რა „სიურპრიზებს“ გვთავაზობს ზაფხული
წელიწადის დროებს შორის ზაფხული ყველაზე საყვარელია. ეს ის პერიოდია, როცა ნანატრი შვებულება დასვენებისა და დროის საუკეთესოდ გატარების საშუალებას გვაძლევს. თუმცა, შესაძლოა, გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა არათუ ის მოლოდინი არ გაამართლოს, რომელსაც ზაფხულისგან ველოდით, არამედ, სერიოზული პრობლემებიც შეგვიქმნას. საუბარია მთელ რიგ დაავადებებზე, რომელთა პროვოცირებასაც ზაფხულის სიცხეები იწვევს, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სწორედ ამ პერიოდში ვერ ვუთმობთ ჯეროვან ყურადღებას იმ პროდუქტების ხარისხს, რომელთაც საკვებად ვიყენებთ. ძირითადად ვიკვებებით სწრაფი კვების ობიექტებში, დავდივართ ქალაქგარეთ პიკნიკებზე, პირდაპირ პლაჟზე მივირთმევთ ხილსა და საზამთროს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი პროდუქტი ზაფხულში მალე ხდება საკვებად უვარგისი და, არცთუ იშვიათად, მარკეტები ვერ უზრუნველყოფენ მათი შენახვის პირობებს. ამიტომაც, სწორედ ზაფხულზე მოდის ისეთი დაავადებების რისკის მაღალი დონე, როგორიცაა: დიარეა, მეტეორიზმი, გასტროენტერიტი, პერესტალტიკის დარღვევა, ასევე, დიზინტერია და დისბაქტერიოზი. შეიძლება ბუტერბროდით ან სენდვიჩით ერთმა წახემსებამ ან ერთმა ნაჭერმა საზამთრომ დიდი ხნით გაგვიუარესოს ჯანმრთელობა. საფრთხის წინაშე დგანან ბავშვებიც, რომლებსაც, მოზრდილებისგან განსხვავებით, პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვაც უჭირთ.
როგორ დავიცვათ თავი ამ რეალური უსიამოვნებებისგან?! უკვე არსებობს უნიკალური რეჰიდრატაციული საშუალება, ფრანგული პრეპარატი ალტაფლორა – ელექტროლიტი. მისი მიღება დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას არის შესაძლებელი, თანაც, ექიმის დანიშნულების გარეშე; არ გააჩნია არანაირი უკუჩვენება და აბსოლუტურად უსაფრთხოა; არ არის შეზღუდული მისი მოხმარების არეალი. ალტაფლორას მიღება შეუძლიათ ბავშვებსაც. ალტაფლორა არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, შაქარს, ლაქტოზას და ფრუქტოზას და ამიტომ მას მოიხმარენ დიაბეტით დაავადებულებიც.
ალტაფლორას შემადგენლობაში შედის ორგანიზმისთვის აუცილებელი ყველა ელემენტი: ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის გლუკონატი, მაგნიუმის გლუკონატი და პრობიოტიკები.
ალტაფლორა ელექტროლიტი სწრაფად აღადგენს წყლისა და ელექტროლიტების დანაკარგს, ამცირებს დიარეის მოცულობასა და ხანგრძლივობას, აქვს ვანილის სასიამოვნო არომატი და მოსახერხებელი გამოშვების ფორმა (წყალში ხსნადი პაკეტები).
დოზირება: ბავშვებს 1 წლიდან, შეგიძლიათ, მისცეთ ერთი პაკეტი დღეში; მოზრდილის ნორმაა 1-2 პაკეტი დღეში: იხსნება 200 მილილიტრ წყალში (დიარეის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია, გაიხსნას რძეშიც).
ალტაფლორა შეუცვლელია არასწორი დიეტების დროს.
თამარ მეგრელიშვილი (ექიმი-ინფექციონისტი, პროფესორი): ეს არის ძალიან კარგი და ეფექტური საშუალება გულის რევის, ღებინების და ნაწლავური აშლილობების დროს. მისი ეფექტურობა განისაზღვრება იმითაც, რომ თამამად შეიძლება გამოვიყენოთ 2 წლიდან ზემოთ. ალტაფლორა ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმ პრეპარატებს შორის, რომლებიც დღეისთვის მთელ მსოფლიოში ფართოდაა მიღებული ინფექციური დიარეული დაავადებების სამკურნალოდ. ხშირ შემთხვევაში, ის გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ინტრავენური ხსნარები, იწოვება ადვილად და სწრაფად აღადგენს საჭირო მინერალების ბალანსს; ასევე, უხვად შეიცავს ეგრეთ წოდებულ „მეგობარ“ ბაქტერიებსაც. ამიტომაც, ინფექციონისტები ფართოდ ვიყენებთ ალტაფლორას გაუწყლოების შემთხვევაშიც. ის სრულიად უსაფრთხოა და არანაირი უკუჩვენება არ გააჩნია.
P.S. ალტაფლორა – ელექტროლიტის შეძენა შეგიძლიათ საქართველოს აფთიაქებში, რეცეპტის გარეშე.
კომპლექსური საკვები ბიოდანამატი.