კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მოქმედებს თუ არა ცოდვის გამომწვევი საგნების ქონა ოჯახში მცხოვრებთა სულებზე?
პასუხი: არათუ მოქმედებს, არამედ ამახინჯებს კიდეც სულს, განსაკუთრებით მოზარდებისას – ბავშვები ხომ უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან ყველაფრის მიმართ. ამიტომ, უფრთხილდით სახლში ღვთისმგმობი ლიტერატურის არსებობას, ბანქოს, სიგარეტის კოლოფებს, პორნოგრაფიას (ჟურნალები, ფილმები) და ასე შემდეგ.
კითხვა: გამიგია, რომ შავი გიშერი ავი თვალისგან გვიცავს, ადამიანის გათვალვის შემთხვევაში კი ის იბზარება. ამის გათვალისწინებით, შავი გიშრის ჯვარი ხომ არ ვატარო?
პასუხი: გიშრის გაბზარვის მიზეზი შეიძლება იყოს მისი ცუდი ხარისხი, ანუ, ქვის ხარისხი და არა ავი თვალი. ამიტომ მსგავს ინფორმაციას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ისე კი, შეგიძლიათ, მშვიდად ატაროთ როგორც შავი გიშრის, ისე ნებისმიერი სხვა მასალის ჯვარი.
კითხვა: ზოგიერთ ეკლესიას რამდენიმე შესასვლელი კარი აქვს. აქვს თუ არა რამე მნიშვნელობა, რომელი კარიდან შევალთ ტაძარში?
პასუხი: როდესაც წირვა-ლოცვის დროს ტაძარში ბევრი ხალხი იკრიბება, რამდენიმე კარის არსებობა უფრო ხელსაყრელია. ამიტომ, ისარგებლეთ იმ კარით, რომელიც მოცემულ სიტუაციაში უფრო ახლოსაა. სხვა დატვირთვა მათ არ აქვთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, წმიდა წერილი მჯდომარე მდგომარეობაში წავიკითხო?
პასუხი: შეგიძლიათ, დაჯდეთ და ისე წაიკითხოთ, მაგრამ სასოება არ შეამციროთ.

скачать dle 11.3