დეველოპერული კომპანია „m2“ თამარაშვილის ქუჩაზე ახალ სამშენებლო პროექტს იწყებს
კომპანია „m2“ სამშენებლო ბაზარზე დამკვიდრების დღიდან ცდილობს, მომხმარებელს მნიშვნელოვანი პროექტები წარუდგინოს. კომპანიის წარმატებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის ნოვატორული მიდგომები, სწორად გათვლილი მენეჯმენტი და მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა.
დეველოპერულმა კომპანია „m2-მა” ამჯერად თამარაშვილის ქუჩა ¹6-ში ახალი სამშენებლო პროექტის „m2 თამარაშვილზე“ დაწყების შესახებ განაცხადა მასმედიისთვის სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ირაკლი ბურდილაძე (კომპანია „m2-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): თავდაპირველად, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი ახალი პროექტი გამოირჩევა მოსახერხებელი მდებარეობით, რადგან კომპლექსთან მოხვედრა შესაძლებელია როგორც ვაკე-საბურთალოს გზიდან, ასევე, ყაზბეგის გამზირიდან. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი საერთაშორისო-საფინანსო კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერაა დაფინანსებული. დაფინანსების საერთო მოცულობა 14 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, საიდანაც 4 მილიონი ამერიკული დოლარი კანადის მთავრობამ გამოყო, უშუალოდ ენერგოეფექტური მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობის მიზნით. „m2 თამარაშვილზე“ 23 პროცენტამდე ენერგოეფექტური სახლი იქნება, რაც მცხოვრებლებს, კომუნალურ ხარჯებსა და გადასახადებს დაუზოგავს. საცხოვრებელ კომპლექსში იქნება 24-საათიანი დაცვის მომსახურება, ასევე, სადარბაზოების, ლიფტების დასუფთავება და გარე გამწვანების მოვლა. ახალი 270-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, განთავსებულია 19 სართულზე, საიდანაც პირველი სართული მთლიანად ავტოსადგომს დაეთმობა. თითოეულ ბინას მთლიან ფასადზე გახსნილი ვიტრაჟული კარ-ფანჯარა და აივნები ექნება. პროექტს უნიკალურს ხდის არსებული გამწვანებული გარემო, მრავალწლიანი ნარგავები კორპუსის მახლობელ სკვერებში. კომპანია ზრუნავს საკუთარ მობინადრეებზე და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ დაზოგონ დრო და ენერგია. ბინის მფლობელები პირდაპირ შეძლებენ შესვლას და ცხოვრებას, უკვე გარემონტებულ ბინებში, სადაც მათ ასევე, დახვდებათ, „m2-ისგან” საჩუქრად იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. რაც შეეხება ბინის დაგეგმარებას, ინტერიერის დიზაინს და სარემონტო მასალებს მობინადრის მოთხოვნის და გემოვნების თანახმად შეირჩევა. „m2 თამარაშვილზე“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დასრულდება.
რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, დეველოპერული კომპანია „m2” მომხმარებელს ორ ახალ სამშენებლო ხაზს შესთავაზებს: უფრო ხელმისაწვდომი ოპტიმალური ხაზი, რომლის შემთხვევაშიც, ოროთახიანი, სრულად გარემონტებული ბინის ფასი დაიწყება 29 000 აშშ დოლარიდან; ასევე, მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის განკუთვნილი პრემიუმ-ხაზი, რომლის შემთხვევაშიც, თითოეული პრემიუმ-კლასის ბინა ინდივიდუალურად იქნება მორგებული მფლობელის საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს.