კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა დაჭერას ლონდონელი „დეზის” გამო დათო დარჩია და რატომ ვერ ეტევა აკვარიუმში მისი თევზი „მაილი”

მსახიობ დათო დარჩიას ცხოველებთან ურთიერთობა, არცთუ ისე სასიამოვნო ფაქტებს უკავშირდება და რომ არა, მისი ქალიშვილის დაჟინებული თხოვნა, გადაწყვეტილი ჰქონდა, სახლში ოთხფეხა აღარ გაეჭაჭანებინა. თუმცა, ახლა მას ორი წლის დეზი ჰყავს, რომელსაც მოფერებით დეზდემონას ეძახის და მასთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. თუ რატომ ვერ აიტანა მან ტიბეტური მეცხვარის ჯიშის ძაღლი სახლში, ვინ დაუტოვა ფეხზე საკმაოდ დიდი ნაიარევი და რატომ უნდა შავი კოკერსპანიერების ყოლა, ამაზე თავად გიამბობთ.


დათო დარჩია: ბავშვობაში, საკუთარ სახლში ვცხოვრობდით. მამამ „ავჩარკის” ჯიშის ძაღლი მოიყვანა და ის განცდა ახლაც მახსოვს. რექსი ერქვა და უსაყვარლესი ვინმე იყო – რაღარცნაირად „დასტოინი”. კარზე კი ეწერა: „ეზოში ავი ძაღლიაო”, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ იყო. თუმცა, არ დამავიწყდება, სადღაც ვიყავით წასული და ვიღაცეები შესულან ეზოში. რექსიმ კი შეუშვა ისინი, მაგრამ უკან აღარ გამოუშვა და დაატყვევა, სანამ მამა არ მივიდა. ეზოში გარგარი გვედგა და იმათ თავი უმართლებიათ, ამის საჭმელად შემოვედითო. მაგრამ, ფაქტია, შეიპარნენ და რექსი რომ არა, ვინ იცის, რას წაიღებდნენ სახლიდან. 

ეს ძაღლი რომ მოკვდა, ის ტრაგედია ცუდად ჩამრჩა. მაშინ ვთქვი, ძაღლი სახლში აღარ მეყოლება-მეთქი და ამ სიტყვას ვასრულებდი. 

– მერე, რატომ გადაიფიქრე?

– შვილმა, ელენიკომ ისე დაიჟინა, ძაღლი მიყიდეთო, უარი ვეღარ ვუთხარით. არადა ვიცი, როგორი მოვლა უნდა, სეირნობა, ჭამა, ბანაობა, აცრები და ამისთვის სად მცალია?! ელენიკომ დაგვარწმუნა, მე მოვუვლიო, წავიდა მაღაზიაში და იყიდა სამას ლარად ულამაზესი დეზი. ისე შემაყვარა თავი, ვერ წარმოიდგენთ. სხვათა შორის, დეზი ინგლისელია, დედ-მამა ბონი და კელი ჰყავს და ლონდონური მანერები აქვს (იცინის). ჯერ ჩემს გვარს არ ატარებს, პასპორტში დარჩია არ უწერია. მე არ ვაძლევ ჩემს გვარს. რომ გათხოვდება, ატაროს, ბატონო, იმისი გვარი. დეზი გოგოა და დეზდემონასავით იპრანჭება ხოლმე. ამიტომ, ხანდახან მოფერებით დეზდემონასაც ვეძახით.

– თქვენს დეზდემონას, ოტელოსთან ურთიერთობაში როგორ აქვს საქმე?

– დეზი ორი წლისაა და თავიდანვე მონდომებული იყო ოტელოებთან ურთიერთობისთვის, ყველას ეკიდებოდა. ახლა კი, რაც წლები მოემატა, ცოტა „დასტოინი” გახდა, თავს იფასებს. თავად მოწითალო ბეწვი აქვს და მინდა, შავ კოკერსპანიელთან შეჯვარდეს, იქნებ შავი ლეკვები გააჩინოს და ლამაზი  ზანგების ბაბუა გავხდე (იცინის). სხვათა შორის, თევზიც გვყავს აკვარიუმში, მაილი ქვია. სანამ პატარა იყო, ეტეოდა აკვარიუმში, გაიზარდა და გაიჭედა. ახლა 200-ლარიანი აკვარიუმი უნდა და თუ ჩემი მთელი ფული ძაღლისა და თევზის მოვლაში წავიდა, რა ვაჭამო ოჯახს? (იცინის).

– სიმართლე გითხრა, გამიკვირდა, კუდი რომ არ აქვს მოჭრილი. ზოგადად, ამ ჯიშის ძაღლებს კუდი არ აქვთ.

– რომ მოვიყვანეთ, ორი თვის იყო და მითხრეს, ლონდონში აღარ აჭრიან კუდებს ამ ჯიშის ძაღლებსო. თან, ზაფხული იყო და ვიფიქრე, არ გაუმიზეზდეს-მეთქი. შემეცოდა კიდეც და არ მოვაჭერი. ახლა, ძალიან, მომწონს რომ ალაქუცებს თავის ლამაზ კუდს აქეთ-იქით. ძალიან წყნარი და ჭკვიანია. ისე შეგვაყვარა თავი, ამის მოფერებაში ვართ სულ. არადა, ყველა ძაღლს ვერ ავიტან. მაგალითად, არ დამავიწყდება, ჩემი მეუღლის მეგობარმა დაგვიტოვა ძაღლი, „ჩაო-ჩაო” – ტიბეტური მეცხვარის ჯიშის, სადღაც მივდივარ და ცოტა ხანი მოუარეთო. არ მესიამოვნა, მაგრამ რაღას ვიზამდი. მთელი ღამე არ დამაძინა, ისე ხვრინავდა. ეს ავიტანე, მაგრამ აშკარად ვგრძნობდი, ჩემი ცოლის გარდა, ვერავის გვიტანდა. მე ხომ საერთოდ, ვერ მოუვედი თვალში. მოკლედ, ბიჭები მყავდა სახლში, დგას ეს ძაღლი და გვიყურებს. დავუყვირე, გადი-მეთქი, შემომიღრინა. მეც არ დავუთმე, ვის უღრენ შენ-მეთქი და ხელი ავუქნიე. უკან დაიხია, ვიფიქრე, შეეშინდა-მეთქი და მოვეშვი. თურმე, ასე იციან ამ ჯიშის ძაღლებმა, უკან იხევენ, რომ „აკრიფონ” და გამოქანდნენ. ეს ნაძირალა არ გამოვარდა მეცა ფეხზე? ისე ჩამასო კბილები ფეხში და მიკბინა, ახლაც „შრამი” მაქვს. ისე გავმწარდი და გავცხოველდი, ვიფიქრე, ახლა ამას შევჭამ-მეთქი, მაგრამ გადამირჩა. დამიჯერეთ, რომ არ დაენებებინა თავი დროზე, იქით შევჭამდი. არადა, მაშინ ისეთი დრო იყო, „შმოტკების” შოვნა ჭირდა. ახალი ამერიკული შავი „ლევისები” მქონდა ნაყიდი და ისე დავდიოდი, მიწაზე ფეხს არ ვადგამდი, არ დამესვაროს-მეთქი. იმ საზიზღარმა, არ გამომიბრდღვნა? ისე დავსაჯე, მტრისას, მაგრად მოხვდა. ერთი კვირა, ჩემი მონა იყო, რასაც ვეუბნებოდი მიჯერებდა. მერე, ისევ ღრენა დამიწყო. ვიფიქრე, ახლა, ამასათან თუ კიდევ ჭიდაობა მომიწია, სად მაქვს ნერვები-მეთქი, გავაღე კარი და გავაბრძანე გარეთ. 

– მერე, რა პასუხი გაეცი მის პატრონს, როცა აღარ დახვდა ციმ-ციმ ჩაბარებული ძაღლი?

– უნდა გენახათ, ვითომ როგორ ვინერვიულე (იცინის). ვაიმე, როგორ გაიპარა, ეს რა დაგვემართა-მეთქი. გამოცხადდა საყოველთაო ძებნა და იპოვეს. აი, მაშინ კი ვთქვი, აქ აღარ დავინახო-მეთქი. რა ვქნა, ვერ შევიყვარე და ვერც იმან შემიყვარა. ვერ ვიტან ისეთ ძაღლებს, ტვინში რომ „უჭირთ”. აი, დეზის, სხვანაირად უჭირს – მხიარულია. მირჩევნია, ასე უჭირდეს და არც ღამით ხვრინავდეს, არც იღრინებოდეს, არც შარვლებს მიბრდღვნიდეს და არც „შრამებს” მიტოვებდეს. ერთი მეგობარი მყავს, არაფრის ეშინია – ომში წავა, ტანკს დაუწვება, მაგრამ ძაღლების ეშინია. აი, დეზი ერთადერთი ძაღლია, რომელსაც ეფერება და არ ეშინია. არ დამავიწყდება, ერთხელ ნასვამი ვიყავი. ღამე იყო, გამახსენდა, რაღაცეების ყიდვა მინდოდა, თან ვიფიქრე, გავისეირნებთ-მეთქი. ელენე, მე და დეზი წავედით. ყაზბეგის გამზირის მეორე მხარეს უნდა გადავსულიყავით, უცებ გავარდა დეზი და არ გადაუარა დიდმა მანქანამ? აი, დამიჯერეთ, მაშინვე გამოვფხიზლდი. სამჯერ გადაუარა საწყალს და ვიფიქრე, დავიღუპე-მეთქი, მაგრამ წამოხტა და შიშისგან გავარდა. სამი საათი ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთ. ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა ცრემლი ამხელა კაცს. ეს ნამდვილი კოშმარი იყო. თან, გიჟივით ვიგინებოდი, ვყვიროდი, პოლიციაც კი მოვიდა. რაღას ვიზამდით, დავბრუნდით სახლში და ეზოში არ დაგვხვდა! საწყალი დასისხლიანებული იყო, თვალებიდან სისხლი მოსდიოდა. გავაქცუნეთ ექიმთან და ვუმკურნალეთ. მოკლედ, დაჭერასაც გადავურჩი და კარგი გვარიანი სტრესიც მივიღე დეზის გამო.

– ერთ-ერთ ფილმში, ცხენზე ზიხარ და საკმაოდ კარგი მხედარიც ხარ. ამბობენ, თუ ერთხელ ჩახედა ადამიანმა ცხენს თვალებში, მისი არშეყვარება, შეუძლებელიაო. შენს შემთხვევაშიც ასე იყო?

– ცხენი ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი პირველი როლი მას უკავშირდება. ხუთი წელი ვიღებდით ფილმს, „წარსულის აჩრდილები”, რადგან აფხაზეთის ომს დაემთხვა. ცხენზე მიწევდა ჯდომა და ისე შემიყვარდა ჩემი ცხენი, რეჟისორს ვთხოვდი, არ მინდა „კასკადიორი” თავად შევასრულებ ტრიუკებს-მეთქი. მახსოვს, „ნარკოზა” ერქვა იმ ცხენს, ულამაზესი, მოწითალო ფერის იყო და შუბლი და ფეხები თეთრი ჰქონდა. არაბული იყო და უნდა გენახათ, როგორი დგომა ჰქონდა – აწეული კუდით. ვამაყობდი, რა მაგარი ვარ, ერთხელაც არ გადმოვვარდნილვარ ცხენიდან-მეთქი. არადა, ამბობენ, თუ ცხენმა ერთხელ მაინც არ გადმოგაგდო, კარგი ცხენოსანი ვერ იქნებიო. ერთ დღეს, ისეთი გადამოვვარდი, ცხენოსნობას კი არა, კინაღამ სიცოცხლეს გამოვესალმე. 

– ნარკოზამ გიღალატა?

– არა, ნარკოზამ კი არ მიღალატა, მოიპარეს და სხვა ცხენი მოიყვანეს. თან ბოლო კადრს ვიღებდით და თქვეს, მიაგავს ნარკოზას და ვერ მიხვდებიან, ის რომ არ არისო. მაგრად „გამიტყდა”, მაგრამ რაღას ვიზამდი? შევჯექი, მაგრამ უზანგებში ფეხი არ გავყავი, მუხლებით ვიჭერდი თავს. სწრაფად გავარდა წინ, ვეცი ფაფარზე, მოვქაჩე, ჩავეჭიდე, სულ გადაირია და გაცოფდა. წინ დიდი ხრამი იყო და მივხვდი, წამებში უნდა მეაზროვნა. რაღაც მოძრაობა გავაკეთე, გადმოვხტი და ისე დავეხეთქე, ძლივს ამაყენეს. ცალი თვალით ვერ ვხედავდი, ვიფიქრე, დავბრმავდი-მეთქი, მაგრამ მიწა მქონია შეყრილი. კოჭი კი ისე მტკიოდა, ვიფიქრე, ეტყობა მყესი დამეჭიმა-მეთქი და რომ დავხედე, სულ გადავირიე, ისე მქონდა მოტეხილი, ძვალი იყო გამოჩრილი კანიდან. მოკლედ, ძალიან კი დავილეწე, მაგრამ ბიჭებმა დამაიმედეს, შენ დღეიდან ნამდვილი ცხენოსანი ხარო (იცინის). 

 

скачать dle 11.3