კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირია ტატუსა და ქართულ ორნამენტს შორის და რა სიახლეების დანერგვას აპირებს ტატუს სპეციალისტი ნიკა წერეთელი

სხეულზე ხატვის ხელოვნება მოდის ერთგვარი ტენდენციაა. ტატუ, როგორც სხეულის მუდმივი სამკაული, მრავალი ადამიანის განუყოფელი ნაწილი გახდა.  რა მიმდინარეობებია დღეს მოდაში ჩვენს ქალაქში და სხეულის რა ნაწილებს იხატავენ ქალები და მამაკაცები, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე, სასაუბროდ ნიკა წერეთელს, ტატუსტუდია „მელანჟიში“ ვესტუმრეთ.

–  ეს სტუდია ორ წელზე მეტია, რაც არსებობს. ყოველდღე ვმუშაობთ და მხოლოდ მაშინ ვისვენებთ, როცა გვძინავს  ან ნაბახუსევზე ვართ. სტუდიაში სამნი ვართ: მე, ანდრეი აივაზიანი და დათო იაკობიძე. სამივეს აბსოლუტურად განსხვავებული  სტილი  და მიდგომა გვაქვს.
– ნიკა, როგორ აღმოჩნდი ტატუს სამყაროში?
– ბავშვობიდან ვხატავდი, ამიტომ  მშობლებმა  სკოლის ასაკიდანვე  გადაწყვიტეს, რომ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში მივეყვანე. ფერწერაზე დავდიოდი, ნატურმორტებს ვხატავდი. მერე იყო სხვადასხვა მხატვრის კერძო  სახელოსნოები.  სულ მაინტერებდა სუბკულტურები, ტატუ, ბაიკერები, პირსინგი... სამხატვრო აკადემიაში  სწავლის პერიოდში  ვიფიქრე, ჩემი ცოდნის რეალიზებაზე და  მოვედი ანდრეისთან. სწრაფად დავეუფლე  ტატუს გაკეთების სპეციფიკურ ნიუანსებს.  არ ვხატავ   ჯარის, ქურდული სამყაროსა და სატანისტურ სიმბოლოებს. ისე,  ტენდენციებს ჩვენც ვამკვიდრებთ.  მე არქიტექტურულზე ვსწავლობდი.  ტატუ და ჩემი სპეციალობა ერთმანეთს  დავუკავშირე  და  გეომეტრიული ფიგურები  შემოვიტანე. ეს სტილი   დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ   მე  ჩემი ელემენტები  დავამატე.   აი, ახლა, მაგალითად, ქართულ თემატიკაზე ვმუშაობ. ხომ არსებობს  იაპონური, ახალზელანდიური და სხვადასხვა კულტურებისთვის დამახასიათებელი ტატუ, რატომ არ უნდა არსებობდეს ქართული? თუშური, ხევსურული, სვანური ორნამენტები ულამაზესია, რომელსაც, სამწუხაროდ, ყურადღება არ ექცევა. 
– უცნაურია, რომ ქართული თემატიკის ტატუირებით  დაინტერესდი. საიდან გაჩდა იდეა?
– სადიპლომოს ვაკეთებდი ისეთ თემაზე, რომ  მომიწია ქართული სახლების, ოდების, დედაბოძის საფუძვლიანი შესწავლა. დედაბოძზე უამრავი და ულამაზესი ქართული ორნამენტია. ძველი თბილისის ქუჩებში ხეტიალი მიყვარს. ესენი ვერ ავიყოლიე, მაგრამ აკადემიის ბავშვები მივდივართ ხოლმე და აქედან დამებადა ორნამენტების ხატვის იდეა. აჟურული აივნები და  აზიური ელემენტები იმდენად მაგარია, რომ შოკში მაგდებს. ჩემი კოლეგები ამაში ვერ ერკვევიან და არც აინტერესებთ, მაგრამ მე ვფიქრობ, დავამკვიდრო  ეს სტილი.  ქართულ  წარწერებსაც ვხატავ. ბოლო დროს ამაზე დიდი მოთხოვნაა. ხალხი მიხვდა, რომ არ არის აუცილებელი, ჩინური იეროგლიფის დაწერა მაშინ, როცა უამრავი ქართული წარწერაა ისეთი მორალის, რომ დიდი სიამოვნებით გადაიტანენ სხეულზე. რამდენჯერმე გავაკეთე ქართული ელემენტებით ტატუ და ინტერნეტში დავდე. მერე ვნახე  ანალოგები უცხოურ საიტებზე. მივხვდი,  რომ იმათ სულაც არ იცოდნენ, რა დაიხატეს, მაგრამ მოეწონათ  დიზაინი და  ამიტომ  გახდა პოპულარული. 
– რა ღირს  პირსინგის და ტატუს გაკეთება? ყველაზე ძვირი ტატუ, რაც კი დაგიხატავს, რომელია?
– ტატუს ფასები 60 ლარიდან იწყება და იზრდება ნახატის ზომისა და სირთულის მიხედვით. ერთი სეანსი, რომელიც 3 საათი გრძელდება, 200 ლარი ღირს. თუ ნახატი დიდია, სეანსის მიხედვით ვახდევინებ.  ყველაზე ძვირი დაჯდა ზურგის მოხატვა, რომელსაც 20-ზე მეტი სეანსი დასჭირდა და 5 000 ლარი გადაიხადა კლიენტმა.  პირსინგი ცხვირზე, წარბზე და  ტუჩზე  ჩემთან  60 ლარი ღირს, ჭიპი – 80 და ენა – 100. დიდი მოთხოვნაა ინტიმურ ადგილებში პირსინგის გაკეთებაზე და 80-დან  100 ლარამდე ღირს. საერთოდ, ინტიმურ  ადგილებში ტატუსა და პირსინგის გაკეთების, არანაირი ინტერესი არ მაქვს. მინდა, ჩემი ნამუშევარი საჯარო იყოს და  არა დამალული. ყველამ იცი,  რომ ბიჭების ფასებთან   შედარებით,  ძალიან იაფად ვხატავ. 
– ძირითადად, რა ასაკის ადამიანები იკეთებენ ტატუს?
– 18 წლიდან ზევით. არასრულწლოვნებს ტატუს  მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუკეთებთ, თუ მშობელი მოჰყვება ან სხვა ოჯახის წევრი, ვინც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს. ყველაზე ხანდაზმული 74 წლის ქალი იყო, რომელმაც შემდეგ ათი დაქალი მოიყვანა და დღემდე ჩემი კლიენტები არიან.
– სხეულის რომელ  ადგილებშია სასურველი ტატუს გაკეთება?
– სტანდარტულად,  ტატუსთვის საუკეთესო  ადგილებია  მხრები, ზურგი და  ფეხები. ქალმა ორსულობის   დროს არ უნდა დაიხატოს მუცელზე. მშობიარობის შემდეგ, შეიძლება, რადგან   სტრიების, საკეისროს ნაკერისა და  იარების დაფარვა  ძალიან ეფექტურად  ხდება ტატუირებით. ამერიკაში 16 წლის მოქალაქეს მინიმუმ ორი ტატუ აქვს.   მიუხედავად იმისა, რომ ტატუ 30 კილოგრამის ცვალებადობას უძლებს, სხეულის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე, მისი გაკეთებისგან თავის შეკავებას ვურჩევთ. ასეთ შემთხვევებში,  ტატუ შეიძლება გაფუჭდეს. სარისკოა, მუცლის არეში და მკერდზე ტატუს გაკეთება  ორივე სქესისთვის.
– ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები თუ იკეთებენ ტატუს და  მათ შორის  ვინ არის თქვენი ყველაზე ხშირი სტუმარი?
– კი, საკმაოდ ხშირად მოდიან. მაგალითად, გუშინ ნინუცა მაყაშვილს ნეკნებზე ძალიან ლამაზი ბუმბული დავახატე.  ამას წინათ სალომე ღვინიაშვილი იყო და იმასაც ნეკნებზე ბუმბული გავუკეთე, ოღონდ ნინუცასთან შედარებით, მცირე ზომის. ანდრეისთან იკეთებენ ტატუს გიორგი ქორქია და გეგა ფალავანდიშვილი. 
– მართალია, რომ ერთხელ თუ  გაიკეთებ ტატუს, მერე მუდმივად გაქვს სხეულის მოხატვის სურვილი?
– კი, მართალია. აზარტში შედიხარ, მაგრამ  მერე  ხვდები, რომ ისეთი დიდი მოცულობის  არ არის სხეული, რომ ყველაფერი დაიხატო ზედ, რაც კი მოგინდება. მე, მაგალითად, პირველი ტატუ  ახლა დავიხატე  და  უკვე ვიცი, რომ აუცილებლად მექნება მეორე და მესამე, ოღონდ მაშინ, როცა ჩემს ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი რამე  მოხდება,  რისი ასახვაც   სამუდამოდ  მომინდება სხეულზე. ვფიქრობ, ტატუ არანაირად არ უნდა იყოს მოკლებული შინაარს. არის ისეთი შემთხვევები, როცა ვიღაცას ახლობელი დაეღუპა და უნდა, მის სამახსოვროდ დაიხატოს რამე; ან ვინმეს შვილი შეეძინა... ეს შენი  ისტორიაა, რომელსაც  სხეულზე  ტატუს სახით სამუდამოდ  აღბეჭდავ.
– ადრე ვისაც ტატუ ჰქონდა, აუცილებლად კრიმინალურ სამყაროს წევრად მოიაზრებოდა.  როგორ უყურებს საზოგადოება ტატუს დღეს?
– ასეთი შეხედულება  მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია.  ტატუირების ხელოვნება  იაპონიიდან და ახალი ზელანდიიდან მოდის. მაგრამ, იაპონიაში ტატუებიან ადამიანს  კარგ რესტორანში ან  აუზზე არავინ შეუშვებს, რადგან, იქ ტატუ ისევე ითვლება  იაკუძას სამყაროს სიმბოლოდ. ეს იგივეა, რაც ჩვენთან ქურდული მენტალიტეტის გამოხატულება. ამერიკაში ამ მხრივ იდეალური მდგომარეობაა, ტატუ ძალიან მოდაშია.
– ფერადი ტატუ უფრო მოდურია თუ  შავ-თეთრი?
– ადრე იყო შავ-თეთრი. ახლა კი უკვე  მიხვდნენ, რომ ფერადიც არ გადადის და არ ხუნდება.
– ყველაზე უცნაური და ორიგინალური რა  დაგიხატავს?
– ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როცა დათოს ხელზე  ორიგამის ქაღალდის თვითმფრინავი აეროპორტში, რეალური თვითმფრინავების ფონზე დავუხატე. ეს სპეციალურად არ დაგვიგეგმავს და ამიტომაც იყო საინტერესო. აეროპორტი არაბუნებრივი ადგილია ტატუს დასახატად. ვფიქრობ, ტატუ აურაა.  მე მჯერა, რომ, თუ ტატუს დადებითი ენერგიით დამუხტული  დავხატავ, ის არასდროს გახდება მოსაბეზრებელი.

скачать dle 11.3