კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ლაროშფუკო: არსებობს ცუდი თვისებები, რომელთა ერთობლიობაც დასაბამს აძლევს დიდ ნიჭს.

ავრელიუსი: ბიწი საერთოდ ვერ ვნებს სამყაროს, ერთი ნაწილის ბიწიერება კი – მეორე ნაწილს, რადგან, თუ ვნებს, მხოლოდ მას, ვისაც ძალუძს თავი დაიხსნას ბიწისგან, თუკი ისურვებს.

მოცარტი: ღმერთის შემდეგ მამა მოდის.

ტოლსტოი: რა არასასიამოვნოა სხვებისთვის მრისხანება და, უარესია, მისთვის ვინც განიცდის, რადგან ის, რაც მრისხანებაშია დაწყებული, სირცხვილით მთავრდება.

საადი: ის, ვინც რჩევებში მზეა და ომში – ლომი, გონებით იმორჩილებს მრისხანებას თავისას.

სუხომლინსკი: შვილის აღზრდის დროს, განამტკიცებ რა შენს ადამიანურ ღირსებას, საკუთარ თავსაც აღზრდი.

რუსო: იცით, რა არის ყველაზე ნამდვილი მეთოდი, რომ თქვენი ბავშვი უბედური იყოს? მიაჩვიოთ იმას, რომ არაფერზე უარი არ უთხრან.

ბალზაკი: არსებობისთვის ბრძოლა და ერთმანეთის სიძულვილი – ესაა ერთადერთი რამ, რაც ადამიანებს აკავშირებს.

ესქილე: ბრძენი ის არის, ვინც იცის საჭირო და არა ბევრი.

ციცერონი: სიბერეში ისე არაფერს უნდა მოვერიდოთ, როგორც სიზარმაცესა და უსაქმურობას.

კამიუ: სიბერე გრძნობიდან თანაგრძნობაზე გადასვლას ნიშნავს.

კონფუცი: წვრილმანებში თავშეუკავებლობას დიდი საქმის დაღუპვა შეუძლია.

ჰიუგო: სამშობლოს შერცხვენა მისი გაცემის ტოლფასია.

პლატონი: სამშობლოს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე მშობლებს.

ბრეხტი: ხელოვნება უნდა იყოს აღზრდის საშუალება, ხოლო მისი მიზანი – სიამოვნება.

დიდრო: ხელოვნება არის ჩვეულებრივში არაჩვეულებრივისა და არაჩვეულებრივში ჩვეულებრივის პოვნის უნარი.

ბიორნე: ძალაუფლების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იცოდეთ: სხვები ჩვენზე უფრო მშიშრები არიან.

შამფორი: უბედურია ის, ვინც ჭკვიანია, მაგრამ, ამასთან ერთად, ძლიერი ხასიათი აქვს.

პასკალი: რატომ არის, რომ კოჭლი ადამიანი არ გვაღიზიანებს, ჭკუით კოჭლი კი გვაღიზიანებს? კოჭლს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩვენ დავდივართ სწორად, ხოლო ჭკუით კოჭლი ამტკიცებს, რომ, ის კი არა, ჩვენ ვკოჭლობთ.

გარდნერი: მამაკაცმა, რომელიც ქალს დახმარების მიზნით მკლავში ხელს ჩასჭიდებს, მეტწილად, ზუსტად არ იცის, სად მთავრდება მკლავი.

გოლდსმიტი: ქალის ხასიათი ხშირად მისი სილამაზის მიხედვით ყალიბდება.

скачать dle 11.3