხოვრობს: თელავში – 51, ახმეტაში – 40, თბილისში – 34. არიან სხვაგანაც.
დუშუაშვილი
დუშუაშვილი ძირძველი ქართული გვარია. „ამათნი წინაპარნი ჩანან ადგილსა სურამის სამთავროსა შინა და აზნაურის ხარისხით არიან მიღებულნი“.
დუშია გაუვრცობელი ფორმით, სუფიქსის გარეშე იყო გავრცელებული და მოიხსენიება როგორც ქვემო, ისე შიდა ქართლსა და სამეგრელოში. დღეს შემორჩენილია მხოლოდ გვარი დუშუაშვილი.
საქართველოში 148 დუშუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 51, საჩხერეში – 41, ქუთაისში – 28. არიან სხვაგანაც.
მანგოშვილი
გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი – მანგო.
ქართულ საისტორიო წყაროებში გვხვდება, ასევე, მამაკაცის საკუთარი სახელი – მანგია.
ამავე ფუძისაა გვარი მანგიაშვილი.
მანგიაშვილები მთიულები არიან და ქართლის მთიანეთში ცხოვრობენ, მანგოშვილები კი კახელები არიან.
საქართველოში 607 მანგოშვილი ცხოვრობს: თბილისში – 167, სიღნაღში – 145, რუსთავში – 85. არიან სხვაგანაც.
ჩიფირაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩიფა.
ჩხიკვთაში მცხოვრებმა ზაქარია ჩიფირაშვილმა 1874 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა შვილი – ნინო. მიმრქმელი იყო ჩხიკვთელი დიმიტრი საგინოვი.
1873 წელს სოფელ ჩხიკვთაში მოიხსენიება სოლომონ ჩიფირაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ჩიფარაშვილი, ჩიფრაშვილი და ჩაფაშვილი.
საქართველოში 46 ჩიფირაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 30, თბილისში – 4, თელავში – 2. არიან სხვაგანაც.
შემაზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შემაზა.
1721 წელს, სამღერეთში მოიხსენიება გიორგი შემაზაშვილი.
შემაზაშვილები იყვნენ მებატონეებიც.
1721 წლის აღწერით, მებატონე შემაზაშვილებს ჰყავდათ ყმები სოფელ კარაქაში.
საქართველოში 99 შემაზაშვილი ცხოვრობს: ასპინძაში – 31, რუსთავში – 26, გორში – 14. არიან სხვაგანაც.
აზრუმელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული გეოგრაფიული სახელი – არზრუმი, იგივე ერზრუმი (ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში). „არზრუმი” სპარსულად „რომის მიწას” ნიშნავს.
თომა და გიორგი აზრუმელაშვილები 1873 წელს მოიხსენიებიან დიდ თონეთში.
საქართველოში 151 აზრუმელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 83, თეთრი წყაროში – 33, რუსთავში – 15. არიან სხვაგანაც.


აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3