კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთისმშობლის საგალობელი

982 წელს, წმიდა ათონის მთაზე, კარიესის მახლობლად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის პატარა სენაკში, ბერები თავიანთ მორჩილებთან ერთად მოსაგრეობდნენ.
10 ივნისს, შაბათ საღამოს, ხუცესი ღამისთევის მსახურებისთვის კარიესში გაემართა, მორჩილი კი აკურთხა, უთხრა, სენაკიდან არ გამოსულიყო და თვითონვე წაეკითხა ლოცვები.
ის იყო დაბინდდა, რომ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ახალგაზრდა მოღვაწემ კარი გააღო და უცნობი ბერი დაინახა. მათ ერთად დაიწყეს ლოცვა. კანონის მეცხრე საგალობლის წინ, ახალგაზრდამ იმ დროისათვის ცნობილი წმიდა კოსმას საგალობელი იგალობა – „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ ის იყო, დაამთავრა, რომ სტუმარმა სასწაულებრივად იგალობა მანამდე უცნობი საგალობელი – „ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა...“ ახალგაზრდამ ეს რომ მოისმინა, აღტაცებით უთხრა:
– ჩვენ მხოლოდ „უპატიოსნესსას...“ ვგალობთ, „ღირს არსი...“ პირველად მესმის. გთხოვ, დამიწერე ეს ლოცვა და მეც ასე ვადიდებ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს.
– მომეცი კალამი და ქაღალდი.
– სამწუხაროდ, არც ერთი არ მაქვს.
– მაშინ, დაფა მომეცი.
ბერმა მოუტანა დაფის ნაჭერი, სტუმარმა კი თითით დაწერა მასზე ეს საგალობელი, თითქოს ის რბილი თიხისაგან ყოფილიყო დამზადებული.
– ამიერიდან უკუნისამდე იგალობეთ თქვენც ეს საგალობელი! – უთხრა ღამის სტუმარმა და გაუჩინარდა.
ზეციდან ღვთის მიერ წარმოგზავნილი ანგელოზი იყო, რომელსაც ადამიანებისათვის ანგელოზებრივი გალობა უნდა გამოეცხადებინა. როდესაც ხუცესი ღამისთევიდან დაბრუნდა და მომხდარის შესახებ შეიტყო, ადიდა სამპიროვანი ღმერთი და მადლობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მისი გასაოცარი წყალობისათვის. შემდეგ მან მომხდარის შესახებ წმიდა მთის პროტს აცნობა. მან კი, თავის მხრივ, ანგელოზის თითით დაბეჭდილი დაფა კონსტანტინოპოლში პატრიარქთან გაგზავნა და თან დაურთო სასწაულის აღწერა. მას შემდეგ ეს მთავარანგელოზის გალობა შეტანილია ღვთაებრივ ღვთისმსახურებაში და დღემდე იგალობება მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაზე.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, რომლის წინაშეც ეს სასწაული აღსრულდა, „ღირს არსი“ ეწოდა. ის ათონის საკრებულო ტაძარში დააბრძანეს. „სვინაქსარის“ თანახმად, ანგელოზი, რომელმაც ბერს ეს საოცარი საგალობელი უგალობა, მთვარანგელოზი გაბრიელი იყო.


ჯვარი მტვერში
1991 წლის გაზაფხულზე მოსკოვში ახალი ბინა მივიღეთ – იგონებს კონსტანტინე სკურატი (მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, საეკლესიო ისტორიის დოქტორი) და მაშინვე შევსახლდით. როგორც წესი, ახალაშენებულ ბინაში ხან გათბობა გამოირთვება, ხან დენი ან ლიფტი, წყალიც – არა მხოლოდ ცხელი, არამედ ცივიც... ამიტომ, მოსკოვში სასულიერო სკოლის მეცადინეობებზე რომ ვიყავი წმიდა სამების სარგის ლავრის სასტუმროში დაბინავებულმა, საღამოს აბაზანის მიღება გადავწყვიტე. განზრახვის აღსრულების შემდეგ, სასტუმროს ნომერში დავბრუნდი და უეცრად გამახსენდა, რომ აბაზანაში ოქროს ჯვარი დამრჩა. იგი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო. 1991 წელს უცხოეთშიც და ჩვენს ქვეყანაშიც ყველა მოგზაურობისას მუდამ თან მქონდა.  თან მქონდა ათონის წმიდა მთაზე, იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე დავდე, ბარში (იტალია) – წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილებთან. წმიდა სამების სერგის ლავრაში – ჩვენ დიდი ღირსი მამის, სერგის წმიდა ნაწილებთან... ათონზე მისთვის გრძელი ვერცხლის ჯაჭვი ვიყიდე... დანაკარგის აღმოჩენისთანავე სააბაზანოსკენ გავემართე, მაგრამ უკვე დაკავებული აღმოჩნდა. დაველოდე, და როგორც კი გათავისუფლდა, ჯვრის ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერსად მივაგენი. არც იმას ენახა, ვინც ჩემ შემდეგ დაიკავა სააბაზანო ოთახი. მაშინ საკუთარ ნაკვალევს გავყევი და სასტუმროს ნომრის თითოეული მეტრი გულმოდგინედ დავათვალიერე და მაშინ, როცა ზემოთა თარო მოვსინჯე ხელით, აღმოვაჩინე მტვრით დაფარული ალუმინის ჯვარი. ერთ მხარეს ჯვარცმა იყო გამოსახული, მეორეზე კი სიტყვები: „შემინდე და შემიწყალე“. გავწმინდე მტვრისგან, ვემთხვიე ჯვარს, გავუყარე ძაფი და გულზე დავიკიდე... მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ ის ჯვარი ჩემთვის არ იყო განკუთვნილი. საკვირველია, განვიცდიდი, რომ ჩემთვის მეტად ძვირფასი ჯვარი დავკარგე, მაგრამ რადგან მეორე ვიპოვე, არათუ დავმშვიდდი, თითქოს რაღაც სიხარულიც ვიგრძენი... და რა მოხდა? ყოველგვარი შემდგომი ძებნის გარეშე, იქვე აღმოჩნდა ჩემი დაკარგული ჯვარიც.
აზრი, რომელიც მტვერში დაკარგული ჯვრის პოვნის დროს გამიჩნდა, დღემდე დამრჩა. ოქროს ჯვარი სახლში სიწმიდეების კუთხეში დავკიდე, წმიდა ხატების გვერდით. ძაფით მოქსოვილ თოკზე კი ვატარებ იმ ალუმინის ჯვარს, რომელზეც ჯვარცმული მაცხოვარია გამოსახული და ამოტვიფრულია მისკენ მიმართული სიტყვები: „შემინდე და შემიწყალე“.

скачать dle 11.3