კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამა გაბრიელის გამონათქვამები

ღმერთი არ იძლევა დიდ ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთი ყველას იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია. შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც.
***
ნათლული რომ წარწყმდეს და ჯოჯოხეთში მოხვდეს, ნათლიასაც მოეკითხება, თუ როგორ და რამდენად იზრუნა მან თავისი ნათლულის სულის გადარჩენისთვის.
ზიარებისთვის პირველად მისული კაცი, მღვდელმა, მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა, აუცილებლად უნდა აზიაროს.
***
ნუ მოგერიდებათ, რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გარდასახოთ. ჯვარშია მთელი ძალა.
***
საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ნიჭი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მასაც. თქვენი ნიჭი რწმენაა, ამრავლეთ იგი და სხვებსაც ეს უთხარით.
***
ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ, თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, სიკეთე მაინც უნდა გინდოდეს ყველასთვის.
***
საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა, უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთმკვლელობის ცოდვა მიეტევოთ.
***
ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, იგი კარზე კი არ აკაკუნებს, არამედ შემოგლეჯას ლამობს. ცალ-ცალკე ნუ ივლით, ერთად იარეთ, რომ ბოროტებამ არ გადაგჩეხოთ, ლოცვა მთებს ძრავს.
***
პროდუქტებზე  რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ „მამაო ჩვენო“, ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.
***
გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე.
***
წმიდა წინასწარმეტყველების – ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ.

скачать dle 11.3