ერთი – ოთხზე
Nothing personal
რაკი ამ ბოლო დროს ისე გავეშებულან ჩვენი თანამემამულე მამაკაცები (მადლობა ღმერთს, სულ ყველანიც არა), რომ ცოლებსა და მეგობარ ქალბატონებს დარევიან (მკვლელობების რიცხვმა საგრძნობლად იმატა ამ მხრივ), დავინტერესდით ძალადობის ფაქტების სტატისტიკით.
აღმოჩნდა, რომ შსს-ს 2007 წლიდან 2014-ის ივნისამდე 1 102 ძალადობის ფაქტი აღუნუსხავს, რომლებშიც 2 223 პირი იღებდა მონაწილეობას და, ბუნებრივია, მოძალადეებს შორის მამაკაცები (1 014) ჭარბობენ, მოძალადე ქალების რიცხვი შეუდარებლად მოკრძალებულია, სულ რაღაც, 82.
ოჯახური ძალადობის სახეობებიდან ჩვენს სამშობლოში ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური ძალადობა ყოფილა (საერთო რაოდენობის 55 პროცენტი), ფიზიკურ ძალადობას მოძალადეთა ოდენ 36 პროცენტი მიმართავს, ხოლო დანარჩენ ადგილებს ძალადობის სხვა, უფრო კრეატიული ფორმები ინაწილებენ.
სისხლისსამართლებრივი დევნა 2014 წლის ივნისის ჩათვლით 310 პირის მიმართ განხორციელებულა, საიდანაც მამაკაცია 2 890, ხოლო ქალი – 21. რაც უნდა სამწუხარო იყოს, ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში მომხდარა, ამის ფონზე კი შეუდარებლად მშვიდობიანად გამოიყურება კახეთი – საქართველოს რეგიონებს შორის ძალადობის მაჩვენებლით მას ბოლო ადგილი უჭირავს.
სტასტიტიკა აშკარად ასიმეტრიულია (მოძალადე ქალები 8 პროცენტსაც ვერ „ქაჩავენ“), შესაბამისად, ვფიქრობ, მონაცემთა გაუმჯობესების, ანუ გენდერული ბალანსის დამყარების მიზნით, თითო ქალმა, გათანაბრებამდე, თავის თავზე, სულ მცირე, ოთხ კაცზე ძალადობა უნდა აიღოს, თორემ, ხომ შევრცხვით ევროკავშირის მასშტაბით!
P. S. ძვირფასო მამაკაცებო, It’s just business, nothing personal! –