კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასარგებლო და დიეტური პროდუქტების კალათა ამერიკელი დიეტოლოგისგან

ამერიკელმა პროფესორმა კოლინ კემპბელმა შეიმუშავა ვეგეტარიანული დიეტა და საზოგადოებას სთავაზობს პროდუქტების კალათას, რომელში შემავალი პროდუქტების მიღებაც ნებადართულია მხოლოდ უმი, მოხარშული ან ორთქლზე დამუშავებული სახით.

რეჟიმი: კვებასა და კვებას შორის მინიმუმ 1, მაქსიმუმ 2 საათი; ბოლო კვება – 19 საათზე.

საკვების რაოდენობა: მინიმუმ 200, მაქსიმუმ 300 გრამი.

სითხის რაოდენობა: მინიმუმ 1,5, მაქსიმუმ 2,5 ლიტრი.

მაქსიმალურად ჩართეთ მენიუში:

ხილი – ავოკადო, ფორთოხალი, საზამთრო, გრეიპფრუტი, მსხალი, ნესვი, მაყვალი, კივი, მარწყვი, ჟოლო, მანგო, პაპაია, ატამი, მოცვი, ვაშლი.

ბაღჩეული – ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ყაბაყი.

მარცვლეული და ბურღულეული – წიწიბურა, სიმინდი, ქერი, ჭვავი, ხორბალი, ბრინჯი.

ფოთლოვანები, ბოსტნეული – არტიშოკი, ბაზილიკი, წყალმცენარეები, ყველა სახეობის კომბოსტო, ჭარხლის ფოთოლი, ისპანახი, ყველა სახეობის სალათის ფოთლები, სატაცური, ქინძი, ოხრახუში, ნიახური.

მინიმალური რაოდენობით გამოიყენეთ:

რაფინირებული ნახშირწყლები – მაკარონი, ვერმიშელი, თეთრი პური, კრეკერები, შაქარი, მარილი, ნამცხვრები, ტორტი, ცომეული.

მცენარეული ზეთები – სიმინდის, არაქისის, ზეითუნის, მზესუმზირის.

თევზეული – ორაგული, თინუსი, ხეკი.

გამორიცხეთ:

ხორცეული – ბიფშტექსი, ჰამბურგერი, ცხიმიანი ღორის ხორცი, ფასტფუდი.

ჩიპსები და შემწვარი კარტოფილი.

ფრინველი – ქათამი, ინდაური.

რძის პროდუქტები – ყველი, რძე, არაჟანი, იოგურტი.

скачать dle 11.3