კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „აიწყვიტეს“ სტუმრებმა ლევან ჯავახიშვილის ქორწილში

25 ივნისს თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში არსებულ რესტორან „აკადემიაში”, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის” ყველაზე სიმპათიური წამყვანის, „ორი ვარსკვლავის” ფინალისტის, ლევან ჯავახიშვილის და „ტვ 3-ის” უმშვენიერესი ჟურნალისტის, მარიკუნა ოშხნელის ქორწილი შედგა. ექსკლუზიური ინფორმაცია ლევანის სიყვარულისა და მომავალი ქორწილის შესახებ „ეკა ხოფერიას თოქ-შოუდან” შეიტყო მაყურებელმა. „ორი ვარსკვლავის” ფინალისტებთან ერთად მოწვეული იყო მარიკუნა ოშხნელიც. ტელეკომპანია „იმედის” ხელმძღვანელობამ, „ეკა ხოფერიას თოქ-შოუმ” და „ორმა ვარსკვალვმა” ერთობლივად, პირდაპირ ეთერში წყვილს სიურპრიზი მოუწყო. ლევანი და მარიკუნა მაღაზია „ბრესლესისგან”, ფრანგული სილამაზის სალონ „ფრანკ პროვოსგან”, „მარი გოლდისგან”, რესტორან „აკადემიისგან”, ქართული საიუველირო წარმოება „ზარაფხანასგან”, ტურისტული კომპანია „ტური ჯისგან” და სამშენებლო კომპანია „დაგისგან” დასაჩუქრდნენ. 

რესტორან „აკადემიის” მთავარი დიასახლისის, თაკო დოლაბერიძის დამსახურებით 25 ივნისს „აკადემიაში,” საღამოს 7 საათისთვის ყველაფერი ზღაპრულად მოეწყო, ეზო ლამაზი ყვავილებით იყო მორთული. განსხვავებული იყო ფურშეტიც – მრავალფეროვანი კერძებითა და სასმელებით. სტუმრებმა ნელ-ნელა დაიწყეს მოსვლა, ნეფე-პატარძალი კი აგვიანებდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ  „ორი ვარსკვლავის” მონაწილეები, „იმედის” თანამშრომლები და სხვა ტელეკომპანიების ცნობილი სახეებიც. ყველა მოუთმენლად ელოდა ნეფე-პატარძლის გამოჩენას. დაახლოებით 8 საათისთვის, ისინიც გამოჩდნენ. ხელის მოწერის ცერემონიალი იქვე შედგა, მეჯვარეებს შორის იყვნენ ეკა ხოფერია და ინგა გრიგოლია. საჩუქრები, რა თქმა უნდა, ქორწილშიც გაგრძელდა. „თი ბი სი” ბანკმა ნეფე-პატარძალს ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე დასასწრები ბილეთები გადასცა. „ვარსკვლავებმა” ბევრი იმღერეს და იცეკვეს. „ორი ვარსკვლავის” მონაწილეებმა რუსა მორჩილაძის „პაჩკა პაჩკა დოლარები” შეასრულეს. ლელა წურწუმიამ ასევე რუსა მორჩილაძის ცნობილი სიმღერა „ალალ მე” იმღერა. იყო ტრადიციული თაიგულის გადაგდება, ტორტის გაჭრა, ფოიერვერკი. ანრი ჯოხაძე იმდენად ნასიამოვნები დარჩა ქორწილით, რომ ინგა გრიგოლიას რამდენჯერმე სთხოვა ცოლობა. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდნენ ლელა წურწუმია, რუსა მორჩილაძე და დალი ჩიტალაძე, რომლებიც ლელას ანეკდოტებსა და გამონათქვამებზე ხმამაღლა იცინოდნენ. წვეულებამ ღამის 2 საათამდე გასტანა. 

„თბილისელები” ულოცავს ლევანსა და მარიამს გაბედნიერებას და უსურვებს გამრავლებას!

скачать dle 11.3