ღორის ხორცი ლუდის სოუსში
საჭირო ინგრედიენტები: 2 ცალი სტაფილო, 2 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 მსხვილი ღერი ნიახური, 4 ნაჭერი ღორის ხორცი (თავისი ძვლით), თითო ნაჭერი – 200-220 გრამი, 1 სადილის კოვზი ძირა, 2 სადილის კოვზი ერბო, 400 მილილიტრი მუქი ლუდი, 2 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ნიორი დაკეპეთ, სტაფილო თხლად დაჭერით, ხახვი კი – სიგრძეზე, მსხვილად. ნიახურიც მსხვილად დაჭერით. ხორცი გარეცხეთ, შეაშრეთ, მოაყარეთ ძირა, მარილი და პილპილი. ტაფაზე გააცხელეთ ერბო და ხორცის ნაჭრები ორივე მხრიდან შეწვით. დაუმატეთ ბოსტნეული და 2 წუთი შუშეთ, შემდეგ დაასხით ლუდი, დაახურეთ სახურავი და 20 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე ხარშეთ. ხორცის ნაჭრები ამოიღეთ ტაფიდან, დარჩენილი სოუსი ცოტა ხანს ადუღეთ და მოასხით ხორცის ნაჭრებს.