კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო მოუკლა მამაკაცმა ყოფილ შეყვარებულს დედა და შვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია ქალაქ ახალქალაქის სოფელ გოგაშენში, 2014 წლის 10 ივლისს მომხდარი მკვლელობის შესახებ.

1983 წელს დაბადებულმა გენადი ი-ძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან 5 გასროლის შედეგად, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ახალხალაქის მკვიდრს, 1965 წელს დაბადებულ მელანია ქ-შვილს და მის შვილიშვილს, 2013 წელს დაბადებულ კატერინა ნ-ძეს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად, ის რამდენიმე საათში, სოფელ გოგაშენთან, ტყეში დააკავეს.

გენადი ი-ძე 2011 წელს პასუხისგებაში იყო მიცემული სსკ-ის 151-ე მუხლით, მუქარის ბრალდებით. ბრალდებული გარდაცვლილი ქალბატონის ქალიშვილს ემუქრებოდა.

ამჯერად მას ბრალი ედება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე. რაც ითვალისწინებს სასჯელს სსკ-ის 109-ე მუხლით.

იმ პიროვნებებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, სოფელ გოგაშენის დეპუტატს, ბატონ დავით თავართქილაძეს მივმართეთ. მან შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა.:

– მომხდარ დანაშაულში ბრალდებული, გენადი ი-ძე, აჭარაში, სოფელ იაკობაძეებში დაიბადა 1983 წელს. მაგრამ 1989-1990 წლებში ის მთავრობამ ახალქალაქის სოფელ გოგაშენში ჩამოასახლა, იმის გამო, რომ მისი ოჯახი სტიქიით დაზარალებულთა შორის მოხვდა.

2011 წელს მან მოიხადა სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც გარდაცვლილი ქალბატონის ქალიშვილისადმი მუქარის გამო დაეკისრა.

გარდაცვლილი ქალბატონი მელანო ქ-შვილი დაიბადა 1965 წელს და ცხოვრობდა ქალაქ ახალქალაქში. მკვლელობის დღეს ის სოფელ გოგაშენში, თავისი ძმის სახლში დასასვენებლად იყო ჩასული ქალიშვილთან, სიძესთან და შვილიშვილთან ერთად. მისი ქალიშვილი – გულიკო ქ-შვილი დაქორწინებულია რამაზ ნ-ძეზე. კატერინა – ბავშვი, რომელიც ამ შემთხვევის მსხვერპლი გახდა, მათი შვილია. ბავშვი გერმანიის მოქალაქეა, რადგან იქ დაიბადა. დედამისი, გულიკო ქ-შვილი დაახლოებით ორი წელიწადია, რაც გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა ჯერჯერობით მოქალაქე არ არის. ბავშვის მამა, რამაზ ნ-ძე კი უკვე დიდი ხანია, რაც გერმანიაშია. ის სოფელ გოგაშენშია დაბადებული 1982 წელს. დაახლოებით მეათე კლასში იყო, როცა ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ამ ზაფხულს დასასვენებლად საქართველოში ჩამოვიდნენ. იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა, ის მეუღლესთან, შვილთან და სიდედრთან ერთად გოგაშენში ისვენებდა. როგორც ზემოთ გითხარით, სიდედრის ძმის სახლში იყვნენ სტუმრად.

გარდა ამისა, ამ საქმეში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გავესაუბრეთ მოსახლეობას და ერთ-ერთ სანდო წყაროზე დაყრდნობით, მოვიპოვეთ შემდეგი ინფორმაცია:

 „როგორც ვიცი, დამნაშავე და მოკლულის ქალიშვილი ადრე შეყვარებულები იყვნენ, მაგრამ მერე დაშორდნენ. რატომ? – მიზეზი არ ვიცი. ეს გოგო რამდენიმე წლის წინ გერმანიაში წავიდა და იქ გათხოვდა, შვილიც ეყოლა. ახლა ზაფხულში, თავის ქმართან და შვილთან ერთად, ჩამოვიდა საქართველოში და გოგაშენში დასასვენებლად იყვნენ.

იმ საღამოს, არ ვიცი, საიდან და სახლში რომ ბრუნდებოდნენ, უკვე სახლთან ახლოს ყოფილან, მეზობელს დაუძახია გულიკოსთვის. ამ ქალს შვილი ქმრისთვის მიუცია და თვითონ მეზობელთან წასულა. ქმარს კიდევ სიდედრისთვის მიუცია ბავშვი. ამ დროს, თურმე, ბრალდებული სიბნელეში ჩასაფრებული ელოდა მათ, სახლთან ახლოს. აი, ზუსტად მაშინ, როცა ბავშვი ბებიას ჰყავდა, მან რამდენჯერმე გაისროლა, ჯერ ბავშვი დაჭრა, შემდეგ კი – ბებია. როგორც თქვეს, მას მათი მოკვლა არ უნდოდა, უბრალოდ, სიბნელეში ვერ გაარკვია, ვის ესროლა. ისიც თქვეს, თითქოს მკვლელი ნასვამი იყოო“.

კიდევ ერთი სანდო ინფორმატორი გვაწვდის შემდეგ ცნობას:

„ადრე ეგ ბიჭი და ბავშვის დედა შეყვარებულები იყვნენ. თუმცა, მერე რა მოხდა, არ ვიცი. ერთხელ ამ გოგომ ეს ბიჭი სახლში დაიბარა, ვითომ ტელევიზორზე რაღაცის გასწორება უნდოდა, სინამდვილეში კი ბიჭები დაახვედრა და აცემინა. შემდეგ კი კიდევ თვითონ უჩივლა – სახლში შემომეჭრა და მემუქრებოდაო. ამის გამო ეს ბიჭი დაიჭირეს. შემდეგ თვითონ სხვაზე გათხოვდა. ამბობენ, ბრალდებულმა ეს დანაშაული შურისძიების მიზნით ჩაიდინაო“.

ამჟამად, ბრალდებული – გენადი ი-ძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასამართლო პროცესი ჯერჯერობით არ დანიშნულა. საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში.

p.s. „თბილისელები“ შეეცადა დაკავშირებოდა დაზარალებულისა და ბრალდებულის მხარეებს, მაგრამ მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს.

 

скачать dle 11.3