კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლეონარდო დიკაპრიო – ჰოლივუდის უოსკარო ლეგენდა

დიდი ხანია, რაც ლეონარდო დიკაპრიო თინეიჯერი გოგონების საყვარელი მსახიობიდან მსოფლიო კინოკრიტიკოსების ფავორიტ მსახიობად იქცა. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ მსახიობს წელს 40 წელი უსრულდება და გთავაზობთ მისი ცხოვრებიდან საინტერესო ფაქტებს.

* ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო დაიბადა 1974 წლის 11 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში (კალიფორნია). ლეონარდოს მამა იტალიურ-გერმანული ფესვების მქონე ოჯახიდან იყო, ხოლო დედა, ირმელინ დიკაპრიო, ქალწულობაში ინდერბირკენი, დასავლეთგერმანულ ორ-ერკენშივკში იყო დაბადებული. მისი მამა, ვილჰელმ ინდერბირკენი, გერმანელი იყო, ხოლო დედა – ელენა სმირნოვა რუსი. საკუთარ თავს ლეონარდო დიკაპრიო ნახევრად რუსად მიიჩნევს – რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ ნახევრად რუსია და ამაყობს ამ ფაქტით.

* სახელი ლეონარდო შვილს ცნობილი იტალიელი ფერმწერისა და გამომგონებლის, ლეონარდო და ვინჩის პატივსაცემად დედამ დაარქვა. ფეხმძიმობის დროს ირმელინ დიკაპრიო ერთ-ერთ გამოფენას დასწრებია და და ვინჩის ნამუშევართან გაჩერებულა, რა დროსაც მუცელში მყოფი ჩვილისგან დარტყმა იგრძნო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ შვილისთვის, თუკი ბიჭი დაიბადებოდა, ლეონარდო დაერქმია.

* ლეონარდო დიკაპრიოს ნათამაშები აქვს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტელესერიალში „სანტა-ბარბარა“, რომელშიც ის მთავარი გმირის, მეისონ კეპველის ბავშვობას განასახიერებდა.

* ლეონარდო დიკაპრიო „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ქომაგია და საყვარელი გუნდის თამაშის გამო არაერთხელ გაუცდენია წვეულებები.

* დიკაპრიოს ოცნებაა, შეასრულოს იოსებ სტალინის როლი, თუმცა, მისი თქმით, ჯერაც ვერ ნახა შესაბამისი სცენარი.

* ლეონარდოს საყვარელი ფილმია „ნათლიმამა”.

* მსახიობმა ბენ კინგსლიმ, რომელიც „შინდლერის სიაში” ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებით არის ცნობილი, ლეონარდო დიკაპრიო საუკეთესო რომეოდ დაასახელა, რომელიც ოდესმე კი უნახავს კინოეკრანზე.

* დიკაპრიოს სიმაღლე 183 სანტიმეტრია.

* ბავშვობაში ლეონარდო ბეისბოლის ბარათებსა და კომიქსებს აგროვებდა. მამამისი, ჯორჯ დიკაპრიო, კომიქსების ავტორი იყო.

* 90-იან წლებში ლეონარდო დიკაპრიო დანიელ მოდელ ჰელენა კრისტენსენს ხვდებოდა, 2000-2005 წლებში – ბრაზილიელ მოდელ ჟიზელ ბიუნდჰენს, 2006-2009 წლებში – ებრაელ მოდელ ბარ რაფაელის, 2009 წლის ბოლოს – რუს მოდელ ანა ვიალიცინას; 2010-2011 წლებში ლეონარდო კვლავ ბარ რაფაელის დაუბრუნდა, თუმცა წყვილმა ქორწინების ნაცვლად საბოლოოდ დაშორება გადაწყვიტა; 2011 წლის ივნისიდან ლეო მსახიობ ბლეიკ ლაივლის ხვდებოდა, მაგრამ, წლის ბოლოს ისინი მეგობრებად დაშორდნენ ერთმანეთს. გავრცელებული ცნობის თანახმად, ამჟამად ლეონარდო დიკაპრიო „ვიქტორიას სიქრეტის” მოდელს, ერინ ჰიზერტონს ხვდება. ხანგრძლივი ურთიერთობების გარდა, დიკაპრიოს მცირეხნიანი რომანები ჰქონდა შერონ სტოუნთან, ვირჯინია ლედუაიენთან, ქეით უინსლეტთან და კრისტინ ზენგთან.

скачать dle 11.3