კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აქირავებენ ქალები სხეულს სექსის გარეშე და რას ყვება რუსეთში მოღვაწე ექსმოდელი

როგორც ყველა „სვეცკი“ ქართველი ამბობს,  მე ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მხოლოდ „ფეისბუქით“ ვიგებ ახალ ამბებსო (ამ დროს ნახევარ თბილისს პლაზმური ტელევიზორის კრედიტი აქვს დასაფარი). ჩემთვის კი სოცქსელი საზოგადოებრივი ინტერესის ინდიკატორია. გასულ კვირას, ტელეკომპანია GDS-ზე გასულ გადაცემა „ბინა 18-ში“ დუნდულებაწითლებული გოგონების ფოტო-ვიდეო მასალებმა მოიცვა ყველა ინტერნეტ-პორტალი და დღემდე მიდის განხილვა, რამდენად ესთეტური, მართებული თუ ამორალური იყო. აღნიშნულ თემაზე ყველას თავისი რეაქცია ჰქონდა, რაც ერთი სიტყვით „ერ-აქციით“ შეიძლება შეფასდეს. თითქმის არ დარჩენილა ადამიანი, ვისაც ამაზე საკუთარი მოსაზრება კომენტარის სახით არ დაეფიქსირებინოს. ზოგიერთმა ორგანიზაციამ ეს ქალთა უფლებების შელახვად და დაკნინებად შეაფასა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, სამივე მხარე კი – მოგებული და ნასიამოვნები. ტელევიზიამ გადაცემის, გოგონებმა კი მათი სხეულის მრგვალი ფორმების რეიტინგი გაზარდა და მაყურებლების გარკვეულმა მასამაც ფანტაზიის რეალიზება მოახდინა. თუმცა, ჩემი დღევანდელი სტატია სულ სხვა პროფესიას ეხება, ეს არის ქალთა დისკრიმინაციის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც მჭიდრო კავშირშია სხეულით, ოღონდ პატიოსნად და სექსის გარეშე, ნაშოვნ ფულთან. ეს არის „ქალი მაგიდა“. მართალია, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეთი პროფესიაც არსებობს.

შესაძლოა, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ერთადერთი ქართველი არ არის, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია, მაგრამ ისიც იმ ათასობით ქართველთა რიგებში მოხვდა, პუტინმა 2006 წელს რომ გამოასახლა.

აი, როგორია მოდელის კარიერის გასაკეთებლად რუსეთში ჩასული ქართველი გოგონას ისტორია:

 

– ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩემი ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. მამას წლების განმავლობაში იქ პატარა ბიზნესი ჰქონდა და ჩემთვისაც უფრო დიდი პერსპექტივა იშლებოდა მოდელის კარიერის შესაქმნელად. მალევე ვიპოვე სააგენტო, რომელმაც ხელსაყრელი კონტრაქტი გამიფორმა და თვეში დაახლოებით 2 000 დოლარს გამოვიმუშავებდი.

– ადვილად დათანხმდი თანამშრომლობაზე?

– არა. სანამ „ქალი მაგიდის“ პროფესიას შემომთავაზებდნენ, თავიდან პირადი აგენტი მყავდა, რომლის წყალობითაც გამოვდიოდი სხვადასხვა ჩვენებაზე, ასევე, ვმუშაობდი მანეკენად საქორწინო კაბების მაღაზიაში.

– ცოცხალი მანეკენები იდექით ვიტრინებში?

– ყოველ ორშაბათს, 3 საათის განმავლობაში, შუშებიან ვიტრინაში ცოცხალი მანეკენებით პერფორმანსი იმართებოდა. გარდა ამისა, დილის ცხრიდან სამ საათამდე, ზოგჯერ სამიდან ცხრამდე, მორიგეობით ვმუშაობდი ამავე მაღაზიაში. ჩემი მოვალეობა იყო, კლიენტისთვის, რომელი კაბაც მოეწონებოდა, უნდა ჩამეცვა და პოდიუმზე გამევლო.

– არ გიჭირდა დღეში რამდენჯერმე გამოცვლა და პოზირება?

– პრინციპში, მომწონდა კიდეც. მაგრამ, ხშირად ერთი კლიენტისთვის მინიმუმ, 5 კაბის მორგება და პოდიუმზე გავლა მიწევდა, რაც ძალიან დამღლელი იყო, მით უმეტეს, თუ ჭირვეული კლიენტი შემხვდებოდა.

– ცოცხალი მაგიდის შესახებ მომიყევი.

– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თითქმის ერთი წელი ვიმუშავე ცოცხალ მაგიდად და 2006 წელს იმ ცნობილი გამოსახლების შედეგად, მეც გამომიშვეს. რაც შეეხება ცოცხალ მაგიდას, ეს რომ გავიგე, ბევრი ვიცინე და ჩემს აგენტსაც დავცინე, მაგრამ იმდენი მელაპარაკა, სანამ არ დავინტერესდი. დამარწმუნა, რომ ყველანაირად დაცული ვარ და რაც მთავარია, სექსუალური კონტაქტი კატეგორიულად იკრძალებოდა. დავინტერესდი და თითქმის ერთი თვე პრაქტიკას გავდიოდი. სხვათა შორის, საკმაოდ ძვირად ღირებული სასწავლო კურსია, რომლის ხარჯებსაც მთლიანად აგენტი იხდიდა.

– რომ არ გამოგსვლოდა, ან ბოლო წუთს უარი გეთქვა, შენი აგენტი წაგებული რჩებოდა, თუ კონტრაქტით გქონდა რამე პირობები?

– არა. როგორც ჩანს, ჩემი აგენტი კარგად მიცნობდა და დარწმუნებული იყო, რომ გავუმართლებდი, როცა მომზადებაში სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე გადაიხადა უზარმაზარი თანხა. მითხრა, შენ არაფერს კარგავ, უბრალოდ, სცადე და თუ ვერ შეძლებ ან სურვილი არ გექნება, პრობლემა არ არისო.

– ადვილად აითვისე?

– მე უკვე მცირეოდენი გამოცდილება მქონდა, რადგან ზოგჯერ გაუნძრევლად ან მინიმალური მოძრაობით, ურეაქციოდ საათობით მიწევდა ვიტრინაში დგომა. ჩემთვის ძირითადი ბარიერი ფსიქოლოგიური მომენტი იყო, რომლის გადალახვაში ფსიქოლოგი დამეხმარა. ანუ, ფსიქოლოგიური ტრენინგები მიტარდებოდა.

– რა ტიპის დაწესებულებაში მუშაობდი და რა გევალებოდა – კონკრეტულად რომ ამიხსნა.

– სტრიპტიზ-კლუბში ვმუშაობდი, სადაც მაგიდის ფუნქციას ვასრულებდი. ანაზღაურება დროისა და პოზების მიხედვით ხდებოდა, თუმცა ყველა შემთხვევაში, მაგიდის ფუნქცია ერთი და იგივე იყო. მთლიანად შიშველს მხოლოდ და მხოლოდ მაგიდის ფუნქცია უნდა შემესრულებინა. მაგალითად, მაგიდაზე შიშველი ვწვებოდი და ჩემს სხეულზე აწყობდნენ ხილს და ტკბილეულს, საიდანაც კლიენტები მიირთმევდნენ, ასევე, ოთხზე დამდგარს ზურგზე მეწყო.

– ნასვამ კლიენტებს ცდუნების სურვილი არ უჩნდებოდათ?

– ჯერ ერთი, ყველამ კარგად იცოდა წესები და მაგიდის წაბილწვა სასტიკად იკრძალებოდა. არ მახსოვს შემთხვევა, რომ დაცვის ჩარევა გამხდარიყო საჭირო. თუ ვინმეს ხელი წაუცდებოდა, მაგიდის წევრებივე აგვარებდნენ საქმეს.

– მაგიდიდან მირთმევა მხოლოდ ხელით იყო შესაძლებელი თუ ტუჩებითაც შეიძლებოდა?

– (დაფიქრდა) ზოგჯერ ასეც ხდებოდა, მაგრამ ზედმეტებში არ გადადიოდნენ (იცინის).

– როგორც ვხვდები, ეს პრივატულ ოთახში ხდება და კლიენტები მხოლოდ შიშველი სხეულიდან მირთმეული ხილით შემოიფარგლებოდნენ თუ სექსუალურ ფანტაზიებსაც აძლევდნენ გასაქანს?

– ბუნებრივია, ისეთი კატეგორიის მამაკაცი, ვინც სტრიპტიზ კლუბში დადის და ცოცხალი მაგიდიდან სიამოვნებს მარწყვის ან დაჭრილი ბანანის მირთმევა, მხოლოდ ამით არ კმაყოფილდება და მისი ფანტაზია უფრო შორს მიდის, მით უმეტეს, როცა კაცს ბევრი ფული აქვს.

– ანუ, შენ თვალწინ ორგიები იმართებოდა?

– ორგიებიც და ოთხგიებიც (იცინის), რა თქმა უნდა, იმართებოდა, მაგრამ, როგორც წეღან გითხარით, მაგიდის წაბილწვა იკრძალებოდა და ამ ყველაფერში მხოლოდ მაყურებლის სტატუსით ვიყავი ჩართული.

– ყველაზე უცნაურ შემთხვევას რას გაიხსენებ?

– ის, რაც ადამიანებისთვის უცნაურია, ჩემთვის ბუნებრივია და ამიტომ უცნაურობაზე საუბარი გამიჭირდება. ვიღაცისთვის მე თვითონ ვარ უცნაური და სხვა რაღაზე ვილაპარაკო. მაგალითად, თავიდან უცნაურად მეჩვენებოდა, როცა ცოლ-ქმარი მოდიოდა და ჩემ თვალწინ ვნების მორევში ეშვებოდა. ისინი სიამოვნებას იღებდნენ იმით, რომ ვიღაც უყურებდა და ეს სრულიად საკმარისი იყო მათი ბედნიერებისთვის. უყვარდათ, როცა ჩემს სხეულზე გასრესილ ბანანს აჭმევდნენ ერთმანეთს ან ფეხის თითებზე მიჭყლეტდნენ ფორთოხალს და იქიდან ჩამოსულ წვენს სვამდნენ.

– კლუბის კლიენტები სახლში არ გეპატიჟებოდნენ?

– კი. ასეთი შემოთავაზებები ხშირი იყო. უნდოდათ სახლში ან საუნაში შემესრულებინა მაგიდის როლი, მაგრამ ეს სარისკოა. ასეთ რისკზე არასდროს წავსულვარ. უფროსობაც ხშირად გვიწყობდა გამოცდებს და თუ კი ვინმე დათანხმდებოდა და ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე წავიდოდა, მეორე დღეს აუცილებლად რაღაც დაზიანებით მოდიოდა.

– მაგალითად?

– მაგალითად, მკერდზე სიგარეტის ჩაქრობა, თმის მოჭრა, უამრავი ნაკბენი სხეულზე და დუნდულებზე ჩანგლის ჩარჭობაც კი. ამიტომ საშიში იყო ამ პროფესიის გარეთ გამოყენება. თანაც, რაც არ უნდა დიდი ხნის და სანდო კლიენტი იყოს, ასეთ სიტუაციაში მის ტერიტორიაზე ხარ – შეიძლება, ისე შეიჭრეს როლში და ისე დაგაზიანოს, თავადაც ვერ მიხვდეს.

– ასეთ რთულ სამუშაოში თვეში 2 000 დოლარი გქონდა ანაზღაურება?

– არა. ეს იქამდე გამოვიმუშავებდი მაგდენს, სანამ „ცოცხალ მაგიდად” დავიწყებდი მუშაობას. ამ პროფესიით ყოველდღე არ ვიყავი დაკავებული, მაგრამ საათში 800 დოლარს იხდიდა კლიენტი, რომლის ნახევარიც ჩემი იყო. თუმცა, თვის განმავლობაში ჩემი საერთო შემოსავლის 30 პროცენტს პირად აგენტს ვუხდიდი, რომელიც, აგრეთვე, მთავარ სააგენტოს უხდიდა გარკვეულ პროცენტს.

 

скачать dle 11.3