დაბეგვილი ხორცი ცომში
საჭირო ინგრედიენტები: ქათმის ან ღორის რბილი ხორცი – 400-500 გრამი. 300 მილილიტრი წყალი, 300 გრამი ფქვილი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 100 გრამი მაგარი ყველი, 100 გრამი ისპანახი, 100 გრამი ქამა სოკო, 1 კვერცხი, 1 სადილის კოვზი არაჟანი, 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, მარილი, პილპილი, ცოტა უცხო სუნელი.
მომზადების წესი: ორი სადილის კოვზი ზეთი და წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე. ფქვილი ჩაყარეთ ღრმა თასში და ჩააღრმავეთ. ჩაასხით ზეთიანი წყალი. უყავით ცოტა მარილი და ჯერ კოვზით, მერე კი ხელით მოზილეთ. გააჩერეთ გაღვივებამდე. ცივ ცომზე მუშაობა უფრო მარტივია. მოამზადეთ სატენი: სოკო დაჭერით წვრილად, დაასხით ლიმონის წვენი, უყავით მარილი, პილპილი და ცოტა ხანი გააჩერეთ. მერე მოშუშეთ და სულ ბოლოს დაუმატეთ ცოტა ფქვილი. ისპანახი წვრილად დაჭერით, შეურიეთ გახეხილი ყველი, დაუმატეთ კვერცხი, მდოგვი, არაჟანი და ყველაფერი ეს, კარგად აურიეთ მომზადებულ სოკოში. ხორცი კარგად დაბეგვეთ, მოზრდილი, მთლიანი ნაჭერი უკეთესია. თუ გულდასმით დაბეგვავთ ძალიან დიდი უნდა გამოვიდეს. მოაყარეთ მარილი, პილპილი და გაყავით ოთხად. დაუბრუნდით ცომს. გაყავით 8 ნაწილად. თითოეული თხლად გააბრტყელეთ და დადეთ ზედ ხორცი. შემდეგ გადაუსვით სოკოს ნაზავი და დააფარეთ მეორე ცომი. გვერდები ჩებურეკივით ამოუკეცეთ. დაამზადეთ 4 ცალი ასეთი ღვეზელი და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. ჩანგლით ცოტა ჩაჩხვლიტეთ.