ქათამი ყველის სოუსში – „ჩიტის რძე“ქათამი ყველის სოუსში – „ჩიტის რძე“
საჭირო ინგრედიენტები: ცოტა წყალი, 4 კბილი ნიორი – თუ ცხარე არ გიყვართ, ნივრის რაოდენობა 1 კბილამდე შეამცირეთ. 400 გრამი მდნარი ყველი, 800 გრამი ბარკლის ძირი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: ბარკლის ძირები მოათავსეთ ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, რომ ხორცი 2 თითის დადებაზე დაფაროს. მოაყარეთ პილპილი. მარილი უმჯობესია, ბოლოს მოაყაროთ. საშუალო სიძლიერის ცეცხლზე შუშეთ ბარკლები, ხუფის ქვეშ, ერთი საათის განმავლობაში, რომ ხორცი მოიხარშოს. ბულიონი მოცულობაში რომ დაიკლებს, ჩაყარეთ მასში ყველის ფირფიტები და იქამდე ურიეთ, სანამ არ გადნება. გადმოდგით ქვაბი და გააჩერეთ თავდახურული, კიდევ 10 წუთი. დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი და გარნირად მოხარშეთ ბრინჯი. კარგია შემწვარ კარტოფილთან ერთადაც. შეგიძლიათ, მოაყაროთ დაჭრილი მწვანილი.