ფლავი ქათმით
საჭირო ინგრედიენტები: 3 ნაჭერი ქათმის ფილე, 1 კილოგრამი სტაფილო, 1 თავი ხახვი (დიდი ზომის), 1 ჭიქა ზეთი, 0,5 კილოგრამი ბრინჯი, 1 სადილის კოვზი მშრალი ქინძი, 5 კბილი ნიორი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ფილე დაჭერით 3-4 სანტიმეტრი ზომის კუბიკებად. ხახვი დაჭერით მოზრდილ კუბიკებად. სტაფილო გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე. ნიორი გაარჩიეთ. უწვავძირიან ქვაბში გააცხელეთ ზეთი და მასში ხახვი ზუსტად ერთი წუთი შუშეთ. ჩაუმატეთ ქათამი. როცა ხორცი მოიშუშება და გათეთრდება, ჩაუმატეთ ნიორი, მარილი, ქინძი. მაშინვე ჩაყარეთ სტაფილო და აურიეთ. დაუმატეთ გარეცხილი ბრინჯი. დაასხით იმდენი წყალი, რომ ბრინჯი ერთი თითის სისქეზე დაიფაროს. საშუალო ცეცხლზე ხარშეთ, დავდახურულ მდგომარეობაში. 20 წუთის შემდეგ ახადეთ თავი და ნახეთ. აკურატულად ამოურიეთ და 3-4 წუთში გამორთეთ. დააფარეთ თავსახური და 20 წუთი გააჩერეთ. უგემრიელესია.