რა მოხდა ამ დღეს
21 ივლისი
1613 – რუსეთში გამეფდა რომანოვების დინასტია.
1773 – რომის პაპმა კლიმენტი მეთოთხმეტემ გააუქმა იეზუიტთა ორდენი.
1789 – ბრძოლა პირამიდებთან, ნაპოლეონ ბონაპარტემ დაამარცხა მამლუქთა არმია.
1969 – ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე.
22 ივლისი
1456 – ბელგრადის ბრძოლაში უნგრეთის სამეფოს რეგენტმა იანოშ ჰუნიადიმ დაამარცხა ოსმალეთის სულთანი – მეჰმედ მეორე და ამით თავისი ქვეყანა დაპყრობას გადაარჩინა (1526 წლამდე).
1796 – დაარსდა ქალაქი კლივლენდი (ამერიკის შეერთებული შტატები).
1898 – სოფელ შუშენსკოეში შედგა ვლადიმირ ულიანოვისა და ნადეჟდა კრუპსკაიას ქორწილი.
23 ივლისი
1901 – გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა დაადგინა, რომ შავი ჭირის გადამტანები არიან რწყილები, რომლებიც თავის მხრივ „გადააქვთ“ ვირთხებს.
1944 – მაიდანეკი გახდა პირველი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც გაათავისუფლეს ანტიფაშისტურმა ძალებმა.
1995 – მიგელ ინდურაინი მეხუთედ გახდა „ტურ დე ფრანსის“ გამარჯვებული.
24 ივლისი
1704 – ინგლისელმა ადმირალმა ჯონ რუკმა ხელში ჩაიგდო ესპანეთის ჰიბრალტარი (დღემდე ინგლისის სამფლობელოა).
1783 – გეორგიევსკის ტრაქტატი გაფორმდა ქართლ-კახეთსა და რუსეთის იმპერიას შორის.
1911 – ამერიკელმა არქეოლოგმა ჰაირემ ბიგჰემმა პერუში აღმოაჩინა ინკების „დაკარგული ქალაქი“ – მაჩუ პიქჩუ.
1956 – რუსეთში დაარსდა ფიზიკოსთა ქალაქი – დუბნა.
25 ივლისი
1261 – ბიზანტიის იმპერატორმა მიხეილ მერვე პალეოლოგოსმა დაიბრუნა კონსტანტინოპოლი, გაუქმდა ლათინთა იმპერია.
1909 – ფრანგმა ლუი ბლერიომ პირველმა გადაუფრინა ლა-მანშს თვითმფრინავით.
1943 – იტალიაში დაემხო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი.
1946 – ატოლ ბიკინზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ააფეთქა თავისი პირველი წყალბადის ბომბი.
26 ივლისი
1788 – ბრიტანელმა კოლონისტებმა დააარსეს ქალაქი სიდნეი (ავსტრალია).
1847 – ლიბერია გახდა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა აფრიკის კონტინენტზე.
1908 – ამერიკის შეერთებული შტატებში დაარსდა გამოძიების ფედერალური ბიურო.
1952 – ეგვიპტეში დაემხო მონარქია – მეფე ფარუქი გადადგა.
27 ივლისი
1794 – თერმოდორის გადატრიალებამ პარიზში წერტილი დაუსვა იაკობინელთა დიქტატურას.
1830 – პარიზში დაიწყო, ეგრეთ წოდებული, ივლისის რევოლუცია, რამაც დაამხო ბურბონთა დინასტია.
1953 – დასრულდა კორეის ომი. კორეა შუაზე გაყოფილი დარჩა.