კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიიღეთ ამანათი!

ჯო სლეიტერს ხუმრობა უყვარდა და ბრონქსის ბნელ სამყაროში ეს ამბავი ყველამ იცოდა. ზოგს სწყინდა, ზოგს – არა. ჯოს შეეძლო, უტიფრად და თამამად გახუმრებოდა თვით ფრენკ „შეუბრალებელს“, ანუ, მისთვის ოინი მოეწყო. მაგალითად, ასეთი: მიჰპარვოდა ბარში ან რესტორანში საუბარში გართულს და მისთვის მაღალყელიან ფეხსაცმელში ცეცხლმოკიდებული ასანთი ჩაეგდო. ამას სხვა ვერავინ გაბედავდა, ჯოს გარდა. ფრენკამდე ვერავინ გადაუხადა ხუმრობისთვის სამაგიერო. კრიმინალური სამყარო გასუსული ელოდა, რას მოიმოქმედებდა ფრენკი.

ფრენკ შეუბრალებელს ბრუკლინში, სადაც ის ძირითადად ცხოვრობდა, წარმატებულ და პატივსაცემ მოქალაქედ იცნობდნენ, მხოლოდ ბრონქსში სცემდა შიშის ზარს ყველას და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მასთან ხუმრობა, მით უმეტეს, ისეთი ხუმრობა, როგორიც ჯო სლეიტერს უყვარდა, არ შეიძლებოდა. ფრენკს, ყველა სხვა უბედურებასთან ერთად, საერთოდ არ გააჩნდა იუმორის გრძნობა, მისი სიცილიც კი არავის გაეგონა. ოინი ჯომ ფრენკს პირდაპირ ბროდვეიზე, რესტორანში მოუწყო, რაზეც მან მხოლოდ ბოროტად შეხედა ჯოს, თქმით კი არაფერი უთქვამს – მხოლოდ მოგვიანებით რაღაც ჩაილაპარაკა იტალიურად – ფრენკი ხომ სიცილიიდან იყო წარმოშობით. იტალიურ ენაზე ჩალაპარაკება ისე სასტიკად ჟღერდა, რომ სხვას ყველას სისხლი გაეყინებოდა ძარღვებში, ჯოს გარდა, მან კი მხოლოდ თვალი ჩაუკრა ფრენკს და ეს ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იყო... მერე მოხდა ის, რომ ჯოს მეგობარ-თანამზრახველებს ძილი გაუტყდათ იმაზე დარდით, რას მოიმოქმედებდა ფრენკი. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ შურისძიების ობიექტი მარტო ჯო კი არა, თითოეული მათგანი გახდებოდა.  ერთი-ორმა ჯოს მორიდებით უსაყვედურა, ძალიან შორს შეტოპეო, მაგრამ მან მხოლოდ ხელი ჩაიქნია, მერე კი სიცილი აუტყდა...

ჯომ ჰარლემში თავის ძმასთან ერთად პატარა ლუდის ბარი გახსნა და, როცა საქმეები ნორმალურად ააწყო, ცოლმა მიატოვა. როზა – ასე ერქვა ჯოს ცოლს, რამდენიმე წლის წინ მიყრუებულ ბარში მღეროდა მიდნაიტის გვარით. ჯომ ის იქ ნახა, წუმპიდან ამოათრია და მასზე დაქორწინდა. ქალმა მაინც არ დაუფასა ამაგი – მიატოვა და ფრენკ შეუბრალებელთან წავიდა... არავინ იცის, ფრენკის შურისძიების ნაწილი იყო ეს თუ ქალმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ, ჯოსთვის აშკარად სულერთი იყო. ის ხუმრობით ყვებოდა, რომ ფრენკისთვის როზა ნამდვილი ბომბი იყო – ქალი იმდენს დაახარჯვინებდა, რომ აუცილებლად გააკოტრებდა. ბევრს ესეც ხუმრობად მიაჩნდა, მხოლოდ რამდენიმე ახლობელმა იცოდა, რომ ჯოს ჭკუის დაკარგვამდე უყვარდა როზა. ვიღაცამ უთხრა კიდეც, მებრალებიო. ჯომ, ალბათ, ცხოვრებაში პირველად, შეიკრა წარბი და უპასუხა: ჯობია, ფრენკი შეიცოდო და, თუ ეს არ გეყოფა, როზაცო... იმ სამყაროში, სადაც ჯო ხუმარა და ფრენკ შეუბრალებელი ცხოვრობდნენ, ისეთი საქციელი, როგორიც ფრენკმა ჩაიდინა, მიღებული არ იყო.

... ერთ დილით გაზეთებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბრუკლინში, ტომრებში იპოვეს ორი გაგუდული გვამი – ჯოს გარემოცვიდან ორი ბიჭი ვიღაცამ იმსხვერპლა. პოლიციას ერთადერთი ვერსია ჰქონდა, რომ თითქოსდა მათ ფრენკ შეუბრალებლის სავაჭრო ბიზნესს შეუქმნეს პრობლემა, მაგრამ ფრენკს ვერაფერი დაუმტკიცეს. ფაქტი იყო, რომ გვამები მას არ ჩაუტენია ტომრებში, თანაც, ტომარაში ჩაწყობილ გვამებს აქამდე მხოლოდ სენტ-ლუისში პოულობდნენ. ერთი შეხედვით, ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო – მოკლეს და ტომარაში ჩატენეს, მაგრამ, მკვლელობის ამ ფორმას თავისი, არცთუ იოლი ტექნოლოგია ჰქონდა, რომელიც სერიოზულ ცოდნას და პრაქტიკასაც მოითხოვდა: ადამიანს ტომარაში ჩასმამდე ღრმად აძინებდნენ, ან, უბრალოდ, თავში ჩარტყმით თიშავდნენ. მერე მოკეცავდნენ შუაზე, როგორც დასაკეც დანას, კისერზე ჩამოაცმევდნენ მოშვებულ ყულფს, თოკის ბოლოს კი მუხლების ქვემოთ, ფეხებზე შემოახვევდნენ. ამ მდგომარეობაში ტენიდნენ ტომარაში და სადმე მიაგდებდნენ. როცა ადამიანი იღვიძებდა ან გონზე მოდიოდა, მაშინვე მისი ბუნებრივი რეაქცია იყო ტომრიდან ამოძრომის, თავის დახსნის მცდელობა – ის იწყებდა ფართხალს და მარყუჟი ისე მაგრად ეჭირებოდა კისერზე, რომ საბოლოოდ ახრჩობდა კიდეც... – ბოლოს პოლიცია ან ვიღაც გამვლელი პოულობდა ტომარას, რომელშიც იდო ყელზე თოკშემოჭერილი დამხრჩვალი გვამი.

კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ, ორი ბრუკლინელი, რომლებიც კლინტონ-სტრიტზე სეირნობდნენ, უცნობმა პირებმა ცელოფნის პარკებით გაგუდეს. ისინი ფრენკ შეუბრალებლის მეგობრები იყვნენ. პასუხად კიდევ ერთი გვამი აღმოჩნდა ტომარაში, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ჯო „ხუმარას“ ძმა, საცოდავი ფრედი აღმოჩნდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბრუკლინელებს კარტოფილით სავსე ტომრის გახსნისაც კი ეშინოდათ... ყველა სულგანაბული იცდიდა, ვინ იქნებოდა შემდეგი და რას მოიმოქმედებდა ჯო, რომელმაც განაცხადა: ტომარაში მე თვითონ უნდა ჩავჯდე და ფრენკს ვეახლო. ჩემი ძმა, ფრედი, როზამ ბრუკლინში ჩაიტყუა, რომ მე გაყრაზე დავეთანხმებინე. საცოდავს უყვარდა როზა, იმედი ჰქონდა, რომ შეგვარიგებდა და ამ კეთილშობილურმა განზრახვამ ამოაყოფინა თავი ტომარაში. იცოდა ეს როზამ თუ არ იცოდა, არაფერს ნიშნავს, ეს მაინც მისი ბრალია და მე აუცილებლად ოინს მოვუწყობო. აბა, ვინ შეეწინააღმდეგებოდა და ეტყოდა, მაგას ნუ გააკეთებო! ჯომ ისიც თქვა, როზას უბედურება მოაქვს და არც ფრენკს დააყრის ხეირსო და, ისე საზიზღრად გაიცინა, მის გარემოცვას პირველად შეეშინდა ჯოს სიცილის. პრინციპში, რა ხუმრობა იყო ტომარაში ჩაჯდომა?!. არავინ იცოდა რა განიზრახა ჯომ, თუმცა, რაღაც ჩანაფიქრი აშკარად ჰქონდა... 

სენტლუისელი როუპს მაკგონგლი, რომელიც ფრენკს ტომრებთან დაკავშირებულ პრობლემებს უგვარებდა, ძალიან აღშფოთდა, როცა გაიგო, რომ ფრედი ჯოს ძმა იყო და არ უთხრეს, ისე დაავალეს მისი მოშთობა. სწორედ მისი იმედი ჰქონდა ჯოს. როუპსი პირადად ეწვია და უთხრა – ფრენკს შენი ნახვა უნდა ტომარაში და ორმაგს გადამიხდის ამაშიო... შეთანხმდნენ: ჯო ბრუკლინში ჩავიდოდა, როუპსი მას ტომარაში ჩასვამდა ფხიზელს და, ყულფის გარეშე და როცა ამ ტომარას ფრენკს მიართმევდნენ, იქიდან რევოლვერმომარჯვებული ჯო ამოხტებოდა... 

ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ ფრენკ შეუბრალებელმა როუპსისგან ტომარა მიიღო,  შემდეგ საკუთარი ხელით ჩაიტანა სარდაფში და გახსნა... ეტყობა, ჯომ ბოლო მომენტში შეცვალა ხუმრობის თემა, რადგან ფრენკს კარგად იცნობდა: შეუბრალებელმა ჯერ ცეცხლი გაუხსნა ტომარას, მერე კი გახსნა და იქ ჯოს ნაცვლად ხელფეხშეკრული როზა ნახა, რა თქმა უნდა, მისი ნასროლი ტყვიებისგან მკვდარი. ფრენკმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, ისე დაადგა პოლიცია თავზე, წინასწარ განზარახულ მკვლელობაში დაადანაშაულა, ხელბორკილი დაადო და დააპატიმრა...

 

скачать dle 11.3