კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ კლავდნენ მეფეს მესოპოტამიაში ახალი წლის დღესასწაულზე

ჩვენს წელთაღრიცხვამდე ოცდამეორე-ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნაზე მეფე ურნამუმ (ურის მესამე დინასტიის დამფუძნებელმა) და მისმა მემკვიდრეებმა ძველი მბრძანებლების მრავალი ტრადიცია აღადგინეს, მათ შორის სიკვდილშემდგომი განცხრომა. შულგის (ურნამუს შვილი) მიერ აშენებული მავზოლეუმის (როგორც ჩანს, მამისთვის) მიწისზედა ნაწილს დიდი ფართობი ეჭირა – 32 მეტრი სიგრძე და 26 მეტრი სიგანე, სათავსები მდიდრულად იყო მორთული ოქროთი. მიწისქვედა ნაწილი 9 მეტრ სიმღრმეზე იყო განთავსებული და ორი უზარმაზარი ოთახისაგან შედგებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი მეფეს ეკუთვნოდა, მეორე კი – ამალას.

 

ანალოგიურად იყო მოწყობილი მესამე დინასტიის სხვა მეფეთა აკლდამებიც და მათშიც არის ნაპოვნი მსხვერპლად შეწირული ადამიანების ნეშტები. მეფე ურნამუ, ისე, როგორც ადრე გილგამეში, გარდაცვლილ მეფეებსა და გმირებს საჩუქრებს უძღვნიდა, მაგრამ ამას იგი მხოლოდ თავისი სახელით აკეთებდა; უფრო მეტიც, საიქიოში მეფეს მაშინვე „მიუჩინეს” რამდენიმე მსახური ადრე გარდაცვლილ შუმერთა რიგებიდან, რაც იმისი ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ იმქვეყნიურ სამყაროში გადასულ მეფეს თავისი ამალა არ ჰყავდა, თუმცა, არქეოლოგიური კვლევები საპირისპიროზე მეტყველებს. დაახლოებით ამ პერიოდიდან შუმერებმა მეფეთა დაკრძალვის ცერემონიალებზე თვითდასახიჩრება – საკუთარ სხეულზე დანით სიმბოლური ჭრილობების მიყენება და სახის დაკაწვრა დაიწყეს, მაგრამ, მათ თავიანთ მბრძანებელთან ერთად სიკვდილი უკვე აღარ მოეთხოვებოდათ.

შუმერის, მოგვიანებით კი ბაბილონის ღმერთები არასდროს გამოირჩეოდნენ სისხლის განსაკუთრებული წყურვილით და, ამიტომ, ღმერთებისადმი ადამიანთა მსხვერპლშეწირვა ტიგროსისა და ევფრატის შუამდინარეთში არ დანერგილა. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ შორეულ წარსულში აქ შეიძლება, არსებულიყო მიწათმოქმედების კულტი, რომელშიც მომაკვდავი და მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის როლი (რომელიც მოკვდავობისა და აღდგომის სიმბოლიზაციას ახდენდა) ადამიანს ევალებოდა. ამასთანავე, როგორც ინგლისელი არქეოლოგი გორდონ ჩაილი წერს, ადამიანი, რომელიც წეს-ჩვეულების აღსრულების დროს ეკისრებოდა „მარცვლის (თესლის) მეფის“ როლი, „მარცვლის მსგავსად, მიწაში უნდა იყოს ჩაფლული, რათა მოგვიანებით ხელახლა გაჩნდეს; ადამიანების მიმართ ეს ნიშნავდა, რომ ის უნდა მოიკლას და შეიცვალოს უფრო ახალგაზრდითა და ძლიერით.”

ადამიანური სისხლი დღესასწაულებზე იღვრებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველა ცოცხალი რჩებოდა. უბრალოდ, ერთობ ეგზალტირებული ქურუმები სადღესასწაულო მსვლელობისას თვითგვემას (შეიძლება, თვითდასაჭურისებასაც) იწყებდნენ, მაგრამ, მთავარი ქმედება სამხიარულო და სიცოცხლის განმამტკიცებელი იყო; ტაძარში მდგარ ოქროს სარეცელზე კი ადიოდა ქალღმერთ იშთარის უმაღლესი ქურუმი ქალი, რათა უსისხლო მსხვერპლად მიეძღვნა თავისი სხეული ღვთაებისთვის.

ღვთაებრივი ქორწინებისგან არც სხვა ბაბილონელი ქალები იკავებდნენ თავს, ისინიც უძღვნიდნენ ღვთაებას მსხვერპლად თავიანთ სხეულს, სხვადასხვა ცნობის მიხედვით კი – ქალწულობასაც. ამ ჩვეულებას ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში აღწერს ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე:

„აი, როგორი ყველაზე სამარცხვინო ჩვევა (ადათი) აქვთ ბაბილონელებს: თითოეული ბაბილონელი ქალი, ცხოვრებაში ერთხელ, უნდა დაჯდეს აფროდიტეს ტაძარში და ფულზე მიეცეს უცხოქვეყნელ მამაკაცს. ბევრი ქალი, რომლებიც ამაყნი არიან თავიანთი სიმდიდრით, შეუფერებლად მიიჩნევს სხვა ქალთა ბრბოში გარევას. ისინი დახურული ოთხთვალებით ჩამოდიან თავიანთ მრავალრიცხოვან მსახურებთან ერთად და ტაძრის მახლობლად ჩერდებიან. აფროდიტეს ტაძრის საღმრთო მონაკვეთში ბევრი ქალი ზის, რომლებსაც თავი წვრილი კანაფის სამაგრებიანი თავსაფრით აქვთ დაფარული. მათგან ზოგიერთი მოდის, ზოგიერთი მიდის. პირდაპირი გასასვლელები ყველა მიმართულებით აცალკევებს მომლოდინე ქალთა ჯგუფებს. ამ გასასვლელებში მიდი-მოდიან უცხოელი მამაკაცები და ირჩევენ ქალებს. აქ მჯდარ ქალს სახლში დაბრუნება მანამდე არ შეუძლია, სანამ რომელიმე მამაკაცი ფულს არ ჩაუგდებს კალთაში და წმიდა ადგილიდან დაშორებულ ადგილას არ შეუერთდება მას. ფულის კალთაში ჩაგდებისას მამაკაცმა მხოლოდ ეს უნდა უთხრას ქალს: „მოგიწოდებ ქალღმერთ მილიტეს მსახურებაზე!“ მილიტეს ასირიელები აფროდიტეს უწოდებენ. გადასახადი შეიძლება იყოს სულ მცირედიც. ფულის აღებაზე უარის თქმა ქალს ეკრძალება, რადგან ეს ფული საღმრთოა. ქალი პირველივე მამაკაცს უნდა გაჰყვეს, რომელმაც ფული გაიღო – უარის თქმა გამორიცხულია. მამაკაცთან დამყარებული კავშირის შემდეგ, როდესაც აღსრულებული აქვს თავისი საღმრთო მოვალეობა ქალღმერთის წინაშე, ქალი მიდის სახლში და მეორედ ვერავითარი თანხის ფასად ვეღარავინ დაეპატრონება მას. ლამაზი და ტანადი ქალიშვილები მალე მიდიან სახლში, ხოლო შეუხედავებს დიდხანს უწევთ ცდა, სანამ ადათს არ აღასრულებენ და, მართლაც, ზოგიერთებს სამი-ოთხი წელიც კი უწევთ ტაძარში ჯდომა“. 

***

ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ბაბილონში რიტუალური სიკვდილი ემუქრებოდა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გახლდათ თვით მეფე და, შეიძლება, იმიტომ, რომ, სხვა ადამიანებისგან განსხვავებით ის ფლობდა ღმრთაებრივ ფუნქციებს. შესაძლოა, უხსოვარ დროში მესოპოტამიაში ახალი წლის დღესასწაულზე მართლაც კლავდნენ მეფეს, როდესაც ის ბერდებოდა და მისი საკრალური ძალა მცირდებოდა, – ასეთი წეს-ჩვეულება ბევრ ხალხში იყო გავრცელებული. გარდა ამისა, მეფე სიმბოლურად პასუხისმგებელი პირი იყო თავისი ქვეშევრდომების მიერ ჩადენილ ცოდვებსა და უბედურებებზე, რაც საკუთარი სისხლით უნდა ჩამოერეცხა. მაგრამ, იმ დროისთვის, რომელთა შესახებ შემონახულია წერილობითი ცნობები, ბაბილონში წარმოიშვა ტრადიცია, რომლის თანახმადაც, მეფე ახალი წლის ზეიმის დღეს, უმაღლესი ქურუმის წინაშე მუხლებზე იჩოქებდა, თავის სახელისუფლო ნიშნებს აძლევდა მას და იფიცებდა, რომ არასდროს არ შეუცოდავს სახელმწიფოს წინაშე. საპასუხოდ ქურუმი მეფის ლოყებზე შემოსცხებდა და ყურებს აუწევდა. ასეთი რიტუალით იცვლებოდა მბრძანებლის შესაძლო სასიკვდილო სასჯელი. ამის შემდეგ მეფეს უნდა ეტირა. ეს ნიშნავდა, რომ მარდუკმა (ქალაქ ბაბილონის მფარველი და ბაბილონის პანთეონის უმაღლესი ღვთაება) დაიჯერა მეფის ფიცი, ნება დართო, ეცოცხლა და შეუნარჩუნა მეფობა.

მაგრამ, ამგვარად მეფისთვის მხოლოდ რიტუალური სიკვდილის აუცილებლობა შეიძლებოდა აეცილებინათ. თუკი მას, წინასწარმეტყველების თანახმად, ნამდვილი სიკვდილი ემუქრებოდა, მეფეს დროებით ჩამოაშორებდნენ ტახტს და მის მაგივრად მეფედ „აკურთხებდნენ“ ბოროტმოქმედს ან მონას, რომელსაც თავს ბედისწერის სასჯელი უნდა დასტეხოდა. თუ ბედისწერის ასეთი სასჯელი იგვიანებდა, ბაბილონელები თვითონ იღებდნენ წინასწარმეტყველების ფუნქციას. მაგალითად, თუ მეფეს უწინასწარმეტყველებდნენ ტახტზე ასვლიდან ასი დღის შემდეგ სიკვდილს, მეასე დღეს „მეფისნაცვალს“ სიკვდილით სჯიდნენ, ხოლო ნამდვილი მეფე კვლავ ტახტზე ადიოდა.

 

скачать dle 11.3