კალმახი აზიურად
საჭირო ინგრედიენტები: 2 ჩაის კოვზი სოიის სოუსი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 2 ჩაის კოვზი ზეთი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 500 გრამი კალმახი, 1 კბილი ნიორი, 2 ჩაის კოვზი კუნჟუტი (მარცვლები).
მომზადების წესი: დაჭერით კალმახი ულუფებად, მოამზადეთ მარინადი. შეურიეთ ერთმანეთს მდოგვი, სოიის სოუსი, ზეთი, თაფლი, კუნჟუტი და დანაყილი ნიორი. აურიეთ კარგად. მოასხით ეს ნაზავი თევზს და გააჩერეთ 1-2 საათი. შებრაწეთ ცხელ, მშრალ ტაფაზე 5-7 წუთით თითოეული მხრიდან.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. თევზი გემრიელია ცხელიც და ცივიც.