მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“ – ხელოვნურ განაყოფიერებას თურქეთში ცნობილი სპეციალისტი ჩაატარებს
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“ ორი თვის წინ დაფუძნდა, მაგრამ არსებობის მცირე პერიოდის მიუხედავად, ამ უნიკალურ სამედიცინო ცენტრს, რომელიც თანამედროვე ევროპული სტანდარტის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, რეგიონში ანალოგი არ აქვს. „ლანცეტი“ არის მრავალპროფილური ცენტრი, სადაც წარმოდგენილია სრული სამედიცინო სპექტრი ოთხი მიმართულებით: დიაგნოსტიკა-პოლიკლინიკა, სტაციონარი, საოპერაციო და პარაკლინიკური სამსახური. ცენტრში ფუნქციონირებს სრული პროფილი: ქირურგია, გულმკერდისა და სასუნთქი გზების ქირურგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ორთოპედია, ნეიროქირურგია, ტრავმატოლოგია, სამშობიარო ბლოკი, ინ ვიტრო განაყოფიერება, ორგანოების ტრანსპლანტაცია, ბავშვთა ქირურგია, ოფთალმოლოგია, ლარინგოლოგია, პლასტიკური ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია და ასე შემდეგ. ცენტრში შესაძლებელია ისეთი ანალიზების, გამოკველვებისა და ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, რაც აქამდე საქართველოში შეუძლებელი იყო. ევროპიდან მოწვეულნი არიან ის ექიმები, რომლებიც დარგის საუკეთესო წარმომადგენლები არიან.
„ლანცეტი“ უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ „ლანცეტში“ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებს თურქეთში ცნობილი სპეციალისტი – დენიზ ოზგენი ჩაატარებს. ბატონი დენიზი სტამბულის იმ ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული კლინიკის წამყვანი სპეციალისტია, რომლის ხელმძღვანელიცაა თურქეთში ცნობილი ექიმი – აითუღ ქოლანქაი. როგორც კლინიკა, ასევე, თავად ბატონი დენიზი, ხელოვნურ განაყოფიერებაში საქმიანობის საუკეთესო შედეგებით არიან ცნობილი. საქართველოში უშვილობის პრობლემა აქტუალურია, შესაბამისად, ქართველი მკითხველის ინტერესის დასაკმაყოფილებლად რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ ბატონ დენიზ ოზგენს და გავესაუბრეთ, თუ რა არის საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანი და რას სთავაზობს მისი გუნდი „ლანცეტში“ უშვილო წყვილებს.
დენიზ ოზგენი: ჩვენი გუნდი ოც წელზე მეტია, ამ საქმიანობით არის დაკავებული. ის, რასაც ამ წლებში მივაღწიეთ, საუკეთესო შედეგი და მაჩვენებელია არა მხოლოდ თურქეთში, არამედ, ევროპაშიც. ჩვენს გუნდში მუშაობენ საუკეთესო სპეციალისტები. სტამბულის კლინიკაში ჩვენი პაციენტები არიან უშვილო წყვილები მსოფლიოს სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. როდესაც ჩვენი კლინიკისა და სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ხელმძღვანელობას შორის დაიწყო მოლაპარაკებები თანამშრომლობის შესახებ, ჩვენ ჩამოვედით თბილისში, რათა მოგვენახულებინა ცენტრი „ლანცეტი“ – ამიერკავკასიაში უალტერნატივო სამედიცინო ცენტრი როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ასევე პროფესიონალი და მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო გუნდით, ვისთან ერთადაც მუშაობა ძალიან საინტერესოა. იმავე პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკებთან, სადაც უშვილობის პრობლემა ისევე აქტუალურია, როგორც თქვენთან, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი გაკეთდა „ლანცეტზე“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი იმიჯი, ის პროფესიული რეპუტაცია, რაც გვაქვს ამ დარგში. ხელოვნური განაყოფიერება არის მედიცინის მიმართულება, რომელსაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა ესაჭიროება, ჩვენთან კი მუდმივად ინერგება ის სიახლეები, რითაც გამორჩეულია ეს მიმართულება, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო, პაციენტებისთვის შეგვეთავაზებინა ყველაზე საუკეთესო პირობები და „ლანცეტში“ ამისთვის ყველა საშუალება არსებობს. აქაური გარემო, ინფრასტრუქტურა, მაღალი სტანდარტი, ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ჩვენი თანამშრომლობა შედგა. ხელოვნური განაყოფიერების მაღალი სტანდარტის განყოფილების შექმნაში ძალიან შეგვიწყო ხელი „ლანცეტის“ ხელმძღვანელობამ. აქაური პირობები არაფრით ჩამორჩება იმ პირობებს, რაც არის სტამბულის კლინიკაში და, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ საქართველოში, სადაც უშვილობის პრობლემა ისევე აქტუალურია, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში.
– უშვილობის პრობლემის გადასაჭრელად რას სთავაზობს „ლანცეტის„ ხელოვნური განაყოფიერების სამსახური უშვილო წყვილებს?
– უშვილობის პრობლემის გადაწყვეტის მეთოდები მრავალფეროვანია. ჩვენი გუნდი მუშაობს ყველა იმ თანამედროვე მეთოდით, რაც მსოფლიოს წამყვან კლინიკებშია დანერგილი, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური, ყველაზე ოპტიმალური მეთოდის შერჩევა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვართ ხელოვნური განაყოფიერების განყოფილება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უშვილო წყვილს ერთმნიშვნელოვნად ხელოვნური განაყოფიერების პროცედურები ჩავუტაროთ. ჩვენ ვართ ექიმები, შევაფასებთ მდგომარეობას და ვეცდებით საჭირო მეთოდებით ამ პრობლემის გადაჭრას. ჩვენთან მუშაობენ საუკეთესო ემბრიოლოგები, ენდოკრინოლოგები, გინეკოლოგები, ქირურგები და ჩვენ ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი გზა და რომელი მეთოდია ამა თუ იმ შემთხვევაში ოპტიმალური. ჩვენს განყოფილებაში ხდება მამაკაცების სრული დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რაც ხელოვნური განაყოფიერების პროცესში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქალბატონების გამოკვლევა, რადგან, სტატისტიკის მიხედვით, უშვილობის მიზეზი ქალებსა და მამაკაცებში თანაბარია და შეადგენს 30 პროცენტს. სანამ თბილისში ჩამოვიდოდით, რა თქმა უნდა, შევისწავლეთ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები საქართველოს შესახებ, უშვილობის პრობლემასთან დაკავშირებით. აქაური სტატისტიკა ბევრად არ არის განსხვავებული ზოგადი სტატისტიკისგან, თუმცა, ჩემი დაკვირვებით აღმოვაჩინე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – საქართველოში უშვილო წყვილები საკმაოდ გვიან მიმართავენ ექიმს, ევროპასა და სხვა ქვეყნებში კი უფრო ადრეული ასაკიდან იწყება ამ პრობლემაზე ზრუნვა. ასაკობრივი ჯგუფი პირდაპირ არის დაკავშირებული შვილოსნობის პრობლემის გადაწყვეტის შედეგთან და, აქედან გამომდინარე, რაც უფრო ადრეულ ასაკში ხდება ხელოვნური განაყოფიერება, მით უფრო სწრაფად დგება დადებითი შედეგი. ამის მიუხედავად, ჩვენ ვმუშაობთ უფროსი ასაკის პაციენტებთან და, თან, საკმაოდ წარმატებით. როდესაც სტამბულის კლინიკაში ჩვენ ამ თემის განხილვა დავიწყეთ, ერთხმად გადაწყდა, რომ, ისეთ შემთხვევებში, როგორიც არის თქვენთან, ანუ, როდესაც საქმე გვაქვს უფროსი ასაკის პაციენტებთან, მუშაობა მეტად საინტერესოც კი არის, მით უფრო, რომ ჩვენ ამის დიდი გამოცდილება გვაქვს.
– იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებას უკვე დიდი ისტორია აქვს, უშვილო წყვილები კლინიკიდან კლინიკაში დადიან სასურველი შედეგის მისაღწევად, უფრო ხშირად კი უცხოეთის კლინიკებს ანიჭებენ უპირატესობას. რატომ უნდა გააკეთონ მათ არჩევანი თქვენზე?
– პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ჩვენთან დანერგილია მკურნალობის მაღალი სტანდარტი. ეს არის შედეგი იმ დიდი გამოცდილებისა, რაც მოიტანა წლებმა და თანამშრომლობამ მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან. მე სტამბულის კლინიკაში მომიწია, გავცნობოდი არაერთი ქართველი პაციენტის ისტორიას, ისინი მკურნალობდნენ მრავალ კლინიკაში, მაგრამ არ ჰქონდათ სასურველი შედეგი. ჩვენ მიერ, მათთან გამოყენებული იყო დამატებითი მეთოდები და ტექნოლოგიები, რამაც განაპირობა მათთვის სასურველი შედეგის მიღწევა. ჩვენთან უკვე ჩამოდიან პაციენტები სხვადასხვა სახელმწიფოდან, რადგან მათ ქვეყნებში არსებობს საკანონმდებლო შეზღუდვები. ის პაციენტებიც კი „გადმოვიბირეთ“, ვინც თურქეთში გეგმავდნენ ჩამოსვლას (იცინის). ჩვენ მკურნალობის პროცესში ზედმიწევნით ვითვალისწინებთ ყველა დეტალს, რათა ჩვენგან დამოუკიდებელმა მიზეზებმა არ შექმნას პრობლემა; არ ვზოგავთ რესურსს იმისთვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ყველა ტექნიკური და ტექნოლოგიური რისკი, რაც ახლავს ამ საქმეს, ეს კი წარმატებული ხელოვნური განაყოფიერების ერთ-ერთი საფუძველია. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი – მივანიჭოთ ბედნიერება და სიხარული ადამიანებს, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდათ შვილები.
კლინიკა „ლანცეტი“ აცხადებს პაციენტების მიღებას უფასო კონსულტაციებზე, რომელშიც შედის პაციენტის გასინჯვა, დაავადების ისტორიის გადახედვა, ჩატარებული გამოკვლევების ანალიზი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, საჭირო გამოკვლევების გეგმა.
აქცია გრძელდება პირველ სექტემბრამდე!
კლინიკაში, ასევე, გამოცხადებულია ერთკვირიანი უფასო აქცია ორთოპედიულ და ტრავმატოლოგიურ განყოფილებებში.
P.S. მიიღეთ მონაწილეობა სამედიცინო ცენტრის უფასო აქციაში! ანდეთ თქვენი ჯანმრთლეობა „ლანცეტის” პროფესიონალ ექიმებს! ეწვიეთ სამედიცინო ცენტრ „ლანცეტს”, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, აგრარული უნივერსიტეტის ასახვევთან.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე: 2 101 100.