კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, ყველაზე ხშირად რომელი საკვები იწვევს ძაღლებში ალერგიას?

პასუხი: ძაღლებში ყველაზე ხშირად ალერგიებს იწვევს ხორცის ცილები, რადგან, არ არსებობს არაალერგენული ცილები. ალერგია არის მკაცრად ინდივიდუალური დაავადება, ზოგს ხორცის ცილაზე აქვს ალერგია, ზოგს კი – თევზის ცილაზე. ნებისმიერი ალერგიული დაავადების დროს აუცილებელია, გამოითიშოს საჭმლისმიერი ალერგიები, რადგან, აღნიშნული არ საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთელი სიცოცხლის განმავლობაში დიეტოთერაპიაა საჭირო. გახსოვდეთ, როცა ძაღლი ტანს ხშირად იფხანს, უნდა დაადგინოთ, არის თუ არა ეს სიმპტომი კავშირში საკვებისმიერ რეაქციასთან.

კითხვა: პირველად რომელი ბრძანების შესრულება უნდა ვასწავლოთ ძაღლს?

პასუხი: პირველად ძაღლს აუცილებლად უნდა აწავლოთ რამდენიმე ბრძანება: დაჯექი! დაწექი! და დამელოდე! ხშირ შემთხვევაში, ბრძანება „დამელოდე” ძალიან გამოსადეგია. მაგალითად, სასურსათო მაღაზიაში ძაღლის შეყვანა არაჰიგიენურია, რამაც, შესაძლოა, ვინმეს დისკომფორტი შეუქმნას. ამიტომ, ძაღლი უნდა დააბათ და უბრძანოთ, რომ დაგელოდოთ. 

ძაღლს თავიდანვე უნდა ასწავლოთ, რომ არავითარ შემთხვევაში რეაგირება არ ჰქონდეს კატაზე, რადგან, ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ძაღლს მანქანა დაეჯახა სწორედ მაშინ, როცა ის კატას მისდევდა. ამას გარდა, გახსოვდეთ ისიც, რომ ძაღლი არც ერთ ბრძანებას აღარ შეასრულებს, თუ მან კატა დაინახა და მასზე რეაგირება მოახდინა.

კითხვა: მაინტერესებს, უნდა გავაკონტროლო თუ არა საკვების რაოდენობა, რომელსაც ძაღლი ყოველდღიურად იღებს?

პასუხი: ძაღლის მიერ მიღებული საკვების რაოდენობა მუდმივად უნდა გააკონტროლოთ. ამ პროცესს ახორციელებენ ძაღლის მიერ ენერგიის დღიური გამოყენების აუცილებელი რაოდენობისა და საკვებ პროდუქტებში მისი შემადგენლობის გამოთვლის გზით. ძაღლისთვის განკუთვნილი საკვების რაოდენობა რეგულარულად უნდა აიწონოს. საკვების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ რა რაოდენობისა და სახის საზრდო ნივთიერებებს შეიცავს თითოეული მათგანი; როგორია მათი კალორიულობა და დანაკარგის პროცენტი გადამუშავებისას. ამით თქვენ ძაღლს არასასურველ სიმსუქნეს აარიდებთ.

კითხვა: არის შემთხვევები, როცა ძაღლი ასაკის მატებასთან ერთად აგრესიული ხდება და უმიზეზოდ იკბინება, პატრონზეც კი იწევს. 

პასუხი: თუ ძაღლი მანამდე არ გამოხატავდა ანალოგიურ თვისებებს და ასაკის მატებასთან ერთად დაეწყო, მიმართეთ ვეტერინარს. საქართველოში, სამწუხაროდ, ცხოველების ნევროპათოლოგი არ არსებობს. შესაბამისად, ყველაზე კარგ შედეგს მოგცემთ ცხოველებითვის სპეციალიზირებული დამაწყნარებელი საშუალება. ვეტერინარი გამოუწერს თუ რა დოზით უნდა მიიღოს ძაღლმა პრეპარატი და ნერვული სისტემაც დაუწყნარდება. ასევე, აუცილებლად უნდა შეეცადოთ, იპოვოთ მიზეზი, თუ რატომ გახდა ძაღლი აგრესიული. 

 

 

скачать dle 11.3