მწვადი გიორგი სუხიტაშვილისგან
ღორის ხორცი დავჭრათ დიდ ნაჭრებად, მოვათავსოთ ბროწეულის წვენში, მოვაყაროთ პილპილი, წითელი წიწაკა, სვანური მარილი, სხვადასხვა სუნელი, დაფნის ფოთოლი. გავაჩეროთ 3-4 საათის განმავლობაში და ჩაბასტურმებული ხორცი შევწვათ შამფურზე ნელ ნაკვერჩხალზე, რათა მწვადი კარგად შეიწვას ორივე მხრიდან და ცვრიანი და გემრიელი გამოვიდეს.
ასე შემწვარ მწვადს ძალიან უხდება ახალი თონის პური, გუდის ყველი, კიტრისა და პომიდვრის სალათა, რეჰანით... და, რა თქმა უნდა, წითელი ღვინო და ბუნება.