ღვიძლი ვაშლითა და კონიაკით
საჭირო ინგრედიენტები: 350 გრამი საქონლის ღვიძლი, 2 თავი ხახვი, 2 ცალი ვაშლი, 7 სადილის კოვზი კონიაკი, ზეთი – შესაწვავად, მარილი და წიწაკა – გემოვნებით, გარნირად – მოხარშული ბრინჯი.
მომზადების წესი: ღვიძლი დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად და შეწვით ზეთში. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, შეურიეთ შემწვარ ღვიძლს და კიდევ 3 წუთი გააჩრეთ ცეცხლზე. დაუმატეთ გათლილი ვაშლის ნაჭრები და ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 3 წუთი. დაასხით კონიაკი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და ურიეთ, სანამ კონიაკი ამოშრება. გარნირად უხდება მოხარშული ბრინჯი.